ბიოგრაფია

ერქან მერიჩი / Erkan Meriç (ბიოგრაფია)

11.10.2017 თურქი მსახიობები 7469 0 4.8

Загрузка...

დაბადების სახელი:     ერქან მერიჩი / Erkan Meriç
დაბადების თარიღი:  25 ივლისი,  1986  წელი
დაბადების ადგილი:  ადანა, თურქეთი
პროფესია:  მოდელი, მსახიობი
კარიერა:  2012 წლიდან
ზოდიაქო:  ლომი
სიმაღლე:  194 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: ერქან მერიჩი ქალაქ ადანაში დაიბადა. სამწუხაროდ, მსახიობის შესახებ თურქულ წყაროებში ძალიან მწირი ცნობები მოიპოვება. ასევე უცნონია, თუ ვინ იყვნენ მისი მსობლები. მაგრამ, ცნობილია ის, რომ მსახიობს უფროსი ძმა ჰყავს...

მოგვიანებით, მისი ოჯახი საცხოვრებლად მეზობელ ქალაქში - მერსინში გადავიდა, რომელიც ცნობილია ბელვარებითა და ევროპული სტილის პარკებით. აქ გაიზარდა იგი და რომ იტყვიან - დავაჟკაცდა კიდეც. აქვე მიიღო სასკოლო განათლება და მერსინის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა ელექტრიკოსოს სპეციალობით. სწავლის პერიოდში, ერქანი სამოყვარულო თეატრში მონაწილეობდა და მის მიმარტ განსაკუთრებულ ინტერესსა და სიყვარულს გამოხატავდა. ასევე, მონაწილეობას ღებულობდა ბოდი-არდის კონკურსებში.

2008 წელა ერქანმა წარმატებით დაამთავრა უნივერსიტეტი, რის შემდეგაც მან უარი თქვა პირადი ცხოვრების მოწყობაზე და მთელი ყურადღება და ენერგია კარიერის აწყობისკენ მიმართა. 

ერთ-ერთ ინტერვიუში ერქანმა აღიარა, რომ დედამისს ძალიან უყვარს თავისი ვაჟები და ის მათ ცხოვრებაში, დღემდე ყველანაირად ეხმარება. მსახიობი გამოტყდა, რომ თუკი რამეს მიაღწია ცხოვრებაში, ეს დედის შეუდრეიკელი ხასიათის, პირდაპირობისა და მხარდაჭერის შედეგია.

მერჩინი ახალგაზრდობის წლებიდანვე სერიოზულად ჩაერთო სხვადასხვა სახეობის სპორტში: ფეხბურთი, წყალბურთი, ფრენბურთი, ცურვა და ბოდიბილდინგში, ეს მისი საყვარელი სახეობებია. კვირაში ერთხელ, ერქანი საფეხბურთო კლუბ "|გალათასარაიში" დადიოდა სავარჯიშოდ. მწვრთნელი ყოველთვის ამბობდა, რომ მას ბრწყინვალე მომავალი ექნებოდა საფეხბურთო კარიერაში. მაგრამ, მშობლებმა რატომღაც მოულოდნელად გამოიყვანეს სპორტის ამ სახეობიდან. რამდენიმე ხნის მანძილზე ეხვეწებოდა მწვრთნელი მშობლებს დაებრუნებინათ ყმაწვილი დიდ სპორტში, მაგრამ უშედეგოდ. როგორც შემდეგ გაირკვა, მათ ტრავმების ეშინოდათ, რაც პირდაპირ კავშირშია სპორტის ამ გამაგიჟებელ სახეობასთან...

რაც შეეხება ბოდიბილდინგს, ერქანი მისით დღემდეა დაკავებული. და განსაკუთრებულად უვლის საკუთარ სხეულს. ფეხბურთთან გამომშვიდობების შემდეგ, მსახიობმა ბედი სამოდელო ბიზნესში სცადა. რათა მისი მეშვეობით, ოდნავ მიახლოვებოდა სამსახიობო ხელოვნებას. მოეწყო რა სამოდელო სააგენტოში, ის მალევე მიიწვიეს  Best Model of the Turkey - ის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. მის მცდელობას უშედეგოდ არ ჩაუვლია და ყოფილი ფეხბურთელი, აღნიშნული კონკურსის გამარჯვებული გახდა. ამის შემდეგ იგი, თურქეთის სახელით კონკურსში Model of the World გამოვიდა, რომელიც ბულგარეთში ჩატარდა. მანამ მან კიდევ ერთ თურქულ კონკურსში Best Model of the Turkey მიიღო მონაწილეობა, სადაც Best Photo Model - ის ტიტული მოიპოვა.

