ბიოგრაფია

ილქერ ქალელი / İlker Kaleli (თურქი მსახიობი. ბიოგრაფია)

23.03.2018 თურქი მსახიობები 1053 0 0.0

Загрузка...

დაბადების სახელი:    ილქერ ქაან ქალელი / İlker Kaan Kaleli          
დაბადების თარიღი:  11 მაისი 1984 წელი
დაბადების ადგილი:  სტამბული, თურქეთი
პროფესია:  მსახიობი
კარიერა:  2012 წლიდან
ზოდიაქო:  კურო
სიმაღლე:  177 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა:  ილქერი, 1984 წლის 11 მაისს დაიბადა თურქეთში, ქალაქ სტამბულში. იგი თურქულ კინემატოგრაფში ცნობილი მსახიობია, თუმცა, სამსახიობო ხელოვნებაში, განსაკუთრებული მიღწევებით არ გამოირჩევა.

მსახიობის დედა წარმოშობით გერმანიიდან არის. მამა კი - ვანიდან (თურქეთი). ქალელის დედა, ულტრა თანამედროვე ქალბატონი გახლდათ. მამა კი- ტრადიციული თურქული ოჯახის წარმომადგენელი, რის გამოც, მათი ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა. მშობლები მაშინ გაიყარნენ, როცა ბიჭუნა სკოლის მოსწავლე იყო.

მომავალ მსახიობს, რთული ბავშვობა ჰქონდა, რაც განპირობებული იყო ოჯახში დედისა და მამის მუდმივი ჩხუბით, რამაც დიდად დააზარალა ბიჭუნას სულიერი სამყარო. მალე, მამამ მეორე ცოლი მოიყვანა და ილქერი ამ ხნიდან მოყოლებული, ვიდრე 17 წლამდე, მამასა და დედას შორის, ხელიდან-ხელში "გადადიოდა". როცა 17 წლის გახდა, ჩანთაში ჩაილაგა თავისი ნივთები და სახლიდან წავიდა. მსახიობი დღემდე მარტო ცხოვრობს დაქირავებულ ბინაში.
ბავშვობაში ილქერი, როკვარსკვლავობაზე ოცნებობდა. გიჟდებოდა "ნირვანას" სიმღერებზე და ამავდროულად, ქურთ ქობეინის თაყვანისმცემელი იყო. 13 წლის ასაკში, გიტარაზე დაკვრა დაიწყო. სკოლაში მან თავისი ჯგუფი ჩამოაყალიბა და კონცერტებით გამოდიოდა. მთელი მისი ახალგაზრდობის წლები, მუსიკასთან ასოცირდებოდა. მაგრამ, დაამთავრა რა სკოლა, უცებ მიხვდა, რომ მას მსახიობობა სურდა. (ჩემის აზრით, გასაოცარია ის, რომ რატომღაც ილქერს ამ დარგში, გაურკვეველი მიზეზებით, ისე არ გაუმართლა, როგორც სხვა მსახიობებს... მიუხედავად იმისა, რომ იგი სისტემატურად დადიოდა ქასთინგებზე) ...

პირველად მსახიობი, როცა 16 წელი უსრულდებოდა -  Coca Cola - ს სარეკლამო რგოლში გადაიღეს. როცა უმაღლესი განათლების მიღების დრო დადგა, ვაჟმა განათლების მისაღებად ლონდონი აირჩია და მუსიკისა და დრამატული ხელოვნების უნივერსიტეტში (LAMDA) - დაიწყო სწავლა. მას ძალიან მოსწონდა ლონდონი და სამშობლოში დაბრუნებას არ გეგმავდა. მისი ოცნება იყო ლონდონის ეროვნულ თეატრში თამაში. მაგრამ 2012 წელს ირფანის როლი შესთავაზეს სერიალში  "Kayıp Şehir", რაზეც თანხმობა განაცხადა.ამავე პერიოდში, მსახიობმა, სტამბულის უნივერსიტეტიც დაამთავრა არტკულტურისა და ხელოვნების მენეჯერის სპეციალობით.  აქ სწავლის პერიოდში, ილქერ ქალელი, პარალელურად სამსახიობო გაკვეთილებს გადიოდა შაჰიქა თექანდის სამსახიობო დაოსტატების სტუდიაში.

მსახიობი, მაყურებლისთვის ცნობილი გახდა 2015 წელს გადაღებული რეიტინგების ლიდერი სერიალით - "მამა" - თურქული წყაროთი სერიალს "პოირაზ ქარაიელი / Poyraz Karayel" - ჰქვია. აქ, მსახიობი ყოფილი პოლიციელის, პოირაზის მთავარ როლს ასრულებს. სერიალში მისი მეწყვილეა ცნობილი თურქი მსახიობი ქალი, ბურჩინ თერზიოღლუ, რომელიც აიშეგულ ჯილინგირის როლს ასრულებს.
მსახიობი სხვადასხვა ჟანრის სერიალების გადაღებებითაა დაკავებული, სადაც ძირითადად, მეორე ხარისხოვან როლებს თამაშობს.  2014 წელს გადაიღეს ერთადერთ მხატვრულ ფილმში  - „Silsile“, სადაც ჯენქის მთავარ როლს ასრულებს.

პ ი რ ა დ ი: ილქერი, სამსახიობო ხელოვნებით იმდენად ვერ გახდა ცნობადი სახე, რამდენადაც ყვითელი პრესითა და ჭორიკანა ჟურნალისტების ენატარტლობით. იგი თურქულ კინემატოგრაფში, ყველაზე „დიდ მექალთანედ“ აღიარეს. მას თურმე, რომანი ჰქონდა ისეთ თურქ ლამაზმან ქალ მსახიობებთან, როგორებიცაა: ბეგუმ ბირგორენი, გოქჩე ბაჰადირი, ბურჩინ თერზიოღლუ. ეს უკანასკნელი, რომელიც ასევე, ცნობილი მსახიობის, მურათ ილდირიმის ყოფილი ცოლი გახლავთ, სერიალის "მამა" - გადაღებებისას „დაითრია“... ამჟამად, წერენ, რომ წყვილი - ერთად ძალიან კარგად გრძნობს თავს ... თუმცა. საპირისპიროსაც ამბობენ - ერთმანეთი მობეზრდათ და დაშორდნენო...
ასევე ამბობენ, რომ ილქერ ქაან ქალელი, მურათ ილდირიმის მსგავსად, სამაგიდო თამაშებითაა გატაცებული და ხანდახან ბათუმის კაზინოებსაც სტუმრობსო...

ვაჟა ჩომახიძე.


 

ფ ი ლ მ ე ბ ი: 
2014 -    Silsile
ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:
2012 - Son    
2012 - 2013 - Kayıp Şehir    
2013 - Kayıp    
2015 - 2017 - Poyraz Karayel    

 

ქალელი, მსახიობი. ბიოგრაფია, Kaleli, თურქი, ილქერ
სულ კომენტარი: 0
avatar