დამატება

აზრა აქინი / Azra Akin ბიოგრაფია

13.09.2016 - 18:47
ბიოგაფია: აზრა აქინი / Azra Akin ბიოგრაფია

დაბადების სახელი: აზრა აქინი
დაბადების თარიღი: 1981 წლის 8 დეკემბერი
დაბადების ადგილი: ალმელო, ნიდერლანდები
პროფესია: მსახიობი, მოდელი
კარიერა: 2004 წლიდან - დღემდე
ზოდიაქო: მშვილდოსნი
სიმაღლე: 177 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: აზრა 1981 წლის 8 დეკემბერს ალმელოში, საკმაოდ დიდ ქალაქში, ნიდერლანდების აღმოსავლეთით დაიბადა. გოგონას მშობლები ნაზიმი და აიდა 1971 წელს თურქეთიდან აღნიშნულ ქალაქში გადასახლდნენ. აზრას ჰყავს უმცროსი და. 1998 წელს 17 წლის გოგონა სამოდელო სააგენტოს "Elite Model" -ის თურქული განყოფილების ყურადღების ქვეშ მოექცა და  "Europe Elite Model"-ის ეგიდით საფრანგეთში ქ. ნიცაში გამართულ სილამაზის კონკურსში, მიიღო მონაწილეობა, სადაც მე-15 ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ, მან გერმანიაში მოდელად დაიწყო მუშაობა და ხშირად იღებდა "Otto" -ს კატალოგისთვის გადაღებებში მონაწილეობას.

2002 წელს მან მოიპოვა ტიტული "მისს თურქეთი", შემდეგ კი - თავისი ქვეყანა საერთაშორისო სილმაზის კონკურსზე "მისს მსოფლიო" წარმოაჩინა, რომელიც ლონდონის ალექსანდრა-პალასში გაიმართა. გახდა რა ამ კონკურსის გამარჯვებული, აზრამ დედოფლის გვირგვინი და ფულადი პრიზი 156 ათასი დოლარი მიიღო. ამის შემდეგ მან, როგორც "მისმსოფლიომ" იმოგზაურა: დიდ ბრიტანეთში, თურქეთში, აშშ-ში, ახალ ზელანდიაში, ირლანდიაში, იამაიკაში, ავსტრალიაში, ჩინეთსა და სხვა მრავალ ქვეყანაში. 2003 წელს მონაწილეობა მიიღო ბრიტანეთის რეალითი-შოუში "The Games" და ოქროს მედალი მოიპოვა.

2004 წელს აზრა "ევროვიზიის" საერთაშორისი სიმღერის კონკურსის გახსნაზე მიიწვიეს და ყოველი ახალი სიმღერის წინ მის უჩვენებდნენ. 2010 წელს ის "ცეკვავენ ვარსკვლავების" თურქულ პროექტში  მიიწვიეს, სადაც გაიმარჯვა და პირველი ადგილი აიღო.

აზრა ფლობს ჰოლანდიურ, თურქულ და ინგლისურ ენებს. ძირითადად, მისი გადაღება თურქულ ფილმებსა და სერიალებში 2004 წლიდან იწყება. 2002 წლიდან ის ხვდებოდა ცნობილ თურქ მსახიობსა და მოდელს ქივანჩ თათლითუგს. წყვილმა სამჯერ გაწყვიტა ურთიერთობა... 

ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ო გ რ ა ფ ი ა: 
2012 წელს - M.U.C.K. - ელიფის როლი 
2012 წელს - Yalan Dünyа - მოტყუებული დიუნია 
2011 წელს - Geniş Aile - ფართე ოჯახი - ნეშეს როლი 
2009 წელს - Ayrılık - განშორება - ფირენგიზ ბაბაიევის როლი 
2009 წელს - Ah Kalbim - ოჰ, ჩემს გულში - ქენდილის როლი 
2008 წელს - Sen Harikasın - თქვენ დიდებული ხართ 
2008 წელს - Rüzgar - ქარი - ლეილას როლი 
2007 წელს - Oyun Bitti - თამაში დასრულდა - დილანის როლი 
2006 წელს - İlk Aşk - პირველი სიყვარული 
2004 წელს - Anlat İstanbul - მითხარი სტამბულო 

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.