ბიოგრაფია

აფრა სარაჩოღლუ / Afra Saraçoğlu / Afra Sarachoglu (მსახიობი) ბიოგრაფია

14.05.2018 თურქი მსახიობები 57 0 0.0


loading...
Загрузка...

დაბადების სახელი:   აფრა სარაჩოღლუ

დაბადების თარიღი:  2 დეკემბერი, 1997 წელი

დაბადების ადგილი:   სტამბული, თურქეთი

პროფესია:  მსახიობი, მოდელი

კარიერა:  2016

ზოდიაქო:  მშვილდოსანი

სიმაღლე: 168 სმ.

ა:  

ახალგაზრდა თურქი მსახიობი, აფრა სარაჩოღლუ, რომელიც მაყურებლისთვის ცნობადი სახე გახდა პოპულარული სერიალში  "ქალბატონის ქალიშვილები / Afra Saraçoglu" - "ეჯეს" როლის შესრულებით, სტამბულში დაიბადა. გოგონა ჯერ კიდევ პატარა იყო, როცა მშობლები გაიყარნენ. ამ დღიდან, აფრა მხოლოდ დედასთან იზრდებოდა ანტალიაში. მას მამა პრაქტიკულად არც კი უნახავს, თუ არ ჩავთვლით 9 წლის ასაკში, ხანმოკლე დროით შეხვედრას იმ კაცთან, რომელიც ყველაფერზე მეტად სძულს ამქვეყნად. აფრამ საბოლოოდ ამოშალა მამამისი თავისი ცხოვრებიდან.

დედამ კი - საბოლოოდ მიუძღვნა თავისი ცხოვრება გოგონას. აფრამ, რათა დედისთვის დახმარება გაეწია 14 წლის ასაკში დაიწყო მუშაობა. დედამისმა ხელი მოაწერა 5 წლიან კონტრაქტს სამოდელო ბიზნესში თავისი მოზარდი გოგონას მონაწილეობის შესახებ. შემდეგ კი - ისევ დედამ იპოვა განცხადება მსახიობთა შერჩევის შესახებ მხატვრული ფილმისთვის "მეორე შანსი". ქალმა ცნობილ მსახიობს, პროდიუსერსა და რეჟისორს, ოზჯან დენიზს პირადად მისწერა თავისი გოგონას შესახებ. მანაც არ დააყოვნა და აფრა გადაღებებზე მიიწვია.

პირველი როლი, რომელზეც აფრა ბავშვობიდანვე ოცნებობდა, გოგონამ აღნიშნულ ფილმში (ქალიშვილის სახით - ჩიჩექი) ცნობილი ვარსკვლავების: ნურგულ იეშილჩაისა და ოზჯან დენიზთან ერთად შეასრულა. ეს 2016 წელს მოხდა.

2017 წელს, მსახიობი ასევე, გადაიღეს მეორე მხატვრულ ფილმში "ცუდი ბიჭი", სადაც ის თოლგა სარითაშთან ერთად თამაშობს. აქ, მან ქაილას როლი შეასრულა..

ეს ორი ფილმი, საკმარისი გახდა იმისთვის, რომ აფრა იმავე წელს გრანდიოზულ სატელევიზიო პროექტში „ქალბატონის ქალიშვილები“ - ფაზილეთის უმცროსი ქალიშვილის, ეჯეს როლზე დაემტკიცებინათ. აფრამ დიდებულად შეასრულა მხიარული გოგონას  როლი, რომელსაც თანატოლებთან ურთიერთობა უყვარს.

მალე, აფრა სარაჩოღლუს ირგვლივ, დიდი დავიდარაბა ატყდა - სამოდელო სააგენტოსა და ტელეკოპანიებს შორის. სამოდელო სააგენტომ სასამართლოში შეიტანა სარჩელი და კომპენსაციის სახით გოგონასგან 53 000 ლირას მოითხოვდა სააგენტოს მორალური ზარალის გამო, რაც 5 წლიანი კონტრაქტის დარღვევაში გამოიხატებოდა. სააგენტოს მენეჯერი, ესრა ფიშექჩიოღლუ ვნებაწეწილი გაჰკიოდა, რომ ტლანქ გოგონას, რომელიც ჯერ კიდევ 14 წლის ბავშვი იყო, როცა საგენტოში მიიყვანა, მან ასწავლა ყველაფერი ... "არაფრისმცოდნე" აფრასთვის ძალისხმევას არ იშურებდა, რათა სხვადასხვა დეფილეებზე გაყვანა... რომ მისი შემწეობით იღებდნენ გოგონას ფოტოსესიებზე და ა.შ.

საქმე სასამართლოზეა გატანილი და პროცესი კარგა ხანი გაჯანჯლდა. (მგონი დღესაც არ დასრულებულა)...

თაყვანისმცემლები, აფრას ხშირად ადარებენ ადრიანა ლიმას, რაც ძალიან არ მოსწონს გოგონას. ის ამბობს, რომ არა სურს ვინმეს ჰგავდეს და მალე დაანახვებს ყველას თავის ინდივიდუალობას.

წელს, აფრას სპორტული სამოსელის რეკლამებში იღებენ. იგი ალიპ ნავრუზთან ერთად, რომელიც სერიალში სინანის როლს ასრულებს, სპორტული სამოსელის მწარმოებელი ფირმის Hummel - ის სახე გახდა.

პ ი რ ა დ ი:  რაც შეეხება მსახიობის პირადს: აფრა სარაჩოღლუ, ცხოვრებაში სიცოცხლით სავსე აქტიური გოგონაა. მას ბევრი მეგობარი და თაყვანისმცემელი ჰყავს. მაგრამ, მის სასიყვარულო შემთხვევებზე, ჯერჯერობით - არაფერია ცნობილი ჭორიკანა პრესისთვის და აფთარი პაპარაცებისთვის...

ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ე ბ ი:

2016 - İkinci Şans
2017 - Kötü Çocuk

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:

2017 - Fazilet Hanım ve Kızları

Sarachoglu, ბიოგრაფია, Saraçoğlu, აფრა, მსახიობი, სარაჩოღლუ, Afra
სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...