დამატება

ნურგულ ეშილჩაი / Nurgul Yesilcay

18.07.2016 - 11:18
ბიოგაფია: ნურგულ ეშილჩაი / Nurgul Yesilcay

დაბადების სახელი: ნურგულ ეშილჩაი
დაბადების თარიღი: 26 მარტი 1976.
დაბადების ადგილი: აფიონი, თურქეთი
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 1998 - დან

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: ცნობილი თურქი მსახიობი ქალი ნურგულ ეშილჩაი დაიბადა 1976 წლის 26 მარტს აფონში, დასავლეთ თურქეთში. გაიზარდა იზმირში. სამსახიობო ხელოვნებას დაეუფლა ანატოლიის ინსტიტუტსა და ესქიშეჰირის უნივერსიტეტის სპეციალურ სკოლაში. 2004 წელს ნურგული ცოლად გაჰყვა ჯემა იუოზერს, რომელსაც დასცილდა 2010 წელს. 2005 წელს მას შეეძინა ვაჟი ოსმანი. 

ნურგული ერთ-ერთი წარმატებული და მოთხოვნადი მსახიობი ქალია თურქეთში. მას იღებენ კინოსა და ტელევიზიებში. 1998 წელს ითამაშა თავისი პირველი როლი ფილმში "ყველაფერი კარგად იქნება". 

თურქი მაყურებელი მას იცნობს ტელესერიალებით "სიყვარული და სასჯელი" და "პატარძალი". 

გადაღებულია ფილმებში: "ძარცვა ელისეის მინდვრებში"- 2012, "ჩინარა"- 2011, "სიყვარული და სასჯელი"- 2010, "სინდისი"- 2008, "სამოთხის მხარეს"- 2007, "ადამის მატარებელი:-2007, "პატარძალი"-2006, "მომიყევი, სტამბული!"- 2005, "მუმია გაქცევაში"- 2002, "ჩანჩქერი"- 2006, "მეორე გაზაფხული" -1999-2001, "ყველაფერი კარგად იქნება"- 1998. "ნამსხვრევები" 2013წ.

ვაჟა ჩომახიძე.

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.