დამატება

ფირათ ჩელიქი / Firat Celik

22.08.2016 - 08:27
ბიოგაფია: ფირათ ჩელიქი / Firat Celik

დაბადების სახელი: ფირათ ჩელიქი
დაბადების თარიღი: 25 მარტი 1981 წ.
დაბადების ადგილი: ალმანია, გერმანია.
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 2009 წლიდან
ზოდიაქო: ვერძი

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: ფირათი დაიბადა გერმანიაში 1981 წლის 25 მარტს, ემიგრანტების ოჯახში. ოდნავ მოგვიანებით, მსახიობის ოჯახი საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა, სადაც ცნობიერი ბავშვობის უმეტესი წლები გაატარა. ფირათი სანამ ცნობილი გახდებოდა, ყველგან მუშაობდა, სადაც კი მიიღებდნენ. იყო: ბარმენი, მშენებელი, მოდელი და სხვ. მისი ბევრი მეგობარი ფიქრობდა, რომ ფირათისგან კარგი მსახიობი დადგებოდა, ამიტომ მას ამისკენ უბიძგებდნენ. ბოლოს, დაითანხმეს და ის დრამატული ხელოვნების შესწავლას შეუდგა. დამწყები მსახიობის მომავალი გადაიკვეთა ცნობილ რეჟისორ თერი ჰარკურთის შეხვედრით, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა მას. მისი პირველი დებიუტი შედგა ფილიპ ლიორეს მხატვრულ ფილმში „მოგესალმებით“, სადაც მან მეორე ხარისხოვანი როლი შეასრულა. ამის შემდეგ, ფირათმა, გარკვეული ხნით მუშაობა განაგრძო თეატრში, ცოცხალ პუბლიკასთან, სადაც დიდი გამოცდილება დააგროვა. შემდეში, მისი ყურადღება, თურქულმა სერიალებმა მიიქცია. 2010 წელს მას შეხვდა ერთ-ერთი მთავარი როლი წარმატებულ სერიალში „უდანაშაულო“. აქედან აგორდა ჭორი, თუ სინამდვილე, მასსა და ბერენ საათის სასიყვარულო ურთიერთობებზე... ფირათს, მსოფლიო აღიარება მოუტანა, სერდარ ისიქის სერიალში - „20 წუთი,“ შესრულებულმა როლმა. მსახიობმა სულ ითამაშა ორ მხატვრულ ფილმსა და ორ სატელევიზიო სერიალში:

ვაჟა ჩომახიძე.

ფილმები და სერიალები:

2013 წ - „ 20 წუთი „- „20 dakika“ - ქომიზერ ოზანის როლი; 
2011 წ - „ მე არ მძინავს, ხოლო თვე იზრდება“- „Ay büyürken uyuyamam“ - მერთის როლი;
2010 – 2012 წწ. „ უდანაშაულო"  - „Fatmagül'ün suçu ne?” - მუსთაფას როლში; 
2009 წ – „ მოგესალმებით“ – „Welcome“ - ქობანის როლი.

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.