ბიოგრაფია

ბირჯე აქალაი / Birce Akalay / birje aqalai

18.09.2018 თურქი მსახიობები 303 0 0.0

Загрузка...

დაბადების სახელი:    ბირჯე აქალაი / Birce Akalay      

დაბადების თარიღი:  19 ივნისი, 1984 წელი

დაბადების ადგილი:  სტამბული, თურქეთი

პროფესია:  მსახიობი, მოდელი

კარიერა:  2007 წლიდან

ზოდიაქო:  თევზები

სიმაღლე:  178 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა:  ბირჯე ქალაქ სტამბულში იასემინ და სერჯან აქალაიების ოჯახში დაიბადა. ის მხოლოდშობილი ასული გახლდათ ოჯახის. გოგონას ცეკვისადმი მიდრეკილება აღმოაჩნდა და ჯერ კიდევ სამი წლის ასაკში, ქორეოგრაფიულ სტუდიაში შეიყვანეს საბალეტო ცეკვების განხრით. როცა კრიტიკულ ასაკს მიაღწია, ბირჯემ ბალეტს მსახიობობა არჩია. გოგონამ მიზნად დაისახა, რაც არ უნდა დაჯდომოდა, დრამის მსახიობი გამხდარიყო. ამ მიზნით, მან 2004 წელს სტამბულის თეატრალურ უნივერსიტეტში შეიტანა საბუთები და დრამატული ხელოვნებისა და თეატრალური კრიტიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.

იმავე წელს გოგონა „მის თურქეთის“ კონკურსში ღებულობდა მონაჭილეობას და ფინალურ ეტაპზე გავიდა. ბირჯე ფინალში მესამე ადგილზე გავიდა, რამაც მას შესაძლებლობა მისცა „მის ევროპის“ კონკურსში მიეღო მონაწილეობა. მსახიობი აქაც ფინალურ ეტაპზე გავიდა.

თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, რომელიც მან (2004-2007 ) წარმატებით დაამთავრა, გოგონა ტელევიზიაში მუშაობდა და სპორტული გადაცემები მიჰყავდა.

მსახიობის რანგში მისი დებიუტი 2006 წელს შედგა სერიალში „ბედი / Kader“, სადაც მსახიობმა ლამიას როლი შეასრულა. ბირჯეს არამარტო საქვეყნო, არამედ მსოფლიო  აღიარება (2013-2016 წწ-ში)  სერიალში „ზეციური სიყვარული / yer gok ask“ - ჰავა ქარაგულის როლის ბრწყინვალედ შესრულებამ  მოუტანა.

ბირჩემ ასეთივე წარმატებით შეასრულა მთავარი და მეორე ხარისხოვანი როლები სხვადასხვა თურქულ სატელევიზიო პროექტებში, რომელთაგან განსაკუთრებით გამოირჩევა სერიალები: „პატარა აღა / Küçük Aga“, „გათხოვილები და განრისხებულები /  Evli ve Öfkeli“, „ასი“, „ხანდახან ცხოვრება მშვენიერია“, „შეშლილი მეტყევე და სხვა“.

2017 წელს მსახიობი სერიალში „შავთეთრი“ მიიწვიეს ასლის მთავარ როლზე. მან ბრწყინვალედ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა და კიდევ უფრო გაიმყარა პოზიციები თაყვანისმცემლებს შორის.

პ ი რ ა დ ი:  2011 წლის 17 მაისს ბირჯე ცოლად გაჰყვა მსახიობ მურათ იუნალმიშს, რომელიც მისი პარტნიორი იყო სერიალში „ზეციური სიყვარული“. 2012 წლის  ნოემბერში წყვილი ერთმანეთს დაშორდა. 2014 წლის 1 აგვისტოს, ბირჯე მეორედ გათხოვდა. ამჯერად, მან სარეცელი მსახიობ სარპ ლევენდოღლუსთან გაიზიარა. თუმცა, არც ეს ქორწინება ყოფილა ხანგრძლივი, რადგან 2017 წლის იანვარში წყვილი გაურკვეველი მიზეზებით განქორწინდა. ბირჯეს სქესობრივი განაყოფიერება, ვერც ერთმა კანონიერმა ქმრადყოფილმა ვერ შეძლო. ამიტომაც დარჩა ის უშვილოდ.

ვაჟა ჩომახიძე.

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:

2017 – Black and White Love ... Aslı

 2016 – Hayat Bazen Tatlidir ... Hayat Sariyaz

2016 - Deliormanli ... Hülya

2014 - Küçük Aga ... Sinem

2013 - Re-Era

2010 – 2013 - Yer Gök Ask ... Havva

2009 - Nefes: Vatan Sagolsun ... The wife of Cpt. Mete

2009 - Sizi seviyorum ... Eda 1

2008 - Son ders ... Sevim

2007 – 2009 - Asi ... Zeynep

2007- Kader ... Lamia

ბირჯე აქალაი, birje aqalai, Birce Akalay
სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...