დამატება

ჯერენ მორაი / Ceren Moray მსახიობი (ბიოგრაფია)

30.04.2017 - 18:16
ბიოგაფია: ჯერენ მორაი / Ceren Moray მსახიობი (ბიოგრაფია)

დაბადების სახელი:   ჯერენ მორაი / Ceren Moray           
დაბადების თარიღი:  5 ივნისი, 1985 წელი
დაბადების ადგილი:  დიარბაქირი, თურქეთი
პროფესია:  მსახიობი
კარიერა:  2003 წლიდან
ზოდიაქო:  ტყუპები
სიმაღლე: 163 სმ.

ბიოგრაფია:  ჯერენი ბავშვობიდანვე ოცნებობდა მსახიობობაზე. სკოლის დამთავრების შემდეგ ის "Haliç" - ის უნივერსიტეტში მოეწყო, რომელიც თურქეთის განათლების სამინისტროს ბაზაზე არსებობს. ასევე სწავლობდა უნივერსიტეტის თეატრალურ განყოფილებაზე. მისი სამსახიობო დებიუტი 2003 წელს შედგა სერიალში "ბოლო ამოსუნთქვამდე / Serseri Aşıklar". აქ ის ტამაშობს ისეტ ცნობილ მსახიობებთან ერთად, როგორიცაა სალიჰ გუნეი, მუჯე არი დანურსე იდიზი.

2004 წელს მსახიობი ახალ ტელესერიალში "ბიძია / Dayı" - გადაიღეს. 2005 წელს კი - მინი-სერიალში "მძიმედ სუნთქვა /  Nefes Nefese", სადაც მასთან ერთად მონაწილეობენ მსახიობები: სინემ ქობალი და ჰაქან ურალი. ჯერენი ამ სერიალსი საკუტარ სიმღერას თავადვე ასრულებს. ცნობადობა გოგონამ სერიალით "ეილიულის პატარა პრობლემა / Bir Küçük Eylül Meselesi" - მოიპოვა. მაგრამ კრიტიკოსებისგა ყველაზე მაღალი შეფასება მან გახმაურებულ სერიალში -  "მოპარული ცხოვრება / O Hayat Benim", ეფსუნის როლის შესრულებისთვის დაიმსახურა. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა - "არათუ თურქულ კინემატოგრაფში, არამედ მსოფლიო კინოშიც ცოტა თუა ისეთი ტელე-მსახიობი, რომელსაც ასე ღრმად შეეძლოს ადამიანის შურიანი და ბოროტი ბუნების დამაჯერებლად გადმოცემა" - ო. 

არაბეთის გაერთიანებული საამიროების  MBC4 ტელეარხის პროგრამას "Türki Extra", მსახიობმა ინტერვიუ მისცა და აღნიშნა, რომ 10 წელია, რაც ვეგეტერიანელი გახდა და სერიალ "თავქარიანის / "Kavak yelleri" ბოლო სეზონის გადაღების პროცესში მან 39 კგ. დაიკლო. "მე ვტიროდი, რადგან არ შემეძლო არც ერთი ჩემი კაბის ჩაცმა. წავედი ისევ ექიმთან. დავიწყე ბევრი საჭმლის მიღება, რათა წონაში მომემატებინა. ძილის წინ ფქვილეულის საზიზღარ ცხელ კერძს ვჭამდი"... როგორც იქნა მოვიმატე და ჩემს ძველ წონას დავუბრუნდი" - განაცხადა მან.

მსახიობი ამჟამადაც განაგრძობს მხატვრულ პროექტებში მონაჭილეობას და მთავარ როლს შესრულებს დრამატულ სერიალში, რომლის სახელწოდებასაც არ ახმაურებენ და რომელიც ეკრანებზე 2019 წლის მეორე ნახევრიდან გამოვა.

ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ე ბ ი: 

2014 - Bi Küçük Eylül Meselesi    
2015 - Yok Artık!    
2016 - Olaylar Olaylar
2016 - El Değmemiş Aşk

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:

2003 - Serseri Aşıklar        
2004 - Dayı    
2005 - Nefes Nefese    
2007 - 2008 - Doktorlar    
2007 - 2010 - Kavak Yelleri    
2012 - İşler Güçler    
2014 - O Hayat Benim    

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.