დამატება

მერვე ბოლუგური / Merve Bolugur

05.09.2016 - 14:42
ბიოგაფია: მერვე ბოლუგური / Merve Bolugur

დაბადების სახელი: მერვე ბოლუგური
დაბადების თარიღი: 16 სექტემბერი 1987წ
დაბადების ადგილი: სტამბული, თყრქეთი
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 2006 წლიდან
ზოდიაქო: ქალწული
სიმაღლე: 166 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: მერვე 1987 წლის 16 სექტემბერს დაიბადა თურქეთში ქ, სტამბულში. იგი ახალგაზრდა ტალანტი მსახიობია. აღიარებულია სერიალის ”ქუზეი გუნეი" ვარსკვლავ მსახიობად. სამსახიობო ხელოვნებას ის სტამბულში დაეუფლა, შემდეგ, მაშინვე დაიწყო სარეკლამო რგოლებში გადაღებები. დაბალი სიმაღლის მიუხედავად, მსახიობი, ჩინებულად გამოიყურება ვიდეო და ფოტო გადაღებებში. მსახიობობაზე მას არც კი უოცნებია. დაკავებული იყო სარეკლამო საქმიანობით და კამერის წინ მუშაობის წესებს სწავლობდა. საბავშვო ზღაპარში სინჯისას, გაარკვია, რომ აუცილებლად უნდა გადაღებულიყო ფილმებშიც. 

2006 წლიდან მსახიობი, აქტიურად ჩაება კინო გადაღებებში, კერძოდ, სერიალებში. ამჟამად, მერვე საკმაოდ პოპულარულია თურქულ სივრცეში. 2010 წელს მას გადასცეს ყველაზე პერსპექტიული მსახიობის პრემია, ხოლო, მომდევნო წელს, ის მეორე ხარისხოვანი როლების საუკეთესო შემსრულებელი გახდა. 2013 წელს მისთვის სპეციალურად დაიწერა ნურბან სულთანის როლი პოპულარული სერიალისთვის "დიდებული საუკუნე". გადასაღებ მოედანზე მისი პარტნიორი გახდა დამწყები მსახიობი ენგინ ოზთურქი. ყოველ სერიაში მერვეს ჰონორარის სახით  6,5 ათას დოლარს უხდიდნენ. 

ვაჟა ჩომახიძე.

ითამაშა ფილმებსა და სერიალებში: 

-მინი სერიალში "დამწყები ჯადოქარი", "შავი პრინცი", 2007-"ახალი სიყვარული", "გოაში", 2008-"ნახვამდის", 2009-"ცეცხლი და ფერფლი", 2010-"პატარა საიდუმლოებანი", 2011-"ქუზეი გიუნეი", "დიდებული საუკუნე"

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.