დამატება

ექინ ქოჩი / Ekin Koç მსახიობის ბიოგრაფია

17.10.2016 - 23:34
ბიოგაფია: ექინ ქოჩი / Ekin Koç მსახიობის ბიოგრაფია

დაბადების სახელი:  ექინ ქოჩი           
დაბადების თარიღი: 21 ივნისი, 1992 წელი
დაბადების ადგილი:  მანავგათი, ანტალია, თურქეთი 
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 2015 წლიდან
ზოდიაქო: ტყუპები
სიმაღლე: 180 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: 

ექინი, ახალგაზრდა, მაგრამ ძალიან ნიჭიერი მსახიობია. მას დიდ მომავალსა და პერსპექტივას უწინასწარნეტყველებენ თურქი კინოკრიტიკოსები. იგი ქალაქ მანავგათში დაიბადა, რომელიც საკურორტო ქალაქ ალანიის მახლობლად მდებარეობს ანტალიის პროვინციაში. მას ჩინებული ოჯახი ჰყავს. დედა სეფიქი, ბანკის პროფესიონალი თანამშრომელია. მამა ვეჰბი კი - ტურიზმის სფეროში მუშაობს. მისმა ღვიძლმა ძმამ ,ოჯახი მაშინ დატოვა, როცა ექინი 5 წლის იყო. მსახიობმა საკუთარი ძალისხმევითა და მშობლების ყურადღების ქვეშ, ჯერ საშუალო განათლება მიიღო, შედეგ კი - ანტალიის "ათილა ქონუქის" სახელობის ლიცეუმი წარჩინებით დაამთავრა.

ლიცეუმის დასრულების შემდეგ, მან გეზი სტამბულის Bilgi - ის უნივერსიტეტისკენ აიღო, სადაც სოციოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა. აქ კარგად შეისწავლა უცხო ენები. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, მან სამსახიობო დაოსტატების კურსები გაიარა სტამბულის ხელოვნების აკადემიაში. ასევე, სწავლობდა Altan Gördüм - ის და Vahide Perçin - ის  სამსახიობო დახელოვნების ცენტრებში.

მალე ექინმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომ მსახიობობისთვის მიეძღვნა თავი. მისი პირველი დებიუტი და წარმატება 2013 წელს შედგა - სერიალში 
"მე გეტყვით საიდუმლოს / Sana Bir Sır Vereceğim". შემდეგ, ამას მოჰყვა ისტორიულ სერიალში  - "დიდებული საუკუნე: ქოსემის რისხვა", სადაც მსახიობმა ისმანეთის იმპერიის სულთნის, აჰმედ პირველის როლი ითამაშა. ის გადაღებულია ასევე, რამდენიმე მხატვრულ ფილმშიც.

პ ი რ ა დ ი: ექინი ძალიან ენერგიული ყმაწვილია. კარგი მუსიკოსია და ჩინებულად უკრავს გიტარაზე. ძალიან უყვარს სპორტის ისეთი სახეობები, როგორიცაა: ფეხბურთი, ჩოგბურთი, კალათბურთი და თავადაც ჩინებული სპორტსმენია.
2013 წლიდან, ექინს რომანი აქვს გაჩაღებული მსახიობ დილა დანიშმანთან.

ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ე ბ ი: 

2016 - Ali ve Nino    
2015 - Senden Bana Kalan    

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:

2015–2016 - Muhteşem Yüzyıl: Kösem    
2014 - Benim Adım Gültepe    
2013–2014 - Sana Bir Sır Vereceğim    

 

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.