ბიოგრაფია

მინე თუგაი / Mine Tugay

21.04.2016 თურქი მსახიობები 1265 0 0.0

Загрузка...

დაბადების სახელი: მინე თუგაი

დაბადების თარიღი: 28 ივლისი, 1978 წელი

დაბადების ადგილი: ქონია, თურქეთი

პროფესია: მსახიობი

კარიერა: 2004 წლიდან

ზოდიაქო: ლომი

სიმაღლე: 170 სმ.

ბიოგრაფია: მინე თუგაი ქონიაში დაიბადა, ანატოლიის ცენტრალურ ნაწილში. (ეს ქალაქი იმით არიც ცნობილი, რომ გასულ საუკუნეში, იქ მრავალი სომეხი ცხოვრობდა. მაგრამ გენოციდის დროს ისინი დახოცეს და ნაწილს დეპორტი გაუკეთეს).

19 წლის ასაკში, მინემ საკუთარი თავი მსახიობობაში მოსინჯა. როცა მან ლიცეუმის დიპლომი აიღო, მომავალ პროფესიაზე დაფიქრდა და გადაწყვიტა პროფესიონალი მსახიობი გამხდარიყო. ამ მიზნით, სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩააბარა.

2005 წელს მსახიობმა არა მარტო კონსერვატორიის დიპლომი აიღო, არამედ ბაჰჩეშირის უნივერსიტეტის მსახიობის დიპლომიც. ამ დიპლომების მიღებისთანავე, მინე „სამავერ კუმპანიის“ თეატრში აიყვანეს. აქ ის მონაწილეობას ღებულობდა სხვადასხვა თეატრალურ დადგმებში. მათგან აღსანიშნავია სპექტაკლი - „შავი ქათამი“, რისთვისაც იგი კინოფესტივალის „ლომები“ პრიზით დააჯილდოვეს. აქედან, მისი კარიერა იმით დაიწყო, რომ 2002 წელს სერიალში „Gülbeyaz“, ბაშაქის როლზე მიიწვიეს.

2004 წელს მსახიობს სერიალში „Aliye“ დეფნეს როლი შესთავაზეს. იმავე წელს, მინი-სერიალში „Adı Aşk Olsun“ ედას სახასიათო როლი შეასრულა.

2005 წელს, ლამაზი, ჭკვიანი და ელეგანტური მსახიობი მხატვრულ ფილმზე „Gönül yarasi“ მუშაობს. 2006 წელს კი - სერიალში „Gülpare“ მთავარი როლი შეასრულა. 2007 წელს მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმში „Yoldaki Kedi“ შესრულებული მთავარი როლისთვის პრესტიჟული ჯილდო მოიგო.

2010-2013 წლებში სერიალში „Öyle Bir Geçer Zaman ki“ ბაჰარის როლი ითამაშა.

20013-2015 წლებში, მან სერიალში „Medcezir“ (გზაჯვარედინი) ერთ-ერთი მთავარი, დედისა და ცოლის, ენდერ სერეზას როლი შეასრულა.

საკუთარ ინტერვიუში მინემ განაცხადა, რომ: „ მე ძალიან არ მომწონს ჩემს მიერ განსახიერებული პერსონაჟები, რადგან ისინი ძირითადად უარყოფითები არიანო“. მაგრამ პოპულარულ სერიალში „Öyle Bir Geçer Zaman ki“, შესრულებულმა ბაჰარის როლმა, ის ძალიან მიიზიდა ოღონდ, მისთვის უცნობი იყო, თუ როგორ დამთავრდებოდა სერიალი და რა ბედი ელოდა მის გმირს, რადგან სცენარი მზა სახით არ არსებობდა და იგი ყოველკვირეულად იქმნებოდა, რის გამოც მსახიობი ძალიან ღელავდა.

პ ი რ ა დ ი: მსახიობი დაოჯახებული არ არის. არც ქმარი ჰყავს, არც ბავშვები და არც საყვარელი. თეატრში და კინოში მოღვაწეობის კვალდაკვალ, ის სარეკლამო რგოლებშიც გამოჩნდება ხოლმე.

ფ ი ლ მ ე ბ ი:

2010 - Herkes mi aldatir?

2010 - Kapalı Çarşı

2007 - Yoldaki Kedi

2006 - Hacivat Karagöz neden öldürüldü?

2005 - Gönül yarasi

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:

2015 - Çilek Kokusu

2014 - Kalp Hirsizi

2013 - MedCezir

2010 - 2012 - Behzat Ç.: Bir Ankara Polisiyesi

2010 - 2013 - Öyle Bir

2009 - Aynadaki düsman

2008 - Sinif

2007 - Benden baba olmaz

2006 - Gülpare

2005 - Aşk Her Yaşta

2004 - Adı Aşk Olsun

2004 - Aliye

2002 - Gülbeya

ბიოგრაფია, მინე თუგაი, Mine Tugay, მინე თუგაი Mine Tugay
სულ კომენტარი: 0
avatar

Загрузка...