ბიოგრაფია

დენიზ ბაისალი / Deniz Baysal / Deniz Baisali (ბიოგრაფია) თურქი მსახიობი

10.05.2018 თურქი მსახიობები 1632 0 0.0

Загрузка...

დაბადების სახელი:  დენიზ ბაისალი / Deniz Baysal

დაბადების თარიღი:  5 აპრილი, 1991 წელი

დაბადების ადგილი:  ქარშიაქი, იზმირი, თურქეთი

პროფესია:  მსახიობი, ფოტო მოდელი

კარიერა:  2011 წლიდან

ზოდიაქო:  ვერძი

სიმაღლე:  178 სმ.

ა:  მიუხედავად იმისა, რომ დენიზი თავისი მშობლების ერთადერთი ქალიშვილია, მას კიდევ ორი არაღვიძლი უფროსი და ჰყავს. მსახიობის მშობლები ერთმანეთს მაშინ გაეყარნენ, როცა გოგონა ექვსი წლის იყო. ამის შემდეგ, დენიზი ძირითადად დედასთან ცხოვრობდა. მამასთან კი - საზაფხულო არდადეგებს ატარებდა. მამამისი ქალების მუსუსი კაცი გახლდათ და დენიზის დედის შემდეგ, კიდევ სამი ქალი მოინელა...

10 წლის ასაკიდან, გოგონა აქტიურად მონაწილეობდა İzmir Karşıyaka Belediye Tiyatrosu - ის სასკოლო თეატრის დადგმებში. თეატრის ხელმძღვანლის მხარდაჭერით, მალე მან სამსახიობო ხელოვნების დაუფლება გადაწყვიტა და ამ მიმართულებით, კარიერის აწყობას შეუდგა. გოგონა საშუალო სკოლაში სწავლისას, ერთი პერიოდი - კალათბურთმა გაიტაცა. ერთ-ერთი მატჩისას კი - ცხვირი მოიტეხა, რის შემდეგაც რინოპლასტიკა გაიკეთა. მართალია, მას ტუჩები ბუნებრივი შერჩა, თუმცა - ამ უკანასკნელის ბუნებრივობაში დაეჭვებული თაყვანისმცემლები - ბევრ კითხვას უსვამენ მსახიობს...

საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ,  დენიზი ჯელალ ბაიარის უნივერსიტეტში შევიდა სწავლის გასაგრძელებლად და პროფესიად შიდა ვაჭრობა აირჩია.

მსახიობი ტელე ეკრანზე პირველად, 2011 წელს, სერიალში  "Bitmeyen Şarkı",  გამოჩნდა ეპიზოდური როლით. აქ, ის ცნობილ თურქ ვარსკვლავებთან: ბერგუზარ ქორელთან და ბულენთ ინალთან ერთად თამაშობდა. იმავე წელსვე დაიწყეს მისი გადაღებები ერთ-ერთ მთავარ როლზე სერიალში - "Derin Sular". ამის შემდეგ, სამ სერიალში გადაიღეს.

ნამდვილი პოპულარობა მსახიობს 2014 წელს სერიალში - "Kaçak Gelinler" ერთ-ერთი გაქცეული პატარძლის მთავარი, ქაინათის როლის შესრულებამ მოუპოვა.

2015 წელს გოგონას ინტერნეტ სერიალში - "როცა სული სხეულს ტოვებს" გადაიღებენ, ხოლო, მისი მონაწილეობით, ამავე წელს გამოსულმა სერიალმა - "კეთილი ტყუილი" -რეიტინგებში სრული ფიასკო განიცადა და ექვსი სერიის შემდეგ დაიხურა.

2016 წელს დენიზი სერიალში -  "სიყვარული ჩიტის ფრთებზე" - გამოჩნდა, მაგრამ მე-15 სერიის შემდეგ, პროექტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, რადგან მთავარი როლი შესთავაზეს სერიალში - "რუზგარის გული".

დადგა 2017 წელი, რომელიც დენიზ ბაისალისთვის, მსოფლიო აღიარების ხანა შეიქნა, სერიალით "ქალბატონის ქალიშვილები", სადაც ვიზუალური მშვენების პიკში მყოფი მსახიობი, ჩინებულად ასრულებს ქალბატონი ფაზილეთის უფროსი ქალიშვილის, ჰაზან ჩამქირანის მთავარ როლს.

მსახიობის რაიმე ახალი პროექტში მონაწილეობის შესახებ, ამჟამად არაფერი ისმის. .. სხვა რა დაგვრჩენია, წინსვლა ვუსურვოთ მას სამსახიობო ხელოვნებასა და პირად ცხოვრებაში...

პ ი რ ა დ ი:  დენიზს ძალიან უყვარს მზარეულობა, წიგნების კითხვა, ტელევიზორის ყურება და საათობით მარტო ხეტიალი...

მისი საყვარელი მსახიობი  - ენეს არიქანია. მოიხმარს Victoira’s Secret Moonlight Dream - ის სუნამოს. სტამბოლში, ბოგაზიჩი კამპუსის რაიონში კი - თავის სიძესთან ერთად,  კაფე აქვს გახსნილი...

2014 წელს, სერიალ "Kaçak Gelinler" -ის გადაღებებისას, მსახიობ ფარუქ ანდიჩემს გაიცნობს და მასთან თავდავიწყების მორევში გადაეშვება. ორი წელი ალერსით გული რომ იჯერა, ბიჭს დაშორდა...(ისე კი - ხმები დაირხა, რომ მათი განშორების მიზეზი ფარუქი ყოფილაო, რომელმაც თავის მოზღვავებული სექსენერგია სხვა მდედრებსაც გადაუნაწილაო, რაც კაცთმესაკუთრე დენიზმა მძიმედ განიცადაო)...

2016 წელს, სერიალის "რუზგარის გული" გადღებისას, გოგონამ მსახიობი უგურ ქურული აცდუნა, მასთანაც მცირე ხნით ისიამოვნა და ისე სწრაფადვე დაშორდა, როგორც სწრაფადვე შეაბა მამრი... ჭარტალა და ცნობისმოყვარე ჟურნალისტებს კი - მოკლედ მიუგო: "ჩვენს შორის ბევრ ასპექტებში იყო ძირეული განსხვავებაო"...

2016 წლის მიწურულს, გოგონამ ჯგუფ Kolpa - სოლისტთანბარიშ ურთჯუსთან გააბა რომანი და 2017 წლის თებერვალში იმავე ჯგუფთან ერთად სიმღერა "Tasma" - კლიპის გადაღებებში მიიღო მონაწილეობა.

ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ე ბ ი:

2016 - Sol Şerit

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:

2017 – Fazilet Hanım ve Kızları

2016 – Rüzgarın Kalbi

2016 – Sevda Kuşun Kanadında

2015 - Beyaz Yalan

2015 - Can Bedenden Çıkmayınca

2014 – Kaçak Gelinler

2013  - Ask, Ekmek ve Hayaller

2012 - Kayıp Şehir

2012 - Babalar ve Evlatlar

2011 - Derin Sular

2011- Bitmeyen Şarkı

Baysal, დენიზ, ბაისალი, DENIZ, თურქი მსახიობი, ბიოგრაფია, Baisali
სულ კომენტარი: 0
avatar