დამატება

ექინ თიურქმენი / Ekin Türkmen

02.09.2016 - 13:12
ბიოგაფია: ექინ თიურქმენი / Ekin Türkmen

დაბადების სახელი: ნევშეჰირ ქოზაქლი
დაბადების თარიღი: 22 აგვისტო, 1984წ.
დაბადების ადგილი: ნევშეჰირი, თურქეთი
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 2002 წლიდან

ბიოგრაფია: ლამაზი თურქი მსახიობი ქალი, ექინ თიურქმენი, დაიბადა 1984 წლის 22 აგვისტოს თურქეთის ქალაქ ნევშეჰირში, ზოგიერთი წყაროს მიხედვით, იზმირში. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი უკვე კარგა ხანია გადაღებებში მონადწილეობს, მის შესახებ მაინც მწირი მონაცემებია, მაგრამ ცნობილი გახდა ის, რომ მას თურქეთის სილამაზის კონკურსზე მიენიჭა ტიტული "საუკეთესო მოდელი". 2002 წელს მან დაამთავრა თურქეთის თეატრალური უნივერსიტეტი. 2009 წელს ექინმა სწავლება გაიარა აშშ-ში, ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტში, სადაც საკმარისად კარგად შეისწავლაო ინგლისური ენაო, ასე ამბობენ მისი თანამემამულენი. 

კარიერა ეკინმა 2002 წლიდან დაიწყო ეპიზოდური როლების შესრულებით, პირველად ითამაშა ტელესერიალში "პური". ნამდვილი პოპულარობა მას 2008 წელს, მოუპოვა სერიალმა "პატარა ქალები", რომელსაც სხვაგვარად "დების ბედს" უწოდებენ. მან ითამაშა აგრეთვე 2008წელს, ამერიკულ ფსიქოლოგიურ დრამაში - "ბოლო გაკვეთილი", ზოგიერთის აზრით, მსახიობმა ამ ფილმში თავისი ყველაზე საუკეთესო როლი შეასრულა. რეკლამირებას უკეთებდა "კოკა-კოლას" კომპანიას. 

პირადი:
ხმები დაირხა, რომ ექინის დედა მკერდის კიბოთია დაავადებულიო და ამით შეშინებული ექინი, ყოველწლიურად იტარებს გამოკვლევებს. ასევე ხმები დადის იმაზეც, რომ თურქ პოპ- მომღერალ მურათ დალქირიჩთან (კურკურებსო), რომანი აქვსო... 

გადაღებულია სერიალებსა და ფილმებში:

2011 წ. - "ანატოლიის არწივი", "Anadolu kartallari", (ფსიგოლოგ იოზლემის როლი) 
2008 - 2010 წწ. - "პატარა ქალები", "Küçük kadinlar", (ელიფის როლი) 
2008 წ. - "ბოლო გაკვეთილი", "Son ders", (დერენის როლი) 
2007-2008 წწ. - "მენეკშე და ჰალილი", "Menekse ile Halil ", (ზეინეპის როლი) 
2006 წ. - "კელოგლანი შავი პრინცის წინააღმდეგ", "Keloglan kara prens'e karsi", (კულკედისის როლი) 
2005-2007 წწ . -"მტკივნეული ცხოვრება", "Acı hayat" (ოზლემის როლი) 

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.