ბიოგრაფია

ჰანდე ერჩელი / Hande Erçel / hande ercheli (მსახიობის ბიოგრაფია)

12.01.2018 თურქი მსახიობები 1258 0 5.0


loading...
Загрузка...

დაბადების სახელი:  ჰანდე ერჩელი / Hande Erçel          
დაბადების თარიღი:  24 ნოემბერი, 1993 წელი
დაბადების ადგილი:  ბანდირმა, ბალიქესირი, თურქეთი
პროფესია:  მსახიობი
კარიერა:  2013 წლიდან
ზოდიაქო:  მშვილდოსანი
სიმაღლე:  175 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა:  ჰანდე, თურქეთის ქალაქ ბანდირმში დაიბადა 1993 წლის 24 ნოემბერს. მისი ყველაზე ბედნიერი ხანა, ბავშვობის მოგონებებია, როდესაც იგი მხიარულად თამაშობდა მეგობრებთან ერთად შუაღამემდე პარკში. როცა დიდ სტამბულში გადავიდა საცხოვრებლად, მსგავსი ბედნიერება არსოდეს ღირსებია. ამიტომაც უყვარს მას გამორჩეულად პატარა ქალაქები, რადგან მხოლოდ აქ პოვებს სული თავისუფლებას, მით უმეტეს, ბავშვობის ასაკში...

გოგონამ ადრეული ასაკიდანვე გამოავლინა სამსახიობო ნიჭი და უნარები. ის სკოლის ყველა დადგმაში ღებულობდა მონაწილეობას და ყოველთვის მთავარ როლებს ასრულებდა. 

უნაღლესი განათლება, ჰანდემ სტამბულში, მიმარ სინანის სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტში მიიღო, სადაც სიღრმისეულად შეისწავლა "ტრადიციული თურქული ხელოვნება". მშობლებმა დიდი მხარდაჭერა გამოუცხადეს მომავალ მსახიობს სწავლის გზაზე.

ერჩელს უფროსი და ჰყავს - გამზე, რომელიც ასევე ცდილობს ძალები სამსახიობო ხელოვნებაში მოსინჯოს. გოგონებს შორის ასაკში სხვაობა - ერთი წელია...მათ აღიარეს, რომ ამიტომაც ცრუპენტელობდნენ ბავშვობაში და თავს ტყუპებად ასაღებდნენ . ერჩელის მამა, სავაჭრო სფეროშია დაკავებული. დედა კი - სახლს პატრონობს და სამეურნეო საქმეს უძღვება.

ერჩელმა 19 წლის ასაკში სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა, რომელიც აზერბაიჯანში ჩატარდა. მომხიბვლელ ლამაზმანს, ჟიურიმ მეორე ადგილი მიაკუთვნა. ამ წარმატების შემდეგ, გოგონას ხშირად იწვევდნენ პრიალა ჟურნალები ფოტოსესიებზე.

პირველად, მსახიობი ეკრანებზე საპნის ოპერაში "Çalikusu " - გამოჩნდა მცირე როლით. შემდეგი როლი კი - უფრო მნიშვნელოვანი იყო. მრავალსერიან სატელევიზიო პროექტში "Günesin Kizlari " -  მსახიობმა, სელინ ილმაზის როლი შეასრულა, რამაც ნამდვილი აღიარება მოუტანა მას,. ამ სერიალში, ჰანდე მაშინვე არ აუყვანიათ. მას რამდენიმე სინჯის გავლა მოუხდა. ამას გარდა, პროდიუსერებმა მისგან სასწრაფოდ წონის დაკლება მოითხოვეს, რადგან კარგად ჩაპუტკუნებული გახლდათ და სერიალში ის სექსუალურობით უფრო დატვირთული აღმოჩნდებოდა, ვიდრე - სულიერებით. ერთ კვირაში, გოგონამ ხუთი კილოგრამის დაკლება შეძლო. სერიალში შესრულებული როლის გამო, იგი მრავალი ჯილდოთი დაასაჩუქრეს.

მომდევნო სერიალმა კი - მსახიობს საყოველთაო აღიარება მოუტანა არა მარტო საკუთარ ქვეყანაში, არამედ, მის ფარგლებს გარეთაც. ეს გახლავთ სერიალი "Ask Laftan Anlamaz", სადაც მან ჰაიათის მთავარი როლი შეასრულა. 

2017 წელს მსახიობი გადაიღეს მძაფრსიუჟეტიან დრამაში "Siyah Inci" -  ამ სერიალში მან - ჰაზალის როლი ითამაშა.

