დამატება

ოქან იალაბიქი / Okan Yalabık

18.07.2016 - 09:58
ბიოგაფია: ოქან იალაბიქი / Okan Yalabık

დაბადების სახელი: ოქან იალაბიქი
დაბადების თარიღი: 1978 წლის 13 დეკემბერს
დაბადების ადგილი: სტამბული, თურქეთი
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 1997 წ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: მსახიობობაზე ბავშვობიდანვე ოცნებობდა. გამოდიოდა სკოლის თეატრში. ჩაირიცხა სტამბულის უნივერსიტეტში, რათა ნამდვილი სამსახიობო განათლება მიეღო. 2000 წლის დასაწყისში მან პროფესიული კარიერა ტელევიზიაში დაიწყო. აქ როლებს ასრულებდა ტელესერიალებში. პირველი როლი ითამაშა სერიალში: "Serseri"- 2003 წელს. ნამდვილი წარმატება, მას  იბრაჰიმ ფაშას როლმა მოუტანა სერიალში "დიდებული საუკუნე". 2011 წელს ოქანი დააჯილდოვეს საუკეთესო მსახიობის პრემიით. 2008-2009 წლებში პიესებში მონაწილეობისათვის მიიღო ორი ჯილდო- "39 საფეხურში" მან განასახიერა ათზე მეტი პერსონაჟი, რაც ნაწარმოების განსაკუთრებული სტრუქტურით იყო გამოწვეული. ოკანის სამსახიობო შესაძლებლობები უსაზღვროა. მას აქვს განსაკუთრებული, ხავერდოვანი ხმა, რის გამოც ფილმების, მულტფილმების, რეკლამებისა და სხვადასხვა გადაცემების გახმოვანება უწევს. 

გადაღებულია ფილმებში: "დიდებული საუკუნე"- 2011, "ნადირობის სეზონი"- 2010, "შემოდგომის ტკივილი"- 2009, "ცისფერთვალება გიგანტი"- 2007, "პირველი სიყვარული"- 2006, "მექალთანე"- 2005, "რა გინდათ"- 2005, "მაგია"- 2004, "თავისუფალი"- 2003, "იოლი ფული"- 2002. 

ვაჟა ჩომახიძე.

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.