დამატება

მერიჩ არალი / Meric Арал (მსახიობის ბიოგრაფია)

19.03.2017 - 12:26
ბიოგაფია: მერიჩ არალი / Meric Арал (მსახიობის ბიოგრაფია)

დაბადების სახელი:   მერიჩ არალი          
დაბადების თარიღი: 1 ივლისი 1990 წელი
დაბადების ადგილი: სტამბული, თურქეთი
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 2012 წლიდან
ზოდიაქო: კირჩხიბი
სიმაღლე: 165 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა:  მერიჩი 1990 წლის 1 ივლისს დაიბადა სტამბულში. იურისტების ოჯახში. იგი ახალგაზრდა თურქი მსახიობების ნიჭიერი თაობის წარმომადგენელია. გოგონა, მშობლების დაჟინებული თხოვნის გამო, იძულებული შეიქნა იურისტი გამხდარიყო. მან 2012 წელს Bilgi - ის უნივერსიტეტის იურიდიული და ლიტარეტურის ფაკულტეტი დაამთავრა იურისტის სპეციალობით.  მან მალე, ჩამყაყებული დამაჩლუნგებელი ადვიკატურის ოფისის ცხვრებას ვერ გაუძლო და მტიკეცე გადაწყვეტილება მიიღო, სამსახიობო ხელოვნებას დაუფლებოდა, რაზც ბავშვობიდანვე ოცნებობდა.

სამსახიობო ხელოვნების დაუფლება სტუდიაში Craft დაიწყო და პარალელურად კერძო მომზადებას გადიოდა ცნობილ პედაგოგთან ს. ქერიმუღლუსთან. მალე მსახიობი სხვადასხვა კინოსტუდიებმა მიიწვიეს პატარა პროექტებში სათანამშრომლოდ. 

2012 წელს გოგონა პირველ ტელეფილმში "სულთანი" გადაიღეს, ხოლო, 2014 წელს მხატვრულ ფილმში "დაივიწყე, რაც ჩაგჩურჩულე". აქ მან მედიჰას როლი შეასრულა, რითაც კრიტიკოსთა ყურადღება მიიპყრო. გადასაღებ მოედანზე ის მჭიდროდ თანამშრომლობდა ცნობილ თურქ მსახიობ ქალთან - ფარა ზეინეპ აბდულასთან, ვისგანაც ბევრი რამ ისწავლა.

2015 წელს მსახიობი კიდევ ერთ ახალ ფილმში "სიყვარულის საფასური" გამოჩნდა ეზგის როლით. 
გოგონას ფოტოგენურობამ და ქარიზმატულობამ განსაზღვრა მისი მომავალი ბედი სამსახიობო კარიერაში, რაც 2013 წლების თურქული სერიალების ყველაზე რეიტინგული პროექტში
"გზაჯვარედინი" - მიწვევით გამოიხატა, რომელშიც მსახიობმა ჰალეს როლი შეასრულა. იგი ამომავალ ვარსკვლავ ჩაგათაი ულუსოისთან ერთად მონაწილეობდა ამ პროექტში.

2015 წელს მსახიობი კიდევ ერთ ახალ ფილმში "სიყვარულის საფასური" გამოჩნდა - ეზგის როლით. 

2016 წელს კი - მსახიობი ყველაზე გახმაურებულ პროექტში "მაღალი საზოგადოება" გამოჩნდა ეჯეს როლით. 
მიუხედავად პოპულარობისა და საკმაო ცნობადობისა,  მერიჩი იშვიათად გამოჩნდება ხოლმე ბულვარული პრესის ფურცლებზე. რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, ჯერჯერობით, ამაზე ცნობები არ მოიპოვება.

ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ო გ რ ა ფ ი ა: 
2016 - Yüksek Sosyete ... Ece
2016 - Hesapta Аск ... Ezgi
2014 - Unutursam Fisilda ... Mediha
2014 - Muska ... Melis
2013 – 2015 - Medcezir ... Hale

 

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.