დამატება

ოზლემ ქონქერი / Özlem Conker

08.09.2016 - 09:40
ბიოგაფია: ოზლემ ქონქერი / Özlem Conker

დაბადების სახელი: ოზლემ ქონქერი
დაბადების თარიღი: 1973 წელს.
დაბადების ადგილი: თურქეთი, ანკარა
პროფესია: მსახიობი, მოდელი
კარიერა: 1996 წლიდან
ზოდიაქო: კირჩხიბი
სიმაღლე: 175 სმ.

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: ოზლემ ქონქერი ნიჭიერი თურქი მსახიობი ქალბატონი და მოდელია. იგი ანკარაში დაიბადა 1973 წელს. ნიდერლანდებში დაამთავრა ტილბიურგის უნივერსიტეტი. შემოქმედებითი კარიერა სამოდელო სააგენტოში დაიწყო. პირველი შესამჩნევი როლი მან შეასრულა სერიალში «izim Ev» - "ჩვენი მთავარი". ოზლემი აღიარებული და ცნიბილი მსახიობი გახდა ამერიკული სერიალის -  "სულელი ბეტი" - ის თურქულ ვერსიაში - ნიჭიერად და დიდი გარდასახვით შესრულებული როლის გამო. 

2000 წლიდან 2013 წლამდე მსახიობმა შეასრულა მთავარი როლი სერიალებში: '"დაპირება"", "უშენოდ არ ვიმუშავებ", ” Kinali kar". 2013 წელს იგი გადაიღეს გახმაურებულ სერიალში "შავი ვარდი", სადაც მან ერთ-ერთი მთავარი, ნარინის როლი შეასრულა. მსახიობი გადაღებულია არამხოლოდ ტრაგიკულ და რომანტიკულ როლებში, არამედ კომიკურშიც, რადგან მას ერთნაირი დამაჯერებლობით შეუძლია გარდასახვა დინჯი გმირიდან - ქარაფშუტად, ჭკვიანიდან - სულელად. მაყურებლების აზრით, ოზლემის მიერ შექმნილი გმირთა სახეები, მგრძნობიარე და დამამახსოვრებელია. 

ვაჟა ჩომახიძე.

ფილმო-სერიალოგრაფია:

Karagül (dizi) (2013) - Narin Mercan
Canan (2011) - Canan
Aşk ve Ceza (2011)
Bahar Dalları (2009-2010)
Ömre Bedel (2009)
Oğlum İçin (2007) - Bahar
Eksik Etek (2007) - Deniz
Rüyalarda Buluşuruz (2006) - Sinem
Çapkın (2005) - Alev
Sensiz Olmuyor (2005) - Gönül
Kınalı Kar (2002-2004) - Nazar
Derya & Deniz (2002) - Derya
Vasiyet (2002) - Zeliha
Bıçak Sırtı (2001)
Kurşun Kalem (2000)
Mert Ali (2000) - Pervin
Aynalı Tahir (2001) - Leyla
Bizim Ev (1996) - Neslihan

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.