დამატება

ილქერ აქსუმი / Ilker Aksum

11.09.2016 - 18:11
ბიოგაფია: ილქერ აქსუმი / Ilker Aksum

დაბადების სახელი: ილქერ აქსუმი
დაბადების თარიღი: 23 მაისი, 1971 წელი
დაბადების ადგილი: სტამბული, თურქეთი
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 1997 წლიდან
ზოდიაქო: ტყუპები
სიმაღლე: 175 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: ილქერ აქსუმი 1971 წლის 23 მაისს დაიბადა სტამბულში და დღემდე იქ ცხოვრობს. სკოლის დამთავრებისთანავე მიაგნო თავის მოწოდებას და მსახიობი გახდა. დასაწყისში ის მხოლოდ თეატრში მუშაობდა, შემდეგ კი - კინოში მიიწვიეს. 2003 წლიდან მსახიობი ყოველწლიურად უკვე მუდმივ გადღებებშია. პირველად მან 1999 წელს ითამაშა სერიალში "ჩარლი." მსახიობმა განათლება ანკარის კონსერვატორიაში მიიღო. 2006 წელს მან მიიღო "მეორე რანგის საუკეთესო მსახიობის" ტიტული. ილქერი ბრწყინვალედ თამაშობს დრამატულ როლებს. მას უნიკალური გარდასახვის უნარი აქვს, ერთნაირი სიძლიერით ქმნის: სასოწარკვეთილი, დამწუხრებული, მკაცრი, გაბრაზებული, ძალიან ძლიერი ადამიანის სახეებს. ის გადღებულია მრავალ ფილმსა და სერიალში. ყველაზე წარმატებული როლები მან შეასრულა სერიალებში: "დიდებული საუკუნე" და "ოცი წუთი". სულ მის ანგარიშზე 17 ფილმი და სერიალია. მან ასევე გაითქვა სახელი, როგორც თეატრის დრამატულმა მსახიობმა. ილქერი არც დაოჯახებული და არც დაქორწინებული. თითით ის ბეჭედს ატარებს, რის შესახებაც ხშირად ეკითხებიან, მაგრამ მსახიობი უბრალოდ პასუხობს: "ეს ჩემი ბეჭედი არ არის, ეს ალის ბეჭედია (ალი - სერიალის "ოცი წუთი" მთავარი გმირი) და გადღების დასრულების შემდეგ, თითიდან მოხსნა მავიწყდებაო". 

ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ო გ რ ა ფ ი ა: 
ჩინური კავშირის ორი მოაზროვნე / Iki kafadar Chinese Connection (ფილმი, 2013)
ბედნიერი ოჯახის წიგნაკი/ Mutlu aile defteri (ფილმი, 2013) 
20 წუთი / 20 Dakika (სერიალი, 2013) 
ცუდი გზა / Kötü Yol (სერიალი, 2012) 
ჩვენი დეიდა / Bizim Yenge (სერიალი, 2011) 
დიდი სასოწარკვეთა / Bizim Büyük Çaresizliğimiz (ფილმი, 2011) 
დიდებული საუკუნე / Muhtesem Yüzyil (სერიალი, 2011 – 2014) 
დრაკონის გზა / Ejder kapani (ფილმი, 2010) 
შემოდგომის ტკივილი / Güz sancisi (ფილმი, 2009)

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.