დამატება

მეჰმეთ აქიფ ალაქურთი / Mehmet Akif Alakurt

18.07.2016 - 09:26
ბიოგაფია: მეჰმეთ აქიფ ალაქურთი / Mehmet Akif Alakurt

დაბადების სახელი: მეჰმეთ აკიფ ალაკურთი
დაბადების თარიღი: 1979 წლის 23 ივლისი
დაბადების ადგილი: ფათსე, თურქეთი
პროფესია: მოდელი, მსახიობი
კარიერა: 2002 - დან
სიმაღლე: 190 სმ.
წონა: 95 კგ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: თურქული ფილმებისა და სერიალების ვარსკვლავი მეჰმეთ ალაკურთი დაიბადა 1979 წლის 23 ივლისს შავი ზღვისპირეთის უძველეს ქალაქ ფატსეში, თუმცა, ზოგიერთ მონაცემებს თუ დავუჯერებთ, სტამბულში. მამამისი სამხედრო მოსამსახურე იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ ის კარიერას იკეთებს სამოდელო ბიზნესში. მოდელობაზე მეჰმეთი დედამ დაითანხმა. მან მუშაობა დაიწყო - ის სააგენტოში, რომელიც 1989 წელს დაარსდა. 

სერიოზულმა და მომნუსხველმა აკიფ ალაკურთმა მალე მოიპოვა " თურქეთის პრინცის " ტიტული. გავიდა რამდენიმე წელი და იგი არმიაში გაიწვიეს. სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ მეჰმეთი დაუფიქრებლად დაუბრნდა სამოდელო ბიზნესს. 2000 წელს მან მოიპოვა "თურქეთის საუკეთესო მოდელ" - ის ტიტული. 2002 წელს იგი გადაიღეს სერიალში "გატეხილი გული". 2006 წელს კი ცნობილ სერიალში "სილა", სადაც ითამაშა ბატონის როლი ცნობილ მოდელ და მსახიობ ჯანსუ დერესთან ერთად. ამ როლის შესრულებით მან ასიათასობით ადამიანთა გულები დაიბყრო. 2013 წლისთვის იგი მიიწვიეს მთავარ როლში "ფათიჰ დამბყრობელი", სადაც ასევე ბრწყინვალედ ართმევს თავს ცნობილი ისტორიული პირის მეჰმედ დიდის როლის განსახიერებას, რომელმაც ბიზანტიის იმპერია დაამხო და ოსმანთა დიდი იმპერიის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი. უკვე ცნობილმა მსახიობმა და საოცარმა რომანტიკოსმა, ადვილად შეძლო მსოფლიოს ულამაზეს ქალთა გულების დაპყრობა. მან ჰოლივუდის სექს-სიმბოლო მამაკაცები ბევრით ჩამოიტოვა უკან. 

მეჰმეთს, სამწუხაროდ, არ უყვარს თავის ცხოვრებასა და რომანულ თავგადასავლებზე საუბარი, ის ხომ ზედმეტად სერიოზული და სიტყვაძუნწია. ამიტომაც ცდილობს ყველა ცნობილი ქალი ვარსკვლავი მასთან ინტიმური ურთიერთობების გაბმას... მეჰმეთი გატაცებულია ფსიქოლოგიით, მიუხედავად იმისა, რომ ფილმებში მას ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ურთულეს გმირთა როლების შესრულება უწევს, რეალურ ცხოვრებაში იგი ძალიან თავისუფალი პიროვნებაა: მიუხედავად ამისა, მან დღემდე მაინც ვერ შეძლო თავისი გულისწორის პოვნა. 

ვაჟა ჩომახიძე.

ითამაშა ფილმებში:

"გატეხილი გული"- 2002,

"მიწისქვეშა სასახლე"- 2004,

"ზეთისხილის რტო"- 2005,

"სილა"- 2005,

"Haci"- 2006, "ადანალი"- 2008,"

ფათიჰ დამპყრობელი"-2013 

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.