დამატება

ჰაზალ სუბაში / Hazal Subasi / Hazal Subashi (ბიოგრაფია)

29.09.2017 - 15:04
ბიოგაფია: ჰაზალ სუბაში / Hazal Subasi / Hazal Subashi (ბიოგრაფია)

დაბადების სახელი:    ჰაზალ სუბაში / Hazal Subaşı         
დაბადების თარიღი: 1996 წლის 1 ოქტომბერი
დაბადების ადგილი: იზმირი, თურქეთი
პროფესია: მოდელი, მსახიობი
კარიერა: 2016 წლიდან
ზოდიაქო: სასწორი
სიმაღლე: 166 სმ. 

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: აზალი იზმირში დაიბადა 1996 წლის 1 ოქტომბერს. ის ბავშვობიდანვე განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩეოდა. ბრწყინვალედ სწავლობდა სკოლაში. მას არასოდეს უოცნებია მსახიობობაზე, როგორც მის მომავალ პროფესიაზე, თუმცა - ყოველთვის სურდა, რომ ცნობადი სახე გამხდარიყო. მას უფრო პრაქტიკული, ცხოვრებისეული პროფესიები იტაცებდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ, ძალიან იოლად გახდა იზმირის ეკონომიკური უნივერსიტეტის სტუდენტი, სადაც საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამირების ფაკულტეტზე ჩაირიცხა, რომელიც წარმატებით დაამთავრა. მაგრამ, თავისი სპეციალობით, ერთი დღეც არ უმუშავნია.

ჯერ კიდევ, სკოლაში სწავლისას, როგორც ყველა მშვენიერი და ლამაზი გოგონა, ჩუმად, თურმე, ჰაზალიც მოდელობაზე ოცნებობდა. გარშემომყოფები დაუფარავად, აღტკინებით საუბრობდნენ მისი განსაკუთრებული სილამაზის შეახებ, რაც ჰაზალისთვის ერთგვარი ბიძგი გახდა ბედი ეცადა სამოდელო ბიზნესში.

2015 წელს მან ეროვნული კონკურსის  "მის თურქეთი" შესარჩევი ტური გაიარა. წარმატებით დაძლია ტურის ყველა საფეხური და ფინალში გავიდა სადაც მესამე ადგილი დაიკავა და "ვიცე-მის თურქეთის" ტიტულიც მოიპოვა. სილამაზის კონკურსზე მიღწეული წარმატებების შემდეგ, გოგონა იზმირიდან სტამბულში გადავიდა. 

ამ მომენტიდან, ჰაზალის კარიერა კიდევ უფრო წინ წავიდა. იმავე წელს შესთავაზეს მას ცნობილ სერიალში "ტყუილი" ერთ-ერთი მთავარი, ზეჰრას როლი და თანხმობისთანავე ერთხმად დაამტკიცეს მასზე. როგორც თავშივე მოგახსენეთ, გოგონა საერთოდ არ ფიქრობდა მსახიობობაზე, ეს მისთვის, როგორც თავად ამბობს: "სრულიად მოულოდნელი" რამ იყო. ამ როლის ბრწყინვალედ განსახიერებამ, ჰაზალს მსოფლიო მნიშვნელობის აღიარება მოუტანა. 

ყოველგვარი სამსახიობო განათლების მიღების გარეშე, ის ძალიან პოპულარული გახდა თურქულ კინემატოგრაფში, რის გამოც მას ხშირად იწვევენ სხვადასხვა პროექტებსა და სატელევიზიო ფორმატებში. ჟურნალისტები კი - სიამოვნებით იღებენ გოგონასგან ინტერვიუს, რადგან ის გამორჩეულ სილამაზესთან ერთად, ძალიან თავაზიანი და გახსნილად მოსაუბრე რესპოდენტია.

თავისი უბრალოებითა და  პოზიტიური აურის წყალობით, ჰაზალ სუბაშმა, თაყვანიცმცემელთა დიდი არმია გაიჩინა მსოფლიო მასშტაბით.

პ ი რ ა დ ი: ბუნებრივია, ყველას დააინტერესებს ამ მომხიბვლელი გოგონას პირადი ცხოვრება. გარკვეული დროის მანძილზე, ჰაზალი ცნობილ თურქ მსახიობს, ემრე დინჩერს ხვდებოდა. როცა მასთან კარგად გაიხედნა თავი, (დაახლოებით ორი წელი), რაღაც გაურკვეველი მიზეზების გამო, უეცრად დაშორდა ვაჟს. ეს ამბავი,  სერიალი "ტყუილის" გადაღებების დაწყების წინ მოხდა. 

სერიალის გადაღებების დაწყებიდან, თითქმის, ორ კვირაში - თურქეთის ჭორიკანთა სივრცეში, ხმა გავარდა: ამ საკითხში უკვე დაოსტატებულმა ჰაზალმა, ახალი რომანი თავის მეწყვილესთან, ასევე მშვენიერი მამაკაცური აღნაგობისა და ვიზუალის მქონე (ყოველ შემთხვევაში, გაურკვეველი სქესის არსებას ნამდვილად არ ჰგავს) ერქან მერიჩთან გააბაო. სხვათა შორის ,ამ ამბავმა, ძალიან გაახარა გოგონას მსოფლიო გულშემატკივარი, რაც კარგად ჩანს სხვადასხვა სოციალურ ქსელებში მიმოწერებიდან. ამჯერად, დაიმორცხვა ჰაზალმა და უარყო ერქანთან სერიოზული ურთიერთობები. უბრალოდ, განაცხადა: "ის ჩემი ძალიან კარგი მეგობარია" - ო. გულშემატკივარი კი -არ ცხრება და მათი მაინცდამაინც ცოლქმრად გამოცხადების სურვილი აქვს. 

მაგრამ წელს, ორთავემ, ერთხმად განაცხადა სერიოზული ურთიერთობის შესახებ. ისინი, ტელეკამერების წინ და პრესის ფურცლებზე ერთმანეთის სიმპათიების შესახებ აშკარად საუბრობენ და იმასაც ამბობენ, რომ ქორწინების გარეშე თანაცხოვრობენ. მიუხედავად წყვილს შორის არსებული ასაკობრივი სხვაობისა, (ერქან მერიჩი 10 წლით უფროსია ჰაზალზე) ისინი ერთმანეთთან მიმართებაში, ძალიან თავსებადად და სწორფერებად გამოიყურებიან და გულშემატკივარი მაყურებელიც წუთიწუთზე მოელის ცნობას - მათი ოფიციალურად დაოჯახების შესახებ.

ვაჟა ჩომახიძე.

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი :

2016 - 2018 - Adını Sen Koy    
2018 - Bir Umut Yeter    
2019 -2021 - Çukur    
2021 - Bizi Ayıran Çizgi    

კომენტარი (2)
avatar
0
cool
0
ra fakulteti aqvs damtavrebuli?
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.