დაბადების სახელი: დამლა სონმეზი / Damla Sönmez
დაბადების თარიღი: 3 მაისი, 1987 წელი
დაბადების ადგილი: სტამბული, თურქეთი
პროფესია: თეატრისა და კინოს მსახიობი
კარიერა: 2004 წლიდან
ზოდიაქო: კურო
სიმაღლე: 162 სმ.
ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: დამლა 1987 წელს დაიბადა სტამბულში. აქვე დაამთავრა წმინდა იოსიფის სახელობის საშუალო სკოლა. შემდეგ საფრანგეთში წავიდა და სწავლა სორბონის უნივერსიტეტის კოლეჯში გააგრძელა, თეატრალურ ფაკულტეტზე.
ამის შემდეგ, მსახიობი მიმარ სინანის უნივერსიტეტის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ორი წელი სწავლობდა ფორტეპიანოზე, შემდეგ კი - ერთი წელი ვიოლინოზე დაკვრას. დამლამ კვლავ მოისურვა ცოდნის გამდიდრება და სტამბულში ედიტეპეს უნივერსიტეტში ჩაირიცხა სამსახიობო ფაკულტეტზე.
სკოლაში სწავლის პერიოდში, გოგონა თეატრში თამაშობდა და სხვადასხვა სარეკლამო რგოლების გადაღებებში მონაწილეობდა.
2004 წელს მან პირველი როლი მიიღო მხატვრულ ფილმში "შუშის ფეხსაცმელები", რაც მისი სამსახიობო კარიერის დასაწყისი აღმოჩნდა.
ტელევიზიაში დამლა კარგა ხანი დაკავებული იყო მეორე ხარისხოვანი როლებით. 2014 წელს მან მიწვევა მიიღო გახმაურებულ პროექტში „ვარდების ომი“ / Güllerin Savaşı. მსახიობმა აღნიშნულ სერიალში ბრწყინვალედ შეასრულა გურლუს ერთ-ერთი მთავარი როლი, რამაც საყოველთაო აღიარება მოუტანა მას.
მსახიობი მრავალ ფილმსა და სატელევიზიო სერიალშია გადაღებული. მიღებული აქვს ჯილდოები: (Bornova Bornova) / 46.Antalya 2009, (Bornova Bornova) / 15.Sadri Alışık Ödülleri 2010.
პ ი რ ა დ ი: 2014 წლიდან დამლამ სასიყვარულო რომანი გააბა მსახიობ უსჰან ჩაქირთან...
ვაჟა ჩომახიძე
ფ ი ლ მ ე ბ ი:
2009 - Kampüste Çıplak Ayaklar
2009 - Bornova Bornova Özlem
2010 - Çakal
2010 - Mahpeyker: Kösem Sultan
2012 - Kurtuluş Son Durak
2012 - Uzun Hikâye
2013 - Sen Aydınlatırsın Geceyi
2014 - Deniz Seviyesi
2017 - Taksim Hold'em
2017 - Ayla
2018 - Sibel
2018 - I Am You
ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:
2004 - Camdan Pabuçlar
2004 - Omuz Omuza
2005 - Kapıları Açmak
2006 - Şarkılar Susmasın
2006 - Sahte Prenses
2006 - 2007 - Fırtınalı Aşk
2008 - Emret Komutanım
2008 - 2009 - Gece Gündüz
2010 - 2011 - Türkan
2012 - Şubat
2013 - 2014 - Bir Aşk Hikâyesi (A Love Story)
2014 - 2016 - Güllerin Savaşı Gülru
2017 - Aşk ve Gurur
2018 - Masum Degiliz
სულ კომენტარი: 0 | |
|
|
სხვა ქვეყნების მსახიობები [67] |
ჰოლივუდის მსახიობები [46] |
ბოლივუდის მსახიობები [26] |
თურქი მსახიობები [79] |
რუსი მსახიობები [22] |
აზიელი მსახიობები [1] |
რეჟისორები [0] |
მწერლები [2] |
ტოპ მოდელები [13] |
ტელეწამყვანები [0] |
მეცნიერები [4] |
ოლიგარქები [1] |
მუსიკოსები [3] |