დამატება

ელჩინ სანგუ / Elçin Sangu (ბიოგრაფია)

14.06.2017 - 11:14
ბიოგაფია: ელჩინ სანგუ / Elçin Sangu (ბიოგრაფია)

დაბადების სახელი: ელჩინ სანგუ / Elçin Sangu            
დაბადების თარიღი: 13 აგვისტო, 1985 წელი
დაბადების ადგილი: იზმირი, თურქეთი
პროფესია: მსახიობი, მოდელი
კარიერა: 2010 წლიდან
ზოდიაქო: ლომი
სიმაღლე: 177 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა:  თურქი მსახიობი, ელჩინ სანგუ,  ქალაქ იზმირში დაიბადა, სადაც მისი მშობლები ცხოვრობდნენ. მსახიობს არატიპიური თურქული იერი აქვს: ცეცხლოვანი წითური თმები, ნათელი კანი და საკმაოდ მაღალია. ელჩინი კავკასიური წარმოშობისაა. მისი წინაპრები უძველესი ჩერქეზები იყვნენ და მსახიობიც ჩერქეზად მოიხსენიებს თავს. გოგონას მშობლებმა, პატარაობიდანვე შენიშნეს, რომ ის ხელოვნებით იყო დაინტერესებული.

ელჩინი განსაკუთრებით ოპერა შეუყვარდა და სიხარულით დადიოდა საოპერო კონცერტებზე. ის მთელი სერიოზულობით უსმენდა რთულ პარტიებს და ოცნებობდა, რომ ოპერის მომღერალი გამხდარიყო. 

გოგონა წარმატებით სწავლობდა სკოლაში და კარგი საშუალო განათლება მიიღო. სკოლის დამთავრების შემდეგ, ქალაქ მერსინის თეატრალური კონსერვატორიის სტუდენტი გახდა. დიპლომის მიღების შემდეგ კი - ელჩინი იმაზე ფიქრს მიეცა, თუ სად უნდა ემუშავა.

ბოლოს, სტამბულში გადასვლა არჩია, რადგან დედაქალაქში უფრო დიდი საკარიერო გასაქანი ექნებოდა, ვიდრე მერსინში. მან თანდათან მოიპოვა როლების მიღების უფლება თეატრალურ დადგმებში და ეს ეტაპი მის ცხოვრებაში სამსახიობო ხელოვნებისთვის მოსამზადებელი პერიოდი აღმოჩნდა, რაც ბრწყინვალედ გამოიყენა კიდეც. ელჩინის ყურადღება სერიოზულად მიიმართა კინო-მსახიობობისკენ, ამიტომ მან სამსახიობო განათლების გაფართოება გადაწყვიტა და ედითელეს უნივერსიტეტში განაგრძობს სწავლას.

ის დიდი ინტერესით ეუფლებოდა გამომსახელოვნებით ხელოვნებას. გოგონას არაჩვეულებრივმა სილამაზემ, არამარტო თანაკურსელების ყურადღება მიიპყრო. იგი, თანდათანობით, კინოსტუდიების აგენტებმაც შენიშნეს და სერიოზული როლებიც შეთავაზეს. ასე მოხვდა ის 2010 წელს გადასაღებ მოედანზე, სერიალში "დაკარგული დრო", რომელსიც ჯალეს როლი შეასრულა.

მაყურებელმა ახალბედა მსახიობი სიყვარულით მიიღო, რამაც კიდევ უფრო გაზარდა გოგონას ინტერესი მსახიობობისადმი და საკუთარ თავში დამაჯერებლობა. 2014 წელს ის სერიალში "ქურთ სეითი და შურა" მიიწვიეს ერთ-ერთ მთავარ როლზე, რაც კიდევ ერთი წარმატებული საფეხური აღმოჩნდა მის სამსახიობო კარიერაში.

ამას შემდეგ მოჰყვა სერიალი "უარყოფილი", რომლის პროექტიც გაურკვეველი მიზეზებით, სწრაფადვე დახურეს, მაგრამ აქაც კარგი გამოცდილება მიიღო ელჩინმა. სხვა რომ არაფერი, ცხენზე ჯდომა შეისწავლა ბრწყინვალედ, რის გარეშეც - თურქულ კინოსამყაროს ახალი თაობის ვარსკვლავებს შორის, ადგილს ვერ დაიმკვიდრებ.

ამ ბოლო დროს, ელჩინში ცვლილებები მოხდა და მან სხვა პროფესიების მიმართაც გამოიჩინა ინტერესი. კერძოდ, ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა, რომ შეეძლო ექიმი გამხდარიყო. ასევე, როცა ის დამწყები მსახიობი გახლდათ, მოდის სამყაროთი იყო გატაცებული და მოდელობდა კიდეც. 

პ ი რ ა დ ი:  მსახიობს ძალიან უყვარს ლამაზი სამოსელი და მთელი თავითაა გადაშვებული მოდის სამყაროში. ის ევროპის სხვადასხვა ქალაქებში ხშირად ესწრება მოდის ჩვენებებს.

ელჩინის პირადზე, ძალიან მწირი ინფორმაციაა. ჟურნალისტებმა მხოლოდ ის იციან, რომ ის ამჟამად, თურქ ქალთა გულების მპყრობელ ლამაზ მსახიობთან, იუნუს ოზდიქენთან თანცხოვრობს და როგორც პაპარაცების გადაღებული ფოტოდან ჩანს, მგონი ორსულადაც უნდა იყოს...

ვაჟა ჩომახიძე.

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:

2011 - Öyle Bir Geçer Zaman ki    
2012 - 2013 - Aşk Kaç Beden Giyer
2013 - 2014 - Bir Aşk Hikâyesi    
2014 - Kurt Seyit ve Şura    
2015 - Sevdam Alabora    
2015 - 2017 - Kiralık Aşk    

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.