დამატება

ეზგი ესაროღლუ / Ezgi Asaroğlu (მსახიობი) ბიოგრაფია

29.04.2017 - 20:55
ბიოგაფია: ეზგი ესაროღლუ / Ezgi Asaroğlu (მსახიობი) ბიოგრაფია

დაბადების სახელი:   ეზგი ესაროღლუ / Ezgi Asaroglu          
დაბადების თარიღი: 18 ივნისი, 1987 წელი
დაბადების ადგილი: იზმირი, თურქეთი
პროფესია: მსახიობი, ფოტომოდელი
კარიერა: 2003 წლიდან
ზოდიაქო: ტყუპები
სიმაღლე: 165 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: თურქი მსახიობი ეზგი ესაროღლუ თირქეთის ლამაზ ქალაქ იზმირში დაიბადა 1987 წლის 18 ივნისს. მან განათლება სტამბულის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც ხელოვნების ფაჯუკტეტი დაამთავრა. მსახიობის ნიჭიერება, პირველად ტელევიზიის ჟურნალისტებმა მიაპყრო ყურადღება. ახალგაზრდა ეზგი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა სარეკლამო რგოლების გადაღებებში. აკეთებდა: ავეჯის, კოკა-კოლას, მობილური ტალეფონების, კოსმეტიკისა და სხვა აქსესუარების რეკლამირებას.

ასე დაიწყო მისი კარიერა. პირველი, ნამდვილი სამსახიობო გამოცდილება ეზგი ესაროღლუმ გახმაურებულ სერიალში "1001 ღამე" მიიღო, სადაც მანბინბირ გეჯეს როლი შეასრულა და ასევე ტელეპროექტში "გამიხსენე". მაგრამ, პირველი სერიოზული აღიარება მსახიობს პოპულარულმა თურქულმა საგამ "მენექშე და ჰალილი" - მოუტანა. აქ, მან გასაოცარ გარდასახვით შეასრულა ქანაის როლი. ტელევიზიაში მიღწეული წარმატებების კვლდაკვალ მან ფართო აღიარება მოიპოვა კინემატოგრაფშიც. მას უკვე ინტენსიურად იღებდნენ მხატვრულ ფილმებშიც...

მხატვრულ ფილმში - "თავისუფლების ერთი გაელვება", რომელიც რეჟისორმა არაშ თ. რიახმა გადაიღო, ბრწყინვალედ შეასრულ ჟასმინის როლი, რითაც მრავალი დადებითი გამოხმაურება მიიღო კრიტიკოსების მხრიდან და საერთაშორისო კინოფესტივალების ჯილდოებიც დაიმსახურა. ამ სურათმა სულ 29 საერთაშორისო ჯილდმიიღო და წარდგენილი იყო "ოსკარზეც" ნომინაციაში - "საუკეთესო უცხოური ფილმი".

2014 წელს მსახიობი ამ პერიოდისთვის გახმაურებულ პროექტში "მოპარული ცხოვრება" ერთ-ერთ მთავარ (ბაჰარის) როლზე დაამტკიცეს. ამჟამად მსახიობი გაურკვეველი მიზეზებით გადაღებებში არ ღებულობს მონაწილეობას. 

პ ი რ ა დ ი: ეზგი ესაროღლუ, გარკვეული პერიოდი სასიყვარულო და სექს-ურთიერთობაში იმყოფებოდა თურქ მსახიობ უსჰან ჩაქირთან, როცა ერთმანეთი მობეზრდათ, შეხვედრები შეწყვიტეს... 2015 წელს მსახიობმა ახალი რომანი გააჩაღა მსახიობ ქერემსემთან, რომელიც მისი მეწყვილე იყო სერიალში "მოპარული ცხოვრება", სადაც ის ბაჰარზე შეყვარებული ათეშის როლს ასრულებს.
ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ე ბ ი: 

Sağ Salim 2: Sil Baştan ... Nihal (2014)

Aşk Kırmızı ... Zeynep (2013)

Cennetten Kovulmak ... Emine (2012)

En Mutlu Olduğum Yer ... Elif (2010)

Acı Aşk ... Seda Uygun (2009)

Kampüste Çıplak Ayaklar ... Deniz (2009)

Ein Augenblick Freiheit ... Jasmin (2008)

Ne Gezer Aşk Dağlarda ... Ayşe (2005)

What's Love Doing in the Mountains? (Ne Gezer Aşk Dağlarda?) ... Ayşe  (2005) 

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:

O Hayat Benim ... Bahar (2014)

Yağmurdan Kaçarken ... İdil (2013)

Leyla ile Mecnun... Leyla Yılmaz (2011-2012)

Fırat'ın Nar Bahçeleri (2010)

Göl (2008)

Gece Sesleri ... Zehra (2008)

Yolcu ... Kader (2007)

Menekşe ile Halil... Canay Balcı (2007)

Kızlar Yurdu ... Gülenay (2006)

Hatırla Sevgili ... Rüya Gürsoy (2006)

Binbir Gece ... Duru (2008)

Emret Komutanım ... Gülenay (2005)

Zor Karar ... Meral (2004)

Bir Dilim Aşk ... Pelin (2004)

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.