პ ი რ ა დ ი:  ჰანდე ძალიან კომუნიკაბელური, გახსნილი და მეგობრული გოგონაა. მას ინტერვიუების მიცემა უყვარს და ყოველთვის მზად არის  რაღაც საინტერესო მოუყვეს საკუთარ თავზე ცნობისმოყვარე ჟურნალისტებს. ის სიამოვნებით მოგვითხრობს: რომ ძალიან უყვარს ტუჩების ხასხასა, გამჭირვალე წითელი საცხით გაღებვა,  რომ ძალიან უყვარს აქსესუარები და რომ მისთვის ყველაზე საუკეთესო დასვენებას მასაჟის სეანსი წარმოადგენს. 

სპორტის სახეობიდან მას აერობიკა იტაცებს, რითაც ხშირადაა დაკავებული. ყოველდღიური სამოსელიდან -უპირატესობას ულტრა ვიწრო ჯინსებს ანიჭებს და მათ ხუმრობით "მეორე კანს" ეძახის. ასევე, მოსწონს boyfriend - ის სტილის ჯინსები.

საკუთარი ხასიათის შესახებ ამბობს, რომ ჯიუტია და სწორედ, ამ თვისებამ განაპირობა სამსახიობო ხელოვნებაში მისი პოპულარობა. ამასთან, გოგონას ძალიან კარგი უნარი აქვს მის ირგვლივ არსებული სამყარო პოზიტიურად აღიქვას. იგი ყოველთვის გაღიმებული და მხიარულია. მიუხედავად თავისი პოპულარობისა, ჰანდე ამბობს, რომ მისთვის მთავარი ოჯახია. მას მოგზაურობა იზიდავს და ბიონსეს სიმღერების მოსმენა უყვარს. ჰანდეს საყვარელი მსახიობი კი - ნატალი პორტმანია.

ცნობილი ფაქტია, რომ ჰანდე ერჩელს, სასიყვარულო რომანი ჰქონდა მსახიობ ექინ მერთ დაიმაზთან. ვაჟი აქტიურაადაა ჩაბმული სარეკლამო რგოლების გადაღებებში და ერთ-ერთ როლს ასრულებს სერიალში "მარწყვის სურნელი". ამათი რომანტიკანარევი სექსუალური აღტკინება, მალე გაიფილტრა და წყვილი ერთმანეთს ყოველგვარი აურზაურისა და შეხლა-შემოხლის გარეშე დაშორდა. მსახიობის ფანებმა, მათი დაშორების შესახებ, მაშინ შეიტყვეს, როცა ორთავემ, სოციალური ქსელებიდან ერთმანეთის გვერდები გააუქმა.

გაბრაზებამ მალე გაუარა გოგონას. სენსაციების მოყვარულმა და მაძიებელმა "ყვითლებმა" კი - ჭორი ააგორეს - რომ ახლა ჰანდე, თოლგა სარითაშს ეკურკურებაო. ეს მსახიობი ცნობილია სერიალებიდან: "დიდებული საუკუნე", "გუნეშის ქალიშვილები", " მე გულჩეთე მქვია". ორთავე მსახიობი ამბობს, რომ მათ არც სულიერი და არც ვნებიანი ურთიერთობა აქვთ. უბრალოდ, ისინი ერთმანეთის კოლეგები და კარგი მეგობრები არიან. 

ცხოვრების მეგობარი რომ არ ჰყავს, ჯერჯერობით, ამას ნამდვილად არ განიცდის ჰანდე... მას მიაჩნია, რომ ღირსეული გოგონა, მხოლოდ ერთხელ უნდა გათხოვდეს და მთელი სიცოცლე იმ ერთთან უნდა გაატაროს და ასეთ სერიოზულ საქმესთან დაკავშირებით, ადამიანი გადაწყვეტილების მიღებისას, არ უნდა აჩქარდეს. ჰანდეს ძალიან სურს ბავშვები ჰყავდეს, მაგრამ - მან ისიც კარგად იცის, რომ ისინი ჰაერზე არ კეთდებიან. "გამვლელ მამაკაცს" რომ თავი გაანაყოფიერებინოს, ეს ნამდვილად არ სურს ქალს... თუმცა, ამჟამად, მსახიობი -კარიერის აწყობაზე მუშაობს... ჩვენც წარმატება ვუსურვოთ მას ამ დიდებულ და რთულ გზაზე!...

ვაჟა ჩომახიძე.

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:

2013 – 2014 - Çalıkuşу Zahide        
2014 - Hayat Aǧacı            
2015 – 2016 Güneşin Kızları    
2016 – 2017 - Aşk Laftan Anlamaz        
2017 - Siyah Inci    

ბიოგრაფია, Erçel, ercheli, მსახიობის, hande, ერჩელი, ჰანდე
სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...