დამატება

ბენსუ სორალი / Bensu Soral / Bensu Sorali (მსახიობის ბიოგრაფოა)

25.07.2017 - 11:20
ბიოგაფია: ბენსუ სორალი / Bensu Soral / Bensu Sorali (მსახიობის ბიოგრაფოა)

დაბადების სახელი:  ბენსუ სორალი / Bensu Soral    
დაბადების თარიღი: 23 მარტი, 1991 წელი
დაბადების ადგილი: ბურსა, თურქეთი
პროფესია: მსახიობი, მოდელი
კარიერა: 2012 წლიდან
ზოდიაქო: ვერძი
სიმაღლე: 176 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა:  ახალგაზრდა ნიჭიერი და დამწყები მსახიობი, მოდელი, ბენსუ სორალი 1991 წელს დაიბადა, ქალაქ ბურსაში. ის ცნობილი თურქი მსახიობის, ჰანდე სორალის დაა. გოგონამ საშუალო განათლება ბურსაში მიიღო მან  İnegöl Turgutalp Anadolu - ს  ლიცეუმი დაამთავრა, რის შემდეგაც სწავლა სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტში განაგრძო გრაფიკის სპეციალობაზე.

ბენსუ სანამ სამსახიობო მოღვაწეობას დაიწყებდა, სამოდელო ბიზნესში მუშაობდა. შემდეგ კი - სამოდელო ბიზნესს ჩამოშორდა და თავისი დის, ჰანდეს მხარდაჭერით, ტელევიზიაში დაიწყო გადაღებები. ის, ასევე, ენერგიულად იყო ჩართული მუსიკალური კლიპების გადაღებებში. განსაკუთრებით კი - მუსიკოს მურათ დალქილიჩის მიმართ გამოხატავდა დიდ ინტერესს, რადგან ის ძალიან მოსწონდა.

გოგონა სატელევიზიო ეკრანზე, პირველად 2012 წელს გამოჩნდა სერიალში "Yol Ayrımı". მოგვიანებით, 2014 წელს, მონაწილეობა მიიღო მოზარდთა კომედიურ სერიალში "Boynu Bükükler" - სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობდა.

მას მეტნაკლები აღიარება მოუტანა, ამერიკული სერიალის  -"პატარა საყვარელი მატყუარები"- თურქულ რემეიკში ასლი მეთინერის როლის შესრულებამ. 

2016 წელს კი - მსახიობი გახმაურებულ პროექტში "ძმა" მიიწვიეს ერთ-ერთ მთავარ, ადვოკატ მელექის როლზე, რომლის შესრულებასაც ბრწყინვალედ გაართვა თავი.

პ ი რ ა დ ი:
რაც შეეხება მსახიობის პირადს, ესოდენ საინტერესოს ჭორიკანთათვის: მოგახსენებთ, რომ ოფიციალურ ქორწინებაში, ამჟამად, არ გახლავთ და ჯერჯერობით, არც ფიქრობს ამაზე. მაგრამ ძუხლუხი მჟიმავი, თავად რომ საყვარელ ბიჭს ეძახის,  ჰაკან ბაშის სახით, მამალივით  დასტრიალებს თავს. თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს, ახუნტრუცების ჟამს - გოგონა მასთან ატარებს ... 

მსახიობის ფანებს, შეუძლიათ მას დაეკონტაქტონ სოციალურ ქსელებში, სადაც თავისუფალ დროს, კარგად ერთობა...

ვაჟა ჩომახიძე.

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:

2012 - Yol Ayrımı  -  (აიშე)
2013 - Vicdan  -  (მუგე)
2014 - Boynu Bükükler  -  (მირაი)
2015 - atlı Küçük Yalancılar  -  ( ასლი)
2016-2017 - İçerde  -  (მელექი)

კომენტარი (2)
avatar
0
Bensuuu
0
Ra sakvareli gogoa
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.