დამატება

ნესლიჰან ათაგიული / Neslihan Atagül

23.07.2016 - 10:43
ბიოგაფია: ნესლიჰან ათაგიული / Neslihan Atagül

დაბადების სახელი: ნესლიჰან ათაგიული / Neslihan Atagül

დაბადების თარიღი: 1992 წ, 20 აგვისტო

დაბადების ადგილი:  სტამბული, თურქეთი

პროფესია: მსახიობი, მოდელი

კარიერა:  2006 წლიდან

ზოდიაქო: ლომი

სიმაღლე:  168 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: ნესლიჰან ათაგიული, თურქული კინემატოგრაფიის უკანასკნელი წლების ყველაზე პერსპექტიული წარმომადგენელი ქალი მსახიობია. იგი სტამბულში დაიბადა 1992 წლის 20 აგვისტოს. მამამისი მძღოლად მუშაობდა, დედა კი - დიასახლისობდა. მას უფროსი ძმა ჰყავს.გოგონას კინოსადმი ინტერესი ბავშვობიდანვე გაუჩნდა. სიამოვნებით უყურებდა სამამულო წარმოების სერიალებს, ფილმებს და მსახიობობაზე ოცნებობდა. მოზარდილობის ასაკში, მან ძალები მოსინჯა კინოს შოუ ბიზნესში. დედასთან ერთად, 13 წლის ასაკში, იგი რამდენიმე სააგენტოს ეწვია და თავისი ფოტოები დაუტოვა. სარეკლამო სააგენტოებმა გოგონა მოიწონეს და მას რეკლამაში მონაწილეობა შეთავაზეს, რასაც სიამოვნებით დათანხმდა. პირველივე ცდებიდანვე, ნესლიჰანი ცნობილი თურქული ბრენდების სახე გახდა.

გოგონას არაჩვეულებრივმა სილამაზემ, მის წინსვლაში განსაკუთრებული როლი შეასრულა და მისი სამოდელო კარიერაც წარმატების გზას დაადგა. მაგრან, ნესლიჰანს ყველაზე მეტად კინო აინტერესებდა. ამიტომ, ის გამალებით ცდილობდა, რაიმე როლი აეღო რომელიმე სერიალსა ან ფილმში. ლამაზმანის ოცნებამ, მალე შეისხა ფრთები. ის კინოსტუდიის აგენტებმა შენიშნეს. გოგონას სამსახიობო კარიერაც წარმატებულად დაიწყო. მისი დებიუტი კინოსამყარიში მხატვრული ფილმით „პირველი სიყვარული“, შედგა. მისთვის, აქ შესრულებული როლი ზედგამოჭრილი აღმოჩნდა: რომანტიზმი, გარეგნობა და მშვიდი მანერები.

შემდეგი როლი, მან სერიალში „ფოთოლცვენა“ - შეასრულა, რაც კრიტიკოსებს მხედველობიდან არ გამორჩენიათ. გოგონას შესახებ, დადებითი რეცენზიები დაწერეს და კარგი მომავალიც უწინასწარმეტყველეს. 2011 წელს ნესლიჰანს მონაწილეობა შეთავაზეს ფილმში, რომელიც წარმატებული იყო არა მარტო თურქეთში, არამედ მის გარეთაც. სურათში „განსაწმენდელი“, მან ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა, რისთვისაც ბევრ ნომინაციაზე და პრესტიჟულ კინოფესტივალებზე წარადგინეს.

ამომავალი ვარსკვლავის მნიშვნელოვანი ეტაპი, სამსახიობო კარიერაში, სერიალიდან „სტამბულის ორი სახე“, დაიწყო. აქ მან თავისი დიდი სიყვარულიც იპოვა, მსახიობი ქადირ დოღულუ.

რამდენიმე ხნის უკან, მსახიობი ტელესერიალში „შენი ზოდიაქოს ფერი“ გადაიღეს, სადაც მისი პარტნიორი გახდა ყველაზე ლამაზი თურქი მამაკაცი მსახიობი ბურაქ ოზჩივითი, რომელსაც კინოკარიერის მანძილზე, ყველაზე ლამაზ თურქ მსახიობ ქალებთან უწევს მუშაობა. (შეუხედავებს არ ეკარება).

პ ი რ ა დ ი: როგორც ეს მსახიობთა უმეტესობას ემართება, ნესლიჰანსაც გადასაღებ მოედანზე შეუყვარდა ქადირ დოღულუ. მათ შორის ნორმალური და სასიამოვნო ურთიერთობა ჩამოყალიბდა და იგი დღემდე გრძელდება. შეყვარებულები, მიუხედავად დაძაბული სამუშაო გრაფიკისა, მაინც პოულობენ საურთერთობო დროს: ერრთად ისვენებენ, მოგზაურობენ და ესწრებიან საზოგადოებრივ შეკრებებსა, თუ წვეულებებს. მალე მათ იქორწინეს.

აღსანიშნავია, რომ ბევრს კამათობენ გოგონას გარეგნობაზე, რადგან დიდ ინტერეს იწვევს მისი განსაკუთრებული აზიური ვიზუალი და ზუსტი გენეტიკა ჯერჯერობით ვერ გაარკვიეს. მაგრამ, ცნობილია, რომ მამის ხაზით, მსახიობი ჩერქეზული წარმომავლობისაა. ჟურნალისტებთან საუბრისას, ბევრის გასაოცრად - მან განაცხადა, რომ არ უყვარს ძვირფასეულობისა და თანამედროვე ტექნოლოგიური სისტემების შეძენა, რითაც განსაკუთრებით ცნობილია კინოსამყაროს წარმომადგენელთა მისწრაფება.

ვაჟა ჩომახიძე.

ფილმები და სერიალები: 

2006 год – «პირველი სიყვარული»,

2006-2009 год – «ფოთოლცვენა»,

2011 год – «ძვირფასი მამიკო», «განსაწმენდელი», «ცხოვრება გრძელდება», «გულმა შენ აგირჩია»,

2012 год – «არაფი»,

2013 год – «სტამბულის ორი სახე», «ფათიჰ ჰარბიე»,

2015 год – «შენი ზოდიაქოს ფერი».

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.