ბიოგრაფია

ჰაზალ ქაია / Hazal Kaya / hazal qaia (თურქი მსახიობი) ბიოგრაფია

28.12.2017 თურქი მსახიობები 743 0 0.0


loading...
Загрузка...

დაბადების სახელი:   ჰაზალ ქაია ( Hazal Kaya )         
დაბადების თარიღი:  1 ოქტომბერი, 1990 წელი
დაბადების ადგილი:  გაზიანთეპი, სტამბული, თურქეთი
პროფესია:  მსახიობი, მოდელი
კარიერა:  2006 წელი
ზოდიაქო:  სასწორი
სიმაღლე:  160 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა:  ჰაზალ ქაია, ქალაქ გაზიანთეპში დაიბადა, დიდი თურქეთის მიწაზე. ეს 1990 წლის 1 ოქტომბერს მოხდა. გოგონას მშობლები იურისტებად მუშაობდნენ, რაც ჰაზალის უზრუნველი ცხოვრების გარანტი აღმოჩნდა. თუმცა, ზოგიერთი წყაროს მიხედვით, პატარა გოგონას მშობლები გაიყარნენ. დედა ბავშვის ნიჭის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე განსაკუთრებულად ზრუნავდა. ამიტომ, ის მან სტამბულის იტალიურ სკოლაში შეიყვანა განათლების მისაღებად. ჰაზალი, ასევე, საბალეტო სკოლაშიც დადიოდა, მეცადინეობდა ქორეოგრაფიაში და ვიოლინოზე დაკვრასაც სწავლობდა. შეისწავლა: ინგლისური, გერმანული და იტალიური ენები. 

ჰაზალს ბავშვობის დროინდელი ოცნება, გამხდარიყო მსახიობი, მაშინ აუხდა, როდესაც სასწავლებლად სტამბულის აილა ალგას თეატრალურ სკოლაში მიიღეს. აქ სწავლის პარალელურად, გოგონა სარეკლამო რგოლების გადაღებებით გახლდათ დაკავებული. სულ მალე, ჰაზალის სახე, პრიალა ჟურნალების გარე ყდებზე აღმოჩნდა. ასევე, გაიბრწყინა მან კოსმეტიკური ბრენდების რეკლამებშიც.

პირველი როლი მსახიობმა 16 წლის ასაკში შეასრულა. ეს გახლდათ პატარა გოგონას როლი პოპულარულ სერიალში "სილა". ამის შემდეგ, ის სხვა პროექტებშიც გამოჩნდა ეპიზოდური როლებით, რომელთაც მსახიობისთვის პოპულარობა არ მოუტანია. მაგრამ, გოგონა მიღწეულით არ დაკმაყოფილებულა და სამსახიობო ხელოვნებაში დასოსტატებლად, შეუდრეკლად განაგრძობდა შრომას. 

მსახიობის წარმატებად უნდა ჩაითვალოს ის გარემოება, რომ 2008 წელს, იგი რეჟისორმა ჰილალ სარალმა ცნობილ მელოდრამაში, "აკრძალული სიყვარული" მიიწვია. აქ შესრულებულმა ნიჰალ ზიაგილის როლმა, მას პოპულარობა მოუტანა არა მარტო თურქეთში, არამედ მის ფარგლებს მიღმაც. ფილმის ტრანსლაციის უფლება 20-მა ქვეყანამ შეისყიდა. ამ სერიალმა, ჰაზალთან ერთად, თურქული კინოს კიდევ ერთი ახალი ვარსკვლავი, ბერენ საათი შვა!

2011 წელს გამოვიდა სერიალი "ფერიჰას საიდუმლო", რომელიც ამჟამად გადის ჩვენს ტელეეკრანებზე. აქ ჰაზალი ფერიჰა ილმაზის, მდიდრების მოსამსახურის ქალიშვილის მთავარ როლს ასრულებს. სერიალში მას პარტნიორობას უწევს, ასევე, თურქული კინოს ვარსკვლავი, მსოფლიო ქალთა გულების მმუსვრელი, სექსიმბოლოდ აღიარებული ჩაღათაი ულუსოი. სერიალის დასრულება ვადაზე ადრე მოხდა, რადგან ფერიჰას დედის როლის შემსრულებელი, ვაჰიდე გერდუმი ავად გახდა. 
2012-2013 წლებში მსახიობი გადაიღეს სერიალებში: "დაე, ეს მოხდეს ბოლოჯერ", "ბოლო ზაფხული ბალკანებში" და "ცისფერი ტალღა".

