დამატება

გოქჩე ბაჰადირი / Gökçe Bahadir

23.12.2016 - 12:00
ბიოგაფია: გოქჩე ბაჰადირი / Gökçe Bahadir

დაბადების სახელი: გოქჩე ბაჰადირი           

დაბადების თარიღი: 8 ნოემბერი, 1981 წელი

დაბადების ადგილი: სტამბული, თურქეთი

პროფესია: მსახიობი, რადიოსა და ტელევიზიის წამყვანი

კარიერა: 2001 წლიდან 

ზოდიაქო: მორიელი

სიმაღლე: 167 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: ცნობილი თურქი მსახიობი გოქჩე ბაჰადირი, 1981 წლის 9 ნოემბერს დაიბადა თურქეთის დედაქალაქში. სამსახიობო კარიერა მან სტამბულის აკადემიასი დაიწყო, სადაც "რადიოსა და ტელევიზიის" ფაკულტეტზე სწავლობდა. ამის პარალელურად,  მომავალი მსახიობი რადიოსადგურში - «Fenerbahe FM» მუშაობდა და სამსახიობო დახელოვნების კურსებს გადიოდა.

2000 წლის დასაწყისში აიღო თურქეთის «Mjdat Gezen» - ის უნივერსიტეტის დიპლომი აიღო. სწავლის დასრულების შემდეგ, მან მუშაობა დაიწყო თუქული ტელევიზიის სხვადასხვა არხებზე. ამის წყალობით, იგი მალე შენიშნეს და დროდადრო სთავაზობდნენ სხვადასხვა სახასიათო როლებს როგორც ფილმებში, ისე სატელევიზიო სერიალებში.

მისი პირველი დებიუტი კომედიურ სერიალში "ტკბილი ცხოვრება" შედგა, მაგრამ პოპულარობა მას სერიალმა "ფოთოლცვენა" მოუტანა. ამ სერიალში შესრულებული როლით, მსახობმა უამრავი თაყვანისმცემელი შეიძინა.  განსაკუთრებული ინტერესით მუშაობდა გოქჩე დრამაზე "ბიძაჩემის ხალხი". იგი სატელეფონო შეტყობინებებით კონტაქტობდა მაყურებლებთან და ამ ნაწარმოებში შესრულებულ როლთან დაკავშირებით გულწრფელად უყვებოდა საკუთარ განცდებს. როგორც თავად იხსენებს - გოგონა დიდი ყურადღებით აკვირდებოდა თავის კოლეგა მსახიობებს და მათგან ბევრ სიახლეს იღებდა.

რამდენიმე წლის უკან მსახიობმა, მეორე ხარისხოვანი როლების საუკეთესოდ შესრულებისთვის პრემია მიიღო. 

პ ი რ ა დ ი: უნდა აღინიშნოს, რომ პირად ცხოვრებაში, მას არ გაუმართლა. 2011 წელს ის ცოლად გაჰყვა თურქეთის ერთ-ერთი ცნობილი მსახიობის ვაჟს. მაგრამ, მათი კავშირი არ იყო მტკიცე და მალე ჩამოიშალა. ამ ამბავმა მსახიობზე ძლიერ იმოქმედა.
ამჟამად, ის თავისუფალია და გათხოვებაზე საერთოდ არ ფიქრობს, რადგან მამაკაცებს არ ენდობა...

ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ე ბ ი:

2011 - Dedemin İnsanları    
2011 - Alvin ve Sincaplar
2015 - Bana Masal Anlatma    
2016 - "Aşk Uykusu"    

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:

2001 - Tatlı Hayat    
2002 - Beşik Kertmesi        
2003 - Mühürlü Güller    
2003 - 2005 - Hayat Bilgisi    
2004 - Yol Palas Cinayeti        
2005 - Yine de Aşığım        
2006 - 2010 - Yaprak Dökümü    
2009 - Hırçın Kız Kadife    
2011 - Sensiz Olmaz    
2012 - 5'er Beşer    
2012 - 2013 - Kayıp Şehir    
2013 - 2015 - Aramızda Kalsın    
2015 - 2016 - Hatırla Gönül    
2014 - 2015 - Kuru Sıkı    

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.