დამატება

პელინ ქარაჰანი / Pelin Karahan

16.09.2016 - 10:38
ბიოგაფია: პელინ ქარაჰანი / Pelin Karahan

დაბადების სახელი: ვილდან პელინ კარაჰანი
დაბადების თარიღი: 1984 წლის 6 ოქტომბერი
დაბადების ადგილი: ანკარა, თურქეთი
პროფესია: მსახიობი, მოდელი, მასწავლებელი
კარიერა: 2007 წლიდან 
ზოდიაქო: სასწორი
სიმაღლე: 155 სმ.

ბიოგრაფია: პელინი დაიბადა და აღიზარდა ანკარაში. მთელი თავისი ბავშვობა მან იზმირში გაატარა, სადაც მისი მშობლები ცხოვრობდნენ. პელინს უმცროსი და ჰყავს. მსახიობმა ქალაქ ანკარაში გიმნაზია დაამთავრა და შემდეგ, ანატოლიის უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა - (Anadolu Üniversitesi Turizm İşletme) - ტურიზმის, სასტუმროსა და სარესტორნო ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით. სწავლის პარარელურად, დასაქმების სააგენტოს მეშვეობით, მან შეძლო ტელესერიალების მოსმენებზე გასვლა. თავისი პირველი როლი ითამაშა ახალგაზრდულ ტელესერიალში Kavak Yelleri - "მეოცნებენი",რომლის ტრანსლაციაც მიმდინარეობდა 2007 წლიდან 2011 წლის ჩათვლით, თურქეთის ტელეარხზე «Kanal D[tr] » . პელინი ასევე წარმოადგენს თურქული კომპანიების სახეს: "Coca-Cola Light", შოკოლად ”Kit Kat", შოკოლად " Nestle, "შამპუნებისა და სხვ. გარდა ამისა, ის აქტიურად არის ჩართული ცნობილი თურქული ჟურნალების ფოტოსესიაში. ის მსახიობის ხელოვნებას მშვენივრად უთავსებს უნივერსიტეტში ლექტორობას. 2012წელს პელინმა ითამაშა სერიალში "პეპლის ციალი". იმავე წელს პელინ კარაჰანი გადაიღეს სერიალში "დიდებული საუკუნე", სადაც მან მიჰრიმაჰ სულთანის როლი შეასრულა. 

პ ი რ ა დ ი:
მსახიობი გათხოვილი იყო ფიტნესის ინსტრუქტორ ერდინჩ ბექიროღლუზე. ქორწილი ესპანეთში ჩატარდა, ქალაქ ბარსელონაში. 2013 წლის ნოემბერში წყვილი ერთმანეთს გაეყარა. 2014 წელს მსახიობმა ურთიერთობა გააბა თურქ ბიზნესმენ ბედრი გიუნთაისთან და მაისის თვეში ისინი დაინიშნენ. ქორწილი 24 ივნისს შედგა, ადილე სულთანის სასახლეში. წყვილი პირველ შვილს ელოდება. 

ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ო გ რ ა ფ ი ა: 
2012 - "დიდებული საუკუნე"/ Muhtesem Yüzyil ... Mihrimah Sultan 
2012 - "პეპლის ციალი" 
2007-2010 - "Kavak Yelleri" 

 

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.