2014 წელს ჰაზალ ქაია მთავარ როლში გადაიღეს ონულ უნრუს პოლიციურ კომედიაში -"მე ვაპროტესტებ".

2015 წელს, ჰაზალი სერიალში - "მარალი", მიიწვიეს მთვარ როლზე, სადაც იგი ლამაზმან მარალს თამაშობს, რომელიც ადმინისტრატორის თანამდებობის დასაკავებლად, პრაქტიკას ლონდონის უნივერმაღში გადის.

2016 წელს ჰაზალმა კულინარიის აკადემიის კურსები დაამთავრა. მისი სურვილია იტალიაში რესტორანი გახსნას. მაგრამ, ჯერჯერობით, სურვილი სურვილადვე რჩება. 
წელსვე, გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ მსახიობი პოპულარული ამერიკული სერიალის "უსირცხვილოების" თურქულ რემეიკში, ფიონა გალაგერის როლზე  დაამტკიცეს.
წარმატებები ვუსრვოთ ჰაზალს, პირად ცხოვრებასა და სამსახიობო ხელოვნებაში...

პ ი რ ა დ ი:  ჰაზალის პიადი ცხოვრება ნაკლებად ცნობილია. მას არ უყვარს ინფორმაციის გაცემა საკუთარი ოჯახსა და იმაზე, თუ ვის ხვდება სასიყვარულო ურთიერთობებისას. ცნობილია ის, რომ დედასთან ერთად ცხოვრობს. არც თუ დიდი ხნის წინ, მსახიობ ალი ათამს ხვდებოდა, რომელიც გოგონაზე 14 წლით უფროსია. ასევე, მისი საყვარლების რიცხვს მიაკუთვნებენ: მსახიობ მეჰმეთ ასლანსა და ფოტოგრაფ ჯაჰით ბაჰა პარსს.

22 წლის ასაკში, მსახიობმა შეიტყო, რომ დიაბეტით იყო დაავადებული. თავდაპირველად, ამის გამო, დიდად დამწუხრდა, მაგრამ შემდეგ, ბედისწერას შეეგუა.. 2013 წელს პრესაში გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ გოგონა აშშ-ში გაემგზავრა სამკურნალოდ. ჰაზალის წონა არასტაბილური გახდა და ძალიან დაეტყო სიმსუქნე. ამიტომ იგი, დეტალურად იცავს კვების რეჟიმს. მსახიობი ტანდაბალია, ძლივს აღწევს 160 სანტიმეტრს და როცა ტანმაღალი მეწყვილეები ხვდება პარტნიორებად, მისთვის გადაღების პროცესში სპეციალურად დამზადებულ სადგამებს იყენებენ.

ჰაზალი ამჟამადაც განაგრძობს კინოში მუშაობას. სოციალურ ცხოვრებაშიც აქტიურადაა ჩაბმული. მონაწილეობას ღებულობს ცხოველთა დაცვის ღონისძიებებში და აფინანსებს ფონდებს. აქტიურად ეხმაურება სოციალურ ქსელებში თავის ფანებს. მას 2 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს ინსტაგრამზე. აღსანიშნავია, რომ მსახიობის პროფესიული სიახლეები და ფოტოები, რეგულარულად განახლებადია.

ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ე ბ ი: 

2011 - Behzat Ç. Seni Kalbime Gömdüm    
2011 - Ay Büyürken Uyuyamam    
2012 - Bu Son Olsun    
2013 - Mavi Dalga    
2014 - İtirazım Var    
2016 - Kırık Kalpler Bankası  
 

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:

2006 - 2007 - Acemi Cadı    Pelin    
2006 - Taşların Sırrı    
2006 - 2008 - Sıla
2007 - 2008 - Genco    Özge (Gülay Erkaya)    
2008 - 2010 - Aşk-ı Memnu    
2011 - 2012 - Adını Feriha Koydum
2012 - Son Yaz-Balkanlar 1912    
2013 - A.Ş.K.    
2015 - Maral    
2017 - Bizim Hikaye

თურქი, ჰაზალ, Hazal, Kaya, ბიოგრაფია, მსახიობი, qaia, ქაია
სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...