დამატება

არას ბულუთ იინემლი / Aras Bulut Iynemli (მსახიობის ბიოგრაფია)

23.07.2017 - 11:08
ბიოგაფია: არას ბულუთ იინემლი / Aras Bulut Iynemli (მსახიობის ბიოგრაფია)

დაბადების სახელი:  არას ბულუთ იინემლი / Aras Bulut Iynemli           
დაბადების თარიღი: 25 აგვისტო, 1990 წელი
დაბადების ადგილი: სტამბული, თურქეთი
პროფესია: მსახიობი, მოდელი
კარიერა: 2008 წლიდან
ზოდიაქო: ქალწული
სიმაღლე: 182 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: არასი სტამბულში დაიბადა. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ დღევანდელი თურქეთი (ჩვენი "მამა-მარჩენალი") მდიდარი ქვეყანაა, თითქმის, ყველა რესურსით და  ცხადია, ნიჭიერი ადამიანებითაც. სწორედაც, არასი ერთ-ერთი იმათგანია. მას უფროსი და-ძმა ჰყავს. ორივენი, ასევე, შემოქმედებითი ნიჭითაა დაჯილდოვებული. ძმა სცენარისტი და დრამატურგი გახდა. და კი - მუსიკოსი და ვოკალისტი.

ბავშვები, ოჯახში მზრუნველობასა და შემოქმედებით გარემოში იზრდებოდნენ. ლიცეუმის დამთავრების შემდეგ, არასი სწავლის გასაგრძელებლად ტექნიკურ უნივერსიტეტში, ავიაციის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე შევიდა. ასე რომ, მას ტექნიკური განათლებაც აქვს მიღებული.

ოჯახში დანერგილი წესის თანახმად, შემოქმედებისადმი განსაკუთრებულმა ლტოლვამ, თავისი ნაყოფი გამოიღო. უკვე 16 წლის არასი, სერიალში - "დაბრუნება" -  მიიწვიეს გდაღებებზე. ეს სერიალი ახლაც მოდურია და სხვადასხვა ქვეყნების ტელე-ეკრანებზე გადის მოცლილი ხალხის გასართობად.... თუმცა, აქ შესრულებულ როლს, არ მოუტანია მსახიობისთვის პოპულარობა. გადაღებების დასრულების შემდეგ, მას ბევრი მიწვევა ჰქონდა სარეკლამო რგოლებში და მათ შორის ზოგთათვის საყვარელ ყავა «Nescafe» - ს სარეკლამო რგოლშიც. ამიტომ, ბიჭი სწრაფად შენიშნეს იმ ადამიანებმა, რომლებიც კინობიზნესით არიან დაკავებულები. 

დიახ და სახელდობრ, 2010 წელს, მომდევნო სერიალში "დაკარგული წლები" -  რეჟისორმა ზეინეპ გუნაიმ მიიწვია ის, ერთ-ერთ არც თუ ისე მთავარ როლზე და სწორედ, აქ შესრულებული - მეთე აქარსუს როლით გახდა იგი სახალხოდ ცნობილი და აღიარებული. ამას გარდა, მან პრესტიჟულ თურქულ პრემიასაც გამოჰკრა ხელი, რამაც მის წინაშე კინოხელოვნების ჰორიზონტიც  და ახალი შესაძლებლობებიც გამოაჩინა.

არას ძაანაც მოეწონა აზერბაიჯანი და იქ მუშაობა. ამიტომაც ამ დროს, როგორც ყველაზე ჯადოსნურს მის ცხოვრებაში, ისე იხსენებს. 

ერთი წლის შემდეგ კი, ნიჭიერი ახალგაზრდა, გახმაურებულ ისტორიული ჟანრის სერიალის "დიდებული საუკუნის" მეოთხე სეზონში მიიწვიეს. სერიალის შექმნელებისთვის ეს მეტად რთული საქმე აღმოჩნდა, რადგან გასულ სეზონებში, შეჰზადე ბაიაზიდი, პატარა ბიჭის სახით იყო წარმოდგენილი. მათ უნდა მოეძებნათ მსახიობი, რომელიც ზრდასრულობაშიც ამ ბიჭს ჰგავდა და ასევე, მისი მშობლების მსგავსი ნაკვთებიც ექნებოდა. ამას გარდა, მსახიობი კარგად უნდა გამოჩენილიყო კადრში, უნდა ყოფილიყო შრომისმოყვარე და შეუპოვარი, რათა თავიდან აერიდებინა სტრესული მდგომარეობანი, რისი ტყვეც, ამ პროექტის გადაღებისას, ბევრი მსახიობი აღმოჩნდა.

2016 წელს, მსახიობი ცნობილმა თურქმა რეჟისორმა, ულუჩ ბაიაქთარმა მიიწვია (როგორც TV - იმედი აპიარებს - "ამნაირად და იმნაირად გადასარევ") სერიალში - "Icerde" / "შიგნით". TV - იმედის ენაზე  - "ძმა", სადაც არასი, მერთის როლს ანსახიერებს, მისთვის დამახასიათებელი დამაჯერებლობითა და ხასიათთა გარდასახვის დიდოსტატობით.

პ ი რ ა დ ი: ბოლო დროინდელი ცნობებით, მსახიობი არ არის გატაცებული სერიოზული რომანტიკით. ისე - შიგა და შიგ კი გამოკრავს ხოლმე ხელს, გემრიელ ლუკმას. ბუნებრივია, არა თურქულს, რადგან მათი ქალები, ჩვენებისა არ იყოს , ამ საკითხში ძაანაც სპეტაკები არიან...

ახლა სერიოზულად. არასი ჯერ დაქორწინებაზე არ ფიქრობს, რადგან ჰგონია, რომ კარიერაში ეს ფაქტორი ხელის შემშლელი აღმოჩნდება. თან მას გეგმები აქვს. პროდიუსერები ევროპული კინოსკენ ექაჩებიან. არასს ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ საით გადაიხაროს. წარმატებები ვუსურვოთ მსახიობს შემოქმედებით მუშაობასა და პირად ცხოვრებაში.

ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ე ბ ი: 

2013 - Tamam miyiz?

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:

2008 - Arka Sokaklar  

2010 - 2012 - Öyle Bir Geçer Zaman ki  

2013 - Tamam miyiz?

2013 - 2014 - Muhtesem Yüzyil 

2015 - 2016 - En güzel Hikayem

2016 - Içerde       

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.