დამატება

ბერენ საათი / Beren Saat

09.09.2016 - 15:20
ბიოგაფია: ბერენ საათი / Beren Saat

დაბადების სახელი: ბერენ საათი
დაბადების თარიღი: 1984 წლის 24 თებერვალს, ანკარაში
დაბადების ადგილი: თურქეთი, ანკარა
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 2004 წლიდან
ზოდიაქო: თევზები
სიმაღლე : 167 სმ.
ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: დაიბადა 1984 წლის 26 თებერვალს ანკარაში, სპორტსმენთა ოჯახში. ის სწავლობდა ანკარის უმაღლეს კოლეჯში, როლის დამთავრების შემდეგ შევიდა სასწავლებლად ანკარის უნივერსიტეტში, მენეჯმენტის სპეციალობაზე. ფლობს ესპანურ და ინგლისურ ენებს. გატაცებულია ვოკალით. სტუდენტობისას ბერენი მონაწილეობას ღებულობდა დამწყებ მსახიობთა შეჯიბრებში. ერთ-ერთ ასეთ კონკურსში გმარჯვების შემდეგ, მას მისცეს თურქეთის ტელევიზიაში სადებიუტო როლი. ამის შემდეგ, მას სხვადასხვა ტელესერიალებში აძლევენ მთავარ როლებს. ნამდვილ წარმატებას ბერენმა მიაღწია ბიჰთერის როლის შესრულებისას მაღალრეიტინგულ სერიალში "აკრძალული სიყვარული". ამ როლის შესრულებისთვის ბერენმა 2009-2010 წლებში თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო "ოქროს პეპელა"მიიღო. ამის შემდე,გ მან მთავარი როლი შეასრულა ცნობილ სერიალში "უდანაშაულო". იგი გადაღებულია ასევე "ტოფიტას","რექსონას","პათოს"-ის რეკლამებში. ახლახან, ცნობილი გახდა, რომ ბერენი ითამაშებს მთავარ როლს ამერიკული სერიალის თურქულ ვერსიაში. 
2015 წელს გადაიღეს სერიალში "დიდებული სუკუნე: ქოსემის რისხვა", სადაც ქოსემ სულთანის როლს ასრულებს.

პირადი:
ბერენმა აღიარა, რომ მის ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ნამდვილი სიყვარული განიცადა ეფესთან, რომელსაც 3 წელიწადი ხვდებოდა. ეფე ავარიაში მოჰყვა და გარდაიცვალა. ამის შემდეგ, ბერენი დაქორწინდა ბიულენთ ინალომზე, რომელთანაც გაყრის შემდეგ, ბერენს 2 წელი ჰქონდა რომანი რეჟისორ ლევენთ სემერჯისთან, მაგრამ წყვილები ერთმანეთს დასცილდნენ სერიალ "უდანაშაულოს" გადაღებისას. ხმები დაირხა, რომ ბერენმა რომანი გააბა სერიალის მთავარ გმირთან, ემგინ აქიურექთან. ამჟამად, იგი ემზადება ცნობილ თურქ მომღერალ ქონანდოღლუზე ქორწინებისთვის. 

ვაჟა ჩომახიძე.

ითამაშა სერიალებში: 
"შურისძიება", "უდანაშაულო", "აკრძალული სიყვარული", "შემოდგომის ტკივილი", "სიყვარული და ზიზღი", "დაიხსომე საყვარელო" და სხვა.

ჯოლდოები: 2009 "ოქროს პეპელა", 2010 "ოქროს პეპელა". 

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.