ბიოგრაფია

შერიფ სეზერი / Şerif Sezer

22.08.2016 თურქი მსახიობები 1150 0 0.0

Загрузка...

დაბადების სახელი: შერიფ სეზერი
დაბადების თარიღი: 1943 წელი
დაბადების ადგილი: მუდანია, ტურქეთი
პროფესია: მსახიობი, მოდელი
კარიერა: 1965 წლიდან
სიმაღლე: 172 სმ.

ბიოგრაფია:  ფლობს ფრანგულ ენას. კარიერა დაიწყო ბურსას მოქმედ თეატრში. კინოში მოღვაწეობა დაიწყო 1980 წლიდან. სერიალებსა და ფილმებში ძირითადად სახასიათო როლებს ასრულებს. კარგად ცნობილი თეატრის მსახიობია. 2013 წელს მიