დამატება

ოზჯან დენიზი / Özcan Deniz

11.09.2016 - 18:25
ბიოგაფია: ოზჯან დენიზი / Özcan Deniz

დაბადების სახელი: ოზჯან დენიზი
დაბადების თარიღი: 1972 წ. 19 მაისი
დაბადების ადგილი: ანკარა, თურქეთი
პროფესია: ანკარა, თურქეთი
კარიერა: 1996 წლიდან
სიმაღლე: 178 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: ოზჯან დენიზი დაიბადა 1972 წლის 19 მაისს ანკარაში. 1977 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად აიდინში გადავიდა. ოზჯანმა ნაადრევად მიატოვა სკოლა და მუსიკით დაკავდა. როცა ის 13 წლის გახდა იზმირის ერთ-ერთ ახალგაზრდულ მუსიკალურ ჯგუფში გაწევრიანდა და იქ დაიწყო სიმღერა. 16 წლის ასაკში კონცერტებს მართავდა ანტალიაში. 17 წლის ასაკიდან ის უკვე თავის ოჯახს არჩენდა. მალე საცხოვრებლად სტამბულში გადავიდა. რამდენიმე ხანი პავილიონებში გამოდიოდა, შემდეგ კი გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში წავიდა, სადაც 3 წელი დაჰყო და ისევ სტამბულში დაბრუნდა. გერმანიაში მან გაიცნო იაშარ იამური და მასთან თანამშრომლობის წყალობით გამოუშვა თავისი პირველი ალბომი "შენ ისევ მაიძულე ტირილი". სტამბულში ოზჯანმა ხილმი თაფალოღლუ და მომღერალი მაჰსუნ კირიმიზოღლუ გაიცნო. ამის შემდეგ, დიდი ტირაჟით პირველად გაიყიდა მსახიობის ალბომი "ჩემი ანგელოზი". არმიაში გაწვევის გამო მან მუსიკალური კარიერა 3 წლით შეწყვიტა. არმიიდან დაბრუნების შემდეგ მან ერთდროულად დაიწყო მუშაობა ალბომებზე და სერიალებში. გამოუშვა ალბომი "ვასრკვლავი ვენერა" და "როგორც ლომი". 2002 წელს ის გადაიღეს სერიალში "ჩემი სიყვარული დასეირნობს მთებში", რამაც დიდი პოპულარობა მოუპოვა მას. ასევე წარმატებით აგრძელებს მუსიკალურ კარიერასაც. 2003 წელს მან ყველას დაანახა, რომ მისი სამსახიობო ტალანტი წინსვლას განიცდის. მას იღებენ არამარტო სერიალებში, არამედ სრულ მეტრაჟიან ფილმებშიც. ამჟამად ის სამსახიობო კარიერასაც განაგრძობს და კონცერტებშიც გამოდის არამარტო თურქეთში, არამედ ევროპის ქვეყნებშიც, განსაკუთრებით გერმანიასა და საფრანგეთში.

ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ო გ რ ა ფ ი ა: 
შავი ვარდი - 2013 
წყალი და ცეცხლი - 2013 
შენ, ჩემი სახლი ხარ – 2012 
არაფი – 2012 
ერთხელ ოსმანეთის იმპერიაში / Bir Zamanlar Osmanli (სერიალი, 2012) 
რა იქნება შემდეგ? / Ya sonra – 2011 
სახიფათო სიყვარული – 2009 
Ask Yakar – 2009 
სიყვარულის ცეკვა – 2008 
ბედი - 2007 
ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ შავ პრინცს – 2006 
ივნისის ღამე – 2004 
სად არის ბირიუზოვაია – 2004 
Asmali konak: ცხოვრება – 2003 
ახლა ის ჯარისკაცია – 2003 
ყურძნის ლერწმის საცხოვრებელი / Asmali konak (სერიალი, 2002) 
გაფლანგული ფული – 2002 
დაწოლა – 1997 
Yer çekimli asklar – 1996

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.