დამატება

სერენაი სარიქაია / Serenay Sarikaya

16.08.2016 - 11:11
ბიოგაფია: სერენაი სარიქაია / Serenay Sarikaya

დაბადების სახელი: სერენაი სარიქაია
დაბადების თარიღი: 1 ივლისი 1991 წ. ანტალია
დაბადების ადგილი: ანთალია, თურქეთი
პროფესია: მოდელი, მსახიობი
კარიერა: 2006 დღემდე

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: დაიბადა ანთალიაში. იყო ოჯახის ერთადერთი ბავშვი, მისი მშობლები ერთმანეთს დასცილდნენ, როცა გოგონას 6 წელი შეუსრულდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, სარიქაია ჩაირიცხა უნივერსიტეტში. სწავლის გაგრძელება სურდა უცხოეთში, მაგრამ მისი გეგმები არ გამართლდა. ის რამდენიმეჯერ იყო თურქეთი სილამაზეთა კონკურსის გამარჯვებული, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. ათ წუთში, თურქეთის სამოდელო ბიზნესში მან უამრავი ფული იშოვა. თავისი შემოქმედების ყველა სფეროში წარმატებულია. ადრე სარიქაია ცეკვითა და სპორტით იყო დაკავებული, ამჟამად კი, სამსახიობო დაოსტატებითაა დაინტერესებული. 

2006 წელს შეასრულა როლი ფილმში "ქუჩის ქალი". შემდეგში იგი მიიწვიეს სხვადასხვა ფილმებსა და სერიალებში. სარიქაია ძალია მოსწონთ მამაკაცებს. მას საგრძნობლად ლირიკული ხმა აქვს, რითაც იპყრობს მსმენელს, კარგი მომღერალია. მონაწილეობს მრავალ ფოტოკონკურსებში, სარეკლამო რგოლებში და სიამოვნებით პოზირებს ფოტოკამერების წინ. იდეალური ფიგურა, ნათელი სახე, მომხიბვლელი ღიმილი და ეფექტური შეხედულება, მისკენ იზიდავს მრავალ ფანს. ის თურქეთის ყველაზე ლამაზ მსახიობ ქალთა ათეულშია შესული. ერთ-ერთ უახლოეს ინტერვიუში, მან განაცხადა - რომ დიდი სურვილი აქვს ითამაშოს ძველი დროის რომანტიულ ფილმში. 
პ ი რ ა დ ი:
იგი დასცილდა თავის შეყვარებულსა და პარტნიორს თოლგარან საეშმანს, რის შემდეგაც მან განაცხადა, რომ უკვე არაფრის შეცვლა არშეიძლება და საკარიერო წინსვლა უნდა განაგრძოს.
სარიკაიას საყვარელი ყვავილია ყვითელი გვირილა, ბედნიერი ციფრი ერთი, უყვარს ლურჯი და ყვითელი ფერი, არომატთაგან სუნამო Loris Azzaro.

ვაჟა ჩომახიძე.

ითამაშა ფილმეში და სერიალებში:

"ტიტების დრო". 

"ლიმონის ხე" .

"ადანალი". 

"ზღაპარი".

"პლაჟზე".

"დამსხვრეული სიყვარული".

"ქუჩის ქალი". 

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.