დამატება

ქენან იმირზალიოღლუ / Kenan Imirzalioglu ბიოგრაფია

18.09.2016 - 16:47
ბიოგაფია: ქენან იმირზალიოღლუ / Kenan Imirzalioglu ბიოგრაფია

დაბადების სახელი: ქენან იმირზალიოღლუ
დაბადების თარიღი: 1974 წლის 18 ივნისი
დაბადების ადგილი: სოფელი უჩემი, ბეილა, ილჩის რაიონი, ანკარა, თურქეთი
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 1998 წლიდან 
ზოდიაქო: ტყუპები
სიმაღლე: 192 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: ქენან იმირზალიოღლუ 1974 წლის 18 ივნისს დაიბადა სოფელ უჩემში, ბეილა ილჩის რაიონში, ანკარის მხარეში. აქვე სწავლობდა დაწყებით კლასში 12 წლამდე. საშუალო სკოლა ანკარაში დაასრულა. აქ კარგად სწავლობდა და თამაშობდა სკოლის კალათბურთის გუნდში. თავდაპირველად უნივერსიტეტში ვერ მოხვდა, ამიტომ სოფელში დაბრუნდა და მთელი წელი ემზადებოდა. მეორე წელს, წარმატებით ჩააბარა გამოცდები სტამბულში ილდიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში მათემატიკის ფაკულტეტზე. თანაკურსელების ძალდატანებით სააგენტოში მოდელად დაიწყო მუშაობა. მონაწილეობა მიიღო "Best Model Of Turkey" კონკურსში და პირველი ადგილი დაიკავა. შემდეგ მონაწილეობა მიიღო "Best Model Of The World" კონკურსში და აქაც პირველი ადგილი მოიპოვა, რის შემდეგაც ბევრი მიწვევა მიიღო. რეჟისორმა ოსმან სინავმა ქენანი სერიალ "Deli yurek: Bumerang cehennemi" - "შეშლილი გული: ჯოჯოხეთური ბუმერანგი"-ში მთავარ როლზე მიიწვია. მან თანხმობა განაცხადა, რადგანაც ამ რეჟისორით აღფრთოვანებული იყო. სერიალი წარმატებული აღმოჩნდა. გადაღების შემდეგ, ქენანი ენის შესასწავლად ამერიკაში გაემგზავრა. დაბრუნების შემდეგ, მან ბევრი მიწვევა მიიღო. თამაშობს რეჟისორ უგურ იუჯელის ფილმებში, სადაც წარმატებულად გაართვა თავი როლებს. ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, 2009 წელს ქენანი სატელევიზიო სერიალში "ეზელი" მთავარი როლის შესრულებას იწყებს. ამ როლის შესრულებისთვის მან მსოფლიო აღიარების გარდა, საუკეთესო სამსახიობო როლის პრემიაც მიიღო. დღეისთვის მან ბოლო როლი ფილმში «Uzun Hikaye» - "დიდი ხნის ამბავი" ითამაშა, რომელიც 2012 წელს გადაიღეს, რის შემდეგაც ის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობთა რიგებში შევიდა. მისი ჰონორარი 4 მილიონ დოლარს გადაცდა. ასევე, ის შედის თურქეთის ყველაზე ლამაზ მსახიობ მამაკაცთა შემადგენლობაშიც. მიუხედავად სწრაფად მზარდი კარიერისა, მისი პირადი ცხოვრების საკითხები კონფიდენციალურობის საზღვრებს არ სცდება. საზოგადოებისთვის ცნობილია ბხოლოდ მისი წარსული რომანი მსახიობ ზეინეპ ბეიშერლერთან, რომელიც დაახლოებით 7 წელი გრძელდებოდა. 

ვაჟა ჩომახიძე.

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:
Deli Yürek (Yusuf Miroğlu) (1998–2002)
Alacakaranlık (Ferit Çağlayan) (2003–2005)
Acı Hayat (Mehmet Kosovalı) (2005–2007)
Ezel (Ezel Bayraktar) (2009-2011)
Karadayı (Mahir Kara) (2012-2015) 
ფ ი ლ მ ე ბ ი : 
2012-2015 წწ - Karadayi / ქარადაი 
2012 წ - Uzun hikaye / დიდი ხნის ამბავი 
Deli Yürek: Bumerang Cehennemi (Yusuf Miroğlu) (2001)
Yazı Tura (Hayalet Cevher) (2004)
Son Osmanlı Yandım Ali (Yandım Ali) (2006)
Kabadayı (Devran) (2007)
Ejder Kapanı (Akrep Celal) (2009)
Uzun Hikâye (2012)

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.