ბიოგრაფია

ჯანან ერგიუდერი / Canan Ergüder / Janan ergiuderi (ბიოგრაფია)

09.08.2018 თურქი მსახიობები 50 0 0.0

Загрузка...

დაბადების სახელი:    ჯანან ერგიუდერი / Canan Ergüder     

დაბადების თარიღი:    15 ივლისი, 1977 წელი

დაბადების ადგილი:  სტამბული, თურქეთი

პროფესია:  თეატრისა და კინოს მსახიობი

კარიერა:   2006 წლიდან

ზოდიაქო:  კირჩხიბი

სიმაღლე:  170 სმ.

ა:  ჯანანი, 1977 წლის 15 ივლისს დაიბადა სტამბულში. ამერიკული ლიცეუმის დამთავრების შემდეგ უსქუდარში სოციოლოგიის შესწავლა დაიწყო "ფრანკლინისა და  მარშალის" სახელობის კოლეჯში, სადაც ბაკალავრის ხარისხი მიიღო. მას კიდევ სურდა სწავლის გაგრძელება და ამ მიზნით აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ნიუ-იორკის სამსახიობო სტუდიის თეატრალურ სასწავლებელში მოეწყო. აქ, სამსახიობო დაოსტატებაში მაგისტრის ხარისხი მიიღო და მსახიობთა სტუდიის წევრი გახდა.

ჯანანი  ლონდონის მუსიკისა და დრამატული ხელოვნების (LAMDA) აკადემიაში ჩატარებულ სემინარებში ღებულობდა მონაწილეობას. ამერიკაში ცხოვრებიდან 14 წლის შემდეგ, მსახიობმა პირველად მიიღო თურქი კინემატოგრაფებისგან მიწვევა ეთამაშა სერიალში  "Bicak Sirti". აქ მან სერას როლი შეასრულა. ამას შემდეგ მოჰყვა როლი პოპულარულ სერიალში "ათას ერთი ღამე" (ბინბირ გეჯე -- ედა). სერიალი დიდი პოპულარობით სარგებლობდა მრავალ ქვეყანაში, მსახიობს კი - ჯერარნახული პოპულარობა მოუტანა. სერიალებში გადაღებების პერიოდი მსახიობი თაატრშიც მუშაობდა.

სერიალების გადაღებებში მონაწილეობის დროს, აშშ-ში ოჯახთან ერთად მცხოვრები ჯანანი, იძულებული იყო ხშირად გადფრენილიყო თურქეთში.

2014 წელს მსახიობი გახმაურებულ სერიალში „ვარდების ომი“ გადაიღეს, სადაც ერთ-ერთ მთავარ, გულფემის როლს ასრულებს.

მსახიობი, ასევე, 10 წელი იყო დაკავებული საბალეტო ცეკვებით. 2 წელი ცეკვავდა "ფლამენგოს" ხოსე გრეკოსთან ერთად. იგი თავისუფლად ფლობს:  ინგლისურ, იტალიურსა და გერმანულ ენებს. კინემატოგრაფში ძირითადად დაკავებულია დრამის, კრიმინალური და დეტექტიური ჟანრის ფილმებისა და სერიალების გადაღებებში. ის ამჟამადაც წარმატებით განაგრძობს შემოქმედებით მოღვაწეობას და მიწვეულია 2018 წლის რამდენიმე პროექტში. ის მრავალჯერ არის დაჯილდოებული მეორე ხარისხოვანი როლების საუკეთესოდ შესრულებისთვის.

პ ი რ ა დ ი:  ჯანანი ამერიკაში ცხოვრების დროს გათხოვილი იყო ქრის ბურქენზე, რომელსაც არ მოსწონდა ამერიკასა და თურქეთს შორის გაჩხერილი ცოლის ქმედებები... ქმარმა ძაანაც იეჭვიანა - მღალატობსო. მშვიდობიანად პრობლემის გადაწყვეტა, რომ ვერ შეძლეს - გაიყარნენ.

ჯანანს არც კი განუცდია ოჯახის დანგრევის ამბავი... პირიქით, თავისუფლება იგრძნო და ვნების ოკეანეში მიუშვა აფრები. 2008 წელს რომანი გააჩაღა მსახიობ თარდ ფლორდუნთან, 2013 წელს კი - წყვილს ერთმანეთი  მობეზრდა და დაშორდნენ... 2016 წელს ჯანანს გაუმართლა და საყვარლად ქენან ეჯე გაიხადა

ჯანანს ერთი შვილი ჰყავს.

მსახიობს ძალიან უყვარს ცხენები, ამიტომაც ხშირად ჯირითობს.

ვაჟა ჩომახიძე

ფ ი ლ მ ე ბ ი:

2007 - Shooting Johnson Roebling   Nancy

2010 - Will (Babam İçin)      Mina Bilic      Yardımcı Karakter

2011 - Behzat Ç. Seni Kalbime Gömdüm    

2014 - The Water Diviner (Son Umut)       

2016 - Tight Dress (Dar Elbise)       

2016 - Kaos    

2017 - Raveling

2018 - Kaos

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:

2006 - 2007 - Bıçak Sırtı       Serra

2007 - Binbir Gece     Eda Akınay    

2010 - 2012 - Behzat Ç. Bir Ankara Polisiyesi        

2012 - Atlılar             

2013 - Galip Derviş   

2014 - 2016 - Güllerin Savaşı           

2016 - Yıldızlar Şahidim      

2016 - Tight Dress

2017 - Yildizlar Sahidim

თეატრი, ერგიუდერი, Ergüder, ჯანან, Canan, ბიოგრაფია, კინო, Janan, მსახიობი, ergiuderi
სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...