დამატება

გიზემ ქარაჯა / Gizem Karaca (მსახიობის ბიოგრაფია)

31.10.2016 - 19:18
ბიოგაფია: გიზემ ქარაჯა / Gizem Karaca (მსახიობის ბიოგრაფია)

დაბადების სახელი:  გიზემ ქარაჯა       
დაბადების თარიღი: 9 ივლისი, 1992 წელი
დაბადების ადგილი: სტამბული, თურქეთი
პროფესია: მსახიობი, მოდელი, მანეკენი
კარიერა: 2011 წლიდან
ზოდიაქო: კირჩხიბი
სიმაღლე: 175 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: თურქი მსახიობი, გიზემ ქარაჯა, ქართველი მაყურებლისთვის ცნობილია სერიალიდან - "დიდებული საუკუნე", სადაც ის ჯარიეს ეპიზოდურ როლში მოგვევლინა. 2012 წელს კი - მთავარი, მუაზეზის როლით გამოჩნდა მსოფლიო ტელე-ეკრანებზე გაუხმაურებელ სერიალში, "წითელი და შავი", რომელიც ამჟამად გადის "რუსთავი 2 - ზე". 

 გიზემი, 1992 წლის 9 ივლისს დაიბადა სტამბულში, თურქეთში. მის ბავშვობაში, ოჯახი რაღაც მიზეზების გამო - ხან აშშ-ში, ხან კიდევ - კანადაში ცხოვრობდა. მან დაწყებითი განათლება აშშ-ში მიიღო, ხოლო, საშუალო სკოლა კანადაში დაამთავრა, რის შემდეგაც, ფრანგული ენის კონკურსში გამარჯვების გამო, სტამბულის უნივერსიტეტში სწავლის უფლება მოიპოვა, ფრანგული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. გოგონა ფრანგულთან ერთად, ჩინებულად ფლობს ინგლიუსურ ენასაც.

სამსახიობო კარიერის აწყობა მან გახმაურებული სერიალიდან - "დიდებული საუკუნე", დაიწყო. ხოლო, მისი წარმატებები და აღიარება 2012 წლიდან დაიწყო სერიალით - "წითელი და შავი" (ორიგინალური სათაური - "მეხდაცემული სახლი" / "Eve Dusen Yildirim"). ამის შემდეგ, მან კიდევ ერთ სერიალში ,"ემირის გზა" - ითამაშა მთავარი როლით, მაგრამ პროექტი მოულოდნელად დახურეს, რადგან როგორც თურქული პრესა იუწყებოდა, ამის მიზეზი - ნარკოტიკებთან დაკავშირებული სკანდალი გახდა. 2013 წლის 25 იანვარს, ცნობილი თურქი მსახიობები: ჩაგათაი ულუსოი,, იუსუფ აქგუნი, ჯემალ ნუნალი, ჯენქ ერენი და სელენ სეივენი, ეჭვმიტანილებად ცნეს ნარკოტიკების მოხმარებასა და შენახვაში. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს გამოსაკვლევად. მათთან ერთად, გიზემ ქარაჯაც დაატუსაღეს. გოგონა პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს, სადაც ჩვენება მიაცემინეს და შემდეგ - გაათავისუფლეს.

ამ ამბების შემდეგ,  2014 წელს, გიზემმა ცნობილ მსახიობ ბერქ ოქთაისთან ერთად, მთავარი როლი შეასრულა სერიალში "ჯერ კიდევ მაქვს იმედი" /  ("Benim Hala Umudum Var") და იმავე წელს გადაღებები დაიწყო სერიალში - "სოფლელი ლამაზმანი" / "Güzel Köylü" - სადაც, გიულ სიუმბიულის როლს ასრულებს.

2016 წელიდან მსახიობს TV-შოუ "İstanbul Sokakları"   "სტამბულის ქუჩებში" მიჰყავს. ამავე წელსვე ჩაერთო, კომედიური ჟანრის მხატვრული ფილმის "Ay Lav Yu Tuu" ("სიყვარული მოვა") გადაღებებში, რომელიც ეკრანებზე 2017 წელს გამოვა.

პ ი რ ა დ ი: მსახიობი მონაწილეობას იღებდა სილამაზი კონკურსში - "მის თურქეთი 2011", სადაც მეორე ადგილი დაიკავა. მას გატაცებით უყვარს ლიტერატურის კითხვა, ცხენით სეირნობა და გიჟდება მოგზაურობაზე.
ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ე ბ ი და ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:

2011 - L'Oréal Paris Miss Turkey    
2012 - Eve Düşen Yıldırım    
2012 - Emir'in Yolu    
2013 - 2014 - Benim Hala Umudum Var    
2014 - Seni Seviyorum Adamım    
2014 - 2015 - Güzel Köylü    
2016 - İstanbul Sokakları
2017 - Ay Lav Yu Tuu

 

 

 

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.