დამატება

ნაზ ელმასი / Naz Elmas

19.11.2016 - 10:43
ბიოგაფია: ნაზ ელმასი / Naz Elmas

დაბადების სახელი: ნაზ ელმასი
დაბადების თარიღი: 16 ივნისი 1983 წელი
დაბადების ადგილი: სტამბული, თურქეთი
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 2002 წლიდან
ზოდიაქო: ტყუპები
სიმაღლე: 165 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: თანამედროვე თურქული სერიალების საკმაოდ ცნობილი მსახიობი, ნაზ ელმასი სტამბულში დაიბადა. დედამისი სკოლის მასწავლებელი იყო, მამა კი - სარეკლამო სფეროში მუშაობდა. გოგონას ჰყავს უფროსი და, რომელიც შემდეგში მსახიობი გახდა. 

2001 წელს ნაზმა საშუალო სკოლა დაამთავრა და დრო უქმად რომ არ დაეკარგა გადა-წყვიტა უნივერსიტეტში სამსახიობო ხელოვნებას დაუფლებოდა. 

2002 წელს თავისი პირველი როლი, მსახიობმა მინი სერიალში „Gülbeyaz“ შეასრულა. შემდეგ კი - ის, 2004 წელს მხატვრულ ფილმში „G.O.R.A.“ მიიწვიეს მცირე როლზე. 

ელმასის სამსახიობო კარიერის მაღლა სვლა 2004 წლიდან დაიწყო, როცა მან ერთ-ერთი მთავარი, ჰავინის როლი შეასრულა ცნობილ სერიალში „Haziran gecesi“. 

2006 წელს მსოფლიოს ტელე-ეკრანებზე გამოვიდა ცნობილი სერიალი „Candan öte“ – „განშორების სევდიანი ფერი“, სადაც მსახიობი უფროსი დის გიულენის როლს ასრულებს. 

ნაზ ელმასი შემართებით ავითარებდა თავის სამსახიობო უნარებს და სხვადასხვა სახასიათო როლები შეასრულა ისეთ მხატვრულ ფილმებში, როგორიცაა: "The Trap for Butterflies", "Doctors", და "The Shadow".

2011 წელს მსახიობი ორ სერიალში „Ya Sonra?“ და „El gibi“ გამოჩნდა ერთდოულად.

20013 წელს კი - პერსპექტიულმა მსახიობმა სერიალში - „Güzel Çirkin“, ნაზლის როლის შესრულებით გამოიჩინა თავი. 

დღესდღეისობით, ნაზ ელმაზი დამაჯერებლად პოპულარულია მაყურებლებში... და კრიტი-კოსებიც დარწმუნებულნი არიან, რომ მისი შემოქმედებით პოტენციალი ბოლომდე არ არის გახსნილი და იგი სულ მალე, სხვადასხვა რაკურსით დაგვანეხებს საკუთარ თავს, როგორც ფილმებში, ისე - სერიალებში. 

ვაჟა ჩომახიძე

ფ ი ლ მ ე ბ ი:
G.O.R.A. - 2004
The Trap for Butterflies - 2007
Doctors (the movie was filmed in - 2008
The Shadow - 2009

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:
Güzel Çirkin - 2013 
Ay Tutulmasi – 2011
Ya Sonra? - 2011
El gibi - 2007
Candan öte – 2006
Haziran gecesi - 2004
Gülbeyaz - 2002 

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.