ბიოგრაფია

ჰაზან ქესალი / Nazan Kesal / Hazan Qesali (biografia)

05.05.2018 თურქი მსახიობები 819 0 0.0

Загрузка...

დაბადების სახელი:    ჰაზან ქირილმიში

დაბადების თარიღი:  29 მარტი, 1969 წელი

დაბადების ადგილი:  მანისა, თურქეთი

პროფესია:  მსახიობი, თეატრის რეჟისორი

კარიერა:  1992 წლიდან

ზოდიაქო: ვერძი

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა:

მსახიობი 1969 წელს ქალაქ მანისაში დაიბადა. განათლების მიღება მშობლიურ ქალაქში დაიწყო, შემდეგ კი - კომერციულ კოლეჯში გააგრძელა სწავლა. პირველი უმაღლესი სასწავლებელი, სადაც განათლების მიღება გააგრძელა დოქუზ ეილულის უნივერსიტეტი გახლდათ. 1991 წელს, მან აქ, სამსახიობო ფსკულტეტი დაამთავრა. სწავლას მოწყურებული გოგონა, ამით არ დაკმაყოფილებულა და მალე, ჰაზანი ბეიქენთის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, სადაც მაგისტრის ხარისხი  "კინოსა და ტელევიზიის" სპეციალობით მიიღო.

სწავლის დასრულების შემდეგ, ჰაზანი სტამბულში გადავიდა. სწორედ აქ გამოჩნდა ის პირველად ეკრანებზე. თავდაპირველად სხვადასხვა პატარ-პატარა სარეკლამო რგოლებში, შემდეგ კი - სატელევიზიო სერიალებში მცირე როლების შესრულებით.

1996 წელს მსახიობი დიარბაქირის სახელმწიფო თეატრის  რეჟისორად დანიშნეს, სადაც 2004 წლამდე წარმატებულად იმუშავა. 2004 წელს კი - ჰაზანი ქალაქ ბურსის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად გადაიყვანეს.

პირველი როლი, რომელმაც მსახიობს მეტნაკლები ცნობადობა მოუტანა, ეს გახლდათ რეჟისორ ნური ბილგე ჯეილანის დრამა „Uzak“, რომელშიც მან ლოვერის როლი შეასრულა. ამას შემდეგ მოჰყვა: დრამა „Iklimler“ და იმ დროისთვის გახმაურებული მელოდრამის ჟანრის სერიალი „სიყვარული და სასჯელი“. აქ ჰაზანმა ცნობილ მსახიობებთან: ნურგულ ეშილჩაისთან და თომრის ინჯერთან ერთად გამოჩნდა  სევგის როლით.

2015 წელს მსახიობმა ახალგაზრდულ დრამაში „ველური თაფლი“, სელმას როლი შეასრულა, სადაც მთავარ როლებს ასრულებდნენ თურქული კინოს ვარსკვლავები: ჩაგათაი ულუსოი და ლეილა ლიდია თუღუთლუ. 2017 წელს კი - მსახიობი რეჟისორმა მერთ ბაიქალმა გადაიღო კომედიურ დრამაში “ ჩემი ძმა“.

2017 წელს ჰაზან ქესალს მთავარ როლს სთავაზობენ ცნობილი რეჟისორების: ალპთექინ ბოზქურთის, გოგჩე უსთან ქაილარისა და გუნაი გუნაიდინის ერთობლივ დრამატულ სერიალში -  „ქალბატონის ქალიშვილები“ / Fazilet Hanim ve Kizlari, სადაც მსახიობმა ბრწყინვალედ შეასრულა ფაზილეთ ჩამქირანის როლი. ეს არის ქალბატონი, რომელსაც მეუღლე გარდაეცვალა და შვილების აღზრდა მარტოს უწევს. ქალი შვილებთან ერთად,  ღარიბულ კავარტალში, პატარა სახლში ცხოვრობს. ის განსაკუთრებულ იმედებს უმცროს ქალიშვილზე ამყარებს, რომელსაც ეჯე ჰქვია. მაგრამ - დედისთთის დიდ თავისტკივილს უფროსი გოგონა ჰაზანი წარმოადგენს, რომელიც თავისი დახვეწილი სილამაზის მიუხედავად, ბიჭივით იქცევა და დედას ვერ ეწყობა...

2018 წელს, მსახიობი რეჟისორ ბურაქ ჯევიქის დრამის ჟანრის მხატვრულ ფილმში -  „Tuzdan Kaide“ - გადაიღეს, რომლის მსოფლიო პრემიერაც  21 თებერვალს შედგა.

პ ი რ ა დ ი:  2005 წელს ჰაზანი ცნობილ მსახიობსა და რეჟისორს, ერჯან ქესალს გაჰყვა ცოლად და ქმრის გვარი მიიღო. ერთი წლის შემდეგ, წყვილს ვაჟი შეეძინა, რომელსაც პოირაზი დაარქვეს.

ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ე ბ ი:

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:

ჰაზან ქესალი / Nazan Kesal / Hazan
სულ კომენტარი: 0
avatar