ერქანმა ელექტრიკოსის სპეციალობით მუშაობაზე საბოლოოდ განაცხადა უარი და სამოდელო კარიერით, კერძოდ, ფოტომოდელობით დაკავდა. აქ მან წარმოუდგენელ წარმატებებს მიაღწია, მრავალი ჯილდო და პრემია მიიღო. საუკეთესო მოდელი გახდა, როგორც საკუთარ ქვეყანაში, ისე მსოფლიოში. ის ხსირად ჩანს თურქული ჯურნალების წინა ყდებზე და მონაწილეობს პრესტიჟული სამოდელო სახლების ჩვენებებში.

სამოდელო ბიზნესთან შედარებით, ფილმოგრაფიით, დღეს ერქანი,  მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნის, რადგან სულ რამდენიმე სურათშია გადაღებული. თუმცა, საკუთარი უბადლო გარეგნობისა და სამსახიობო გარდასახვის ჩინებული ცოდნის წყალობით, მან არამარტო თურქი ტელემაყურებლის ყურადღება მიიპყრო.

მსახიობის პირველი სასერიალო დებიუტი 2012 წელს შედგა, სატელევიზიო პროექტში "Acayip hikayeler" / "უცნაური ისტორიები", სადაც მან თარიქის როლი შეასრულა. 2014 წელს მსახიობი მხატვრულ ფილმში "Zeynep’in Hikayesi" / "ზეინეპის ამბავი" - ჰაკანის როლით და სერიალში "Beyaz Karanfil" / "თეთრი მიხაკი" - ერქანის როლით მოგვევლინა. 2015 წელს მსახიობი გადაიღეს სერიალში "Bedel" / "ფასი" - ჩენგიზის როლი და კინოფილმში  - "Ikimize Bir Dunya" / "ერთი სამყარო ორისთვის". აღსანიშნავია, რომ მის მიერ განსახიერებულმა ყველა როლმა, კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასება დაიმსახურა, რომ არაფერი ვთქვათ მაყურებელზე. 

დღესდღეისობით, ბოლო, მაგრამ მისი ყველაზე წარმატებული და აღიარებული როლია ომერი, რომლის სახეც მან პოპულარულ სერიალში "Adini sen koy" / "ტყუილი" - განასახიერა. ამ როლით არამარტო თურქული კინოსამყარო, არამედ სხვა ქვეყნების თურქული კინომანიაკებიც შოკშია ჩავარდნილი. აღსანიშნავია, რომ ამ სერიალის კვალდაკვალ, მსახიობს მხატვრულ ფილმში "სიცოცხლის ხაზი" იღებდნენ.

პ ი რ ა დ ი: 
მოხდენილი ფიგურის შესანარჩუნებლად ერქანი უმაკაცრეს დიეტას იცავს. "ინსტაგრამზე" მას საკუთარი გვერდი აქვს გახსნილი 150 000 ხელმომწერით. სხვადასხვა წყაროებიც ცნობით, როგორც მისი ოჯახის ყველა წევრი - ერქანიც ზედმეტად ემოციურია. მეგობრები მას, როგორც გულჩვილ ადამიანს - ისე იცნობენ.

ერქანი დიდი ხანია თურქი და არამარტო თურქი ლამაზმანების ყურადღების ქვეშაა მოქცეული. მის ირგვლივ ტრიალებენ: მსახიობები და მოდელები. უმეტეს მათგანს კი - დიდი სურვილი აქვს, რომ ამ მოხდენილმა თურქმა მაჩომ, ერთხელ მაინც დაცოცროს. მაგრამ, თუ რამდენიმე შემთხვევას გამოვრიცხავთ, ერქანი თავშეკავებას იჩენს და ჯერჯერობით, დაოჯახებაზე არ ფიქრობს. თუმცა, ამჟამად, თავის პარტნიორთან სერიალიდან "ტყუილი" - ჰაზალ სუბაშთან თანაცხოვრობს. ცხადია, ვაჟი უმემკვიდრეოდ გადაგებას არ აპირებს, მაგრამ საკითხავია, შეძლებს კი ჰაზალი მისი გულის საბოლოოდ მონადირებას, რადგან როგორც გაირკვა - ერქანი ქალში განსაკუთრებულად ერთგულებას აფასებს. ასეთები კი, სამწუხაროდ - ძალზე იშვიათია, არამარტო თურქ დიაცთა შორის!..

ვაჟა ჩომახიძე.

ბიოგრაფია, Erkan, ერქან, მსახიობი, მოდელი, მერიჩი, Meriç
სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...