დამატება

ბურჯუ ოზბერქი / Burcu Ozberk

27.08.2016 - 09:58
ბიოგაფია: ბურჯუ ოზბერქი / Burcu Ozberk

დაბადების სახელი: ბურჯუ ოზბერქი
დაბადების თარიღი: 13 აგვისტო 1976 წ.
დაბადების ადგილი: სტამბული, თურქეთი
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 2005 დან 
ზოდიაქო: მშვილდოსანი
სიმაღლე: 170 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: ბურჯუ ოზბერქი დაიბადა 1976 წლის 13 აგვისტოს სტამბულში, თურქეთში. პირველი როლი მან 1989 წელს ითამაშა, სერიალში «Bizimkiler», «ჩვენები». სკოლის დამთავრების შემდეგ, გოგონა სწრაფად გაერკვა პროფესიის არჩევანში და სასწავლებლად შევიდა სტამბულის უნივერსიტეტის თეატრალურ განყოფილებაზე. სწავლის პროცესში მან მაყურებელს წარმოუდგინა თავისი პირველი დრამა. უნივერსიტეტშივე დაამთავრა მეორე, ბიზნესის ფაკულტეტი. სამსახიობო ხელოვნების შესწავლის სურვილმა ის მიიყვანა სტამბულის ხელოვნების ცენტრში (მუჯათის თეატრში). 
როგორც ბევრ მსახიობს, პოპულარობა მას, თურქულმა სერიალებმა მოუტანა. დაუჯერებელი წარმატება მოუპოვა მას, ნაზილის როლის შესრულებამ სერიალში "Kırık Kanatlar" “დამსხვრეული ფრთები“. მსახიობს კარიერის თვალსაზრისით, გაუმართლა და ის მიიწვიეს „დიდებულ საუკუნეში“ იბრაჰიმ ფაშას ქალიშვილის როლში, მეოთხე სეზონში. ამ სერიალის გადაღებებისას, ის მუშაობდა არას ბულუთ ინემელთან ერთად, რომელიც სერიალში შეჰზადე ბაიაზიდის როლს ასრულებს. ჟურნალისტები გულმოდგინედ ადევნებენ თვალს წყვილის ურთიერთობას, აინტერესებთ როგორ ხასიათს მიიღებს მათი კადრს მიღმა შეხვედრები. 

ვაჟა ჩომახიძე.

600

ითამაშა სერიალებში და შეასრულა როლები:
 2013 წ - „დიდებული საუკუნე“ - ითამაშა ჰურიჯიხანის როლი; 
2008 წ - „დამსხვრეული ფრთები“ - ნაზილის როლი; 
2005-2006 წწ - „ჩვენები“- ეპიზიდური როლი. 

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.