დაბადების სახელი: მერიემ სარა უზერლი
დაბადების თარიღი: 1983 წლის 12 აგვისტოს
დაბადების ადგილი: გერმანია, ქალაქი კასელი.
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 2004 წლიდან
ზოდიაქო: ლომი
სიმაღლე: 173 სმ.
ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: მერიემ უზერლი თეატრისა და კინოს გერმანელი - თურქი მსახიობია. მისი სრული სახელია მერიემ სარა უზერლი, Meryem Sahra Uzerli. ის დაიბადა 1983 წლის 12 აგვისტოს გერმანიაში, ქალაქ კასელში. მამის მხრიდან, ის თურქია, დედის მხრიდან - გერმანელი. თავად მერიემი თავს გერმანელად თვლის, რადგანაც მისი თქმით, ის გერმანიაში დაიბადა და აღიზარდა. მას ჰყავს ორი ძმა და და. მერიემი ყველზე უმცროსია. მან სამსახიობო ხელობა გერმანიაში, "ფრეზე"-ს სკოლაში შეისწავლა და იმავდროულად თეატრშიც მუშაობდა. მას იღებდნენ გერმანულ ფილმებში. ჩინებულად გაიარა ქასტინგი როკსოლანას როლზე ტელესერიალში "დიდებული საუკუნე". მერიემი, ჰიურემ - სულთანის როლის შესასრულებლად, მრავალ მსახიობ ქალთა შორის შეარჩიეს. ამ როლით მან მთელს მსოფლიოში გაითქვა სახელი. მას თურქეთის ერთ-ერთ ულამაზეს მსახიობ ქალად თვლიან.
ვაჟაა ჩომახიძე.
ფილმოგრაფია:
"დიდებული საუკუნე"- 2011
"საქმე ორისთვის"- 2010
"დაუბრუნებელი რეისი"- 2010
"ვარსკვლავები ყინულზე"- 2009
"სულელური უიქენდი"- 2009
"ინგა ლინდსტრიომი"- 2008