დამატება

ჩაგათაი ულუსოი / Cagatay Ulusoy

02.08.2016 - 08:45
ბიოგაფია: ჩაგათაი ულუსოი / Cagatay Ulusoy

დაბადების სახელი: ჩაგათაი ულუსოი
დაბადების თარიღი: 1990 წლის 23 სექტემბერი
დაბადების ადგილი: სტამბილი, თურქეთი
პროფესია: მსახიობი, მოდელი
კარიერა: 2009 წლიდან
ზოდიაქო: ქალწული
სიმაღლე: 190 სმ

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: ჩაგათაი თურქ მსახიობთა იმ ახალგაზრდობის ნაწილს ეკუთვნის, რომელ-ზეც თურქულ კინო- სამყაროში დიდ იმედებს ამყარებენ. ის 1990 წლის 23 სექტემბერს დაიბადა სტამბულში. ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულთა უმრავლესობის მსგავსად, მსახიობიც გამოირჩევა: საფუძვლიანობით, შრომის მოყვარეობით, არჩეული პროფესიისადმი უანგარო თავდადებითა და დიდი მოკრძალებით.
ჩაგათაის მამა - ბულგარული წარმოშობის თურქია, რომელიც ბულგარეთიდან თურქეთში წავიდა ემიგრაციაში. დედა კი - ბოსნიური წარმომავლობისაა. მსახიობს ჰყავს უმცროსი ძმა, რომელსაც ათალაი ჰქვია. ჩაგათაი არამატო მსახიობი, არამედ მოდელიცაა, რაშიც მას განსაკუთრებულად უწყობს ხელს საკუთარი სიმაღლე (190 სმ). 

მსახიობმა თავისი კარიერა 19 წლის ასაკში დაიწყო მოდელობით. 2010 წელს მან მოიგო კონკურსი „თურქეთის საუკეთესო მოდელი“. იმავე წელს გამოცდები ჩააბარა სტამბულის უნი-ვერსიტეტში, ლანდშაფტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. პარალელურად მან სამსახიობო დაოსტატებაში დაიწყო მომზადება და „35 Buçuk 'aldıoyunculuk“-ის აკადემიის მხატვრული სასწავლებელის კურსებზეც მოეწყო. კურსის მასწავლებლები აღნიშნავდნენ მის ნიჭიერებასა და შრომის მოყვარეობაზე. ამასთან, მას შოუ-ბიზნესში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და ისინი მართლაც არ შემცდარან.

ჩაგათაის პირველი დებიუტი კინოში, 2009 წელს შედგა რეჟისორ ანადოლ ქართა-ლანის მხატვრულ ფილმში „Anadolu Kar-talları“, სადაც მან აჰმეთ ონურის როლი შეასრულა. იმავე წელს დაიწყეს მისი სინჯების გადაღება სერიალში „Adini feriha koydum“. სადაც მას ემირ საფაროღლუს როლი უნდა შეესრულებინა. აღნიშნული სერიალის 1-2 სეზონის გადაღებები 2011 წელს დასრულდა და მან დიდ აღიარებას მიაღწია: თვით თურქეთში, ბულგარეთში, პაკისტანში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში. 1 და მე-2 სეზონების წარმატე-ბების შემდეგ, მსახიობი 2012 წელს, შეუცვალეს რა სათაური სერიალს და უწოდეს „Emir'in Yolu“, მე-3 სეზონში მიიწვიეს გადაღებებზე მთავარ როლებში. იმავე წელს, მსახიობი გადაიღეს მოკლემეტრაჟიან ფილმშიც. 2013 წელს მან სერიალში "გზაჯვარედინი" „Medcezir“-   ერთ-ერთი მთავარი გმირის, იამან ქოპერის როლი წარმატებით შეასრულა.

პ ი რ ა დ ი: ბოლო დროს, მიმზიდველი გარეგნობისა და განსაკუთრებული ტალანტის მქონე მსახიობის მიმართ, რეჟისორებმა განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეს და მას სხვადსხვა ფილმებსა და სერიალებში თავაზობენ კონტრაქტს. მის შესახებ ჭორებს ხშირად შეხვდებით თურქულ ყვითელ პრესაში. მაგრამ, ეს მის პოპულარობას ზიანს ვერ აყენებს. იგი მრავალი ქალბატონის გულთამპყრობელი გახდა. თუმცა, მათ მიმართ, ჩაგათაი მაინცდამაინც დიდი ყურადღებით არ გამოირჩევა.
ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ე ბ ი:
2009 - Anadolu Kartalları

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:
2011–2012 - Adını Feriha Koydum
2012 - Eve Düşen Yıldırım
2012 - Emir'in Yolu
2013 - Medcezir

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.