დამატება

ქადირ დოღულუ / Kadir Dogulu (biografia) ბიოგრაფია

14.02.2017 - 11:39
ბიოგაფია: ქადირ დოღულუ / Kadir Dogulu (biografia) ბიოგრაფია

დაბადების სახელი:     ქადირ დოღულუ        
დაბადების თარიღი: 19 აპრილი, 1982 წელი
დაბადების ადგილი: მერსინი, თურქეთი
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 2010 წლიდან
ზოდიაქო: ვერძი
სიმაღლე: 179 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: ქადირი 1982 წელს დაიბადა თურქეთის ქალაქ მერსინში, მრავალშვილიან ოჯახში. მას ხუთი ძმა ჰყავდა. ოჯახი ღარიბულად ცხოვრობდა, რის გამოც მსახიობს ბავშვობიდანვე უწევდა შრომა: დაჰქონდა წყალი, აკეთებდა ველოსიპედებს. ბიჭი ყოველთვის ბარმენობაზე ოცნებობდა. როცა მას 17 წელი შეუსრულდა, სტამბოლში გადავიდა უფროს ძმასთან - ქემალთან, სადაც საკუთარი ძალები მოსინჯა ბარმენობასა და მზარეულობაში. როცა მან კარგი სამსახურის იმედი დაკარგა, მერსინში დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრა. 

ლამაზი გარეგნობისა და სიმაღლის შემწეობით, იგი მალე შენიშნეს და მოდელად მიიწვიეს. 
2010 წლიდან ქადირმა მსახიობობა დაიწყო. პირველი როლი (ალი) შეასრულა სერიალში
"პატარა საიდუმლოებები", სადაც მთავარ როლებს ცნობილი თურქი ვარსკვლავები: მერვე ბოლუგური, ბურაქ ოზჩივითი და სინემ ქობალი თამაშობდნენ. ამას შემდეგ, 2011 წელს -  გიუნეის როლი მოჰყვა სერიალსი "ცუდი შვიდეული".

ფართო აღიარება მსახიობს, 2013-2014 წლებში მაჯიდის როლის თამაშმა მოუტანა გახმაურებულ სერიალში "სტამბოლის ორი სახე". 2015 წელს მან გიოქჰანის როლი შეასრულა პოპულარულ სერიალში "დამარცხებული (უარყოფილი) სიყვარული". აქ მისი პარტნიორი ცნობილი მსახიობი ელიჩინ სანღუა.

იმავე წელს, ის მონაწილეობას ღებულობს დიდი და უძლეველი თურქი ხალხის ისტორიულ ეპოპეაში "დიდებული საუკუნე: ქოსემ სულთანი", სადაც მეჰმედ ხანის როლს ანსახიერებს.

პ ი რ ა დ ი: ჟაბუკობის ჟამს ქადირმა ოჯახის შექმნა გადაწყვიტა და ცნობილ მომღერალზე, ჰანდე იენერზე იქორწინა (2006-2010). მაგრამ, მათი კავშირი დიდხანმს არ გაგრძელებულა. წყვილი ერთმანეთს იმ დროს გაეყარა, როცა მსახიობის კარიერა ფეხს იდგამდა.

მაგრამ ქადირს, ამით ბევრი არაფერი დაუკარგავს. პირიქით, "სტამბოლის ორი სახის" გადაღებისას, ძალიან დაუახლოვდა პირმშვენიერ და სექსუალურ ნესლიჰან ათაგიულს და სასიყვარულო რომანი გააბა მასთან. არც ნესლიჰანი დარჩენილა გულგრილი ათლეტური აღნაგობის ვაჟის მიმართ და მალე 2015 წლის 26 ნოემბერს ერთმანეთი დანიშნეს, ხოლო, 2016 წლის 8 ივლისს იქორწინეს.

ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ე ბ ი: 

2013 - Bir Hikayem Var

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:

2010 - 2011 - Küçük Sırlar
2011 - 2013 - Pis Yedili
2013 - 2014 - Fatih Habriye
2015 - Sevdam Alabora
2015 - 2016 - Muhteşem Yüzyıl Kösem
2016 - Beyaz Gece

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.