დამატება

ჰაზარ ერგუჩლუ / Hazar Ergüclü (თურქი მსახიობი) ბიოგრაფია

27.02.2017 - 12:58
ბიოგაფია: ჰაზარ ერგუჩლუ / Hazar Ergüclü (თურქი მსახიობი) ბიოგრაფია

დაბადების სახელი: ჰაზარ ერგუჩლუ           
დაბადების თარიღი: 1 იანვარი, 1992 წელი
დაბადების ადგილი: ნიქოზია. კვიპროსი
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 2010 წლიდან
ზოდიაქო: თხის რქა
სიმაღლე: 168 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: ჰაზარი, თურქული სერიალების მოყვარული მაყურებლისთვის 2011-2013 წლებში გადაღებული დრამატული ტელესერიალიდან "ქუზეი გუნეი-Kuzey Güney" სიმაის როლით არის ცნობილი. ამჯერად, ის 2016 წელს გადაღებულ სერიალში "მაღალი საზოგადოება-Yüksek Sosyete" - მოგვევლინა ერთ-ერთ მთავარ როლში, სადაც ის ჯანსუს ანსახიერებს.

ჰაზარ ერგიუჩლუ, ნიქოზიაში დაიბადა. მამა გოგონას აიძულებდა, რომ იურისტის კარიერა გაეკეთებინა, რადგან ის სარფიან შემოსავალს იძლეოდა და ხელისუფლების ორგანოებისკენაც გზას თავისუფლად გაიკვლევდა. ამ მიზნით, კაცმა აშშ-იც კი შეურჩია ქალიშვილს პრესტიჟული  უმაღლეს სასწავლებელი. მაგრამ, გოგონამ თავისთვისაც მოულოდნელად, გადაწყვიტა მომავალი თეატრისთვის დაეთმო.  დიდი ხნის და დამაჯერებელი საუბრის შემდეგ, საქმე მსახიობის სასარგებლოდ გადაწყდა და მამა დაითანხმა.

ჰაზარი გარკვეული პერიოდი ახალგაზრდულ თეატრში მუშაობდა. ეს თეატრი შინაგანი თავისუფლების ნავთსაყუდელს წარმოადგენდა გოგონასთვის, სადაც მან თანდაყოლილი სიმორცხვე დასძლია და მსახიობურ სითამამეს მისცა თავი. აქ შენიშნა ის, რეჟისორმა დერვის ზაიმმა - მხატვრული ფილმისთვის -"ჩრდილი და სახე-Gölgeler ve Suretle", რომელშიც მსახიობმა ბრწყინვალედ შეასრულა რუჰსარის როლი.

2010 წლიდან, მსახიობი აქტიურად ჩაერთო ფილმების გადაღებებში, რითაც მან თურქ კინოკრიტიკოსებს დამაჯერებლად დაუმტკიცა, რომ: დრამის, მელოდრამის და კომედიური ჟანრების უბადლო შემსრულებელი იყო. გოგონას შემოქმედებაში წარმატებული ადგილი დაიკავა თურქულმა სერიალებმაც. 

სერიალში "ქუზეი გუნეი", შესრულებული სიმაის როლით, ის საქვეყნოდ ცნობილი გახდა. კინოკრიტიკოსებს ეშინოდათ, რომ ამ როლში გოგონა საკუთარი თავის სერიალის გმირთან ასოცირებას წარმოაჩენდა, ბოროტი და შურიანი გმირის განსახიერებას ვერ შეძლებდა და პროექტი ჩავარდებოდა. მაგრამ, მოხდა პრიქით, უარყოფითი პერსონაჟის შექმნით, მაყურებელმა გოგონა ძალიან თბილად მიიღო და შეიყვარა კიდეც. 

ამ წარმატებულ პროექტს, შემდეგში სხვადასხვა როლების განსახიერება მოჰყვა  სატელევიზიო სერიალებში, სადაც უარყოფითი პერსონაჟის ბოროტი სიმაის შემდეგ, მსახიობი საპირისპირო სახეების შექმნით დაკავდა და ამ ამოცანასაც ბრწყინვალედ გაართვა თავი.

ჰაზარმა, როცა ერთ-ერთ ინტერვიუში ჰკითხეს: მის მიერ შესრულებული როლებიდან, რომელი გმირი მოსწონდა ყველაზე მეტად, განაცხადა - "სიმაი! სიმაის სახეს ვერავის დავუთმობო".

20016 წელს მსახიობი, მელოდრამის ჟანრის ახალ სატელევიზიო პროექტში "Yüksek Sosyete " - "მაღალი საზოგადოება" მიიწვიეს ჯანსუს როლზე. სერიალი ორი სრულიად განსხვავებული სამყაროს წარმომადგენელ შეყვარებულ წყვილზე მოგვითხრობს.

პ ი რ ა დ ი: ჰაზარი განსხვავებულია, სხვა თურქი მსახიობი ქალებისგან პირადი ცხოვრებით. იგი ბუნებით ძალიან მორცხვია. უყვარს სიწყნარე და მშვიდი ყოფა. ძალიან ბევრს კითხულობს. ხშირად დადის მეგობრებთან. მას არ აინტერესებს ხმაურიანი ღონისძიებები: საღამოს წვეულებები და კაფე-ბარებსა და ღამის კლუბებში პოზირება. მსახიობი კატეგორიულად წინააღმდეგია თეატრისა და კინოს გარდა სხვა სფეროთიდაც დაკავდეს. მიუხედავად იმისა, რომ ბრწყინვალე აღნაგობისა და სიმაღლის გამო - მრავალგზის შეთავაზეს მოდელობა.

ჰაზარი, ჯერჯერობით - გაუთხოვარია და არ უყვარს პირადზე საუბარი. განსაკუთრებით ვერ იტანს ჟურნალისტებს, ამ სულის წურბელებს...

ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ე ბ ი: 
2010 - Shadows and Faces    
2012 - Full of Hunger    
2013 - Benim Dünyam    
2016 - Dar Elbise    
2016 - Mahalle   
2017 - Snow 

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:
2011–2013 - Kuzey Güney    
2013–2015 - Medcezir    
2015 - 2016 - Analar ve Anneler    
2016 - Yüksek Sosyete  
 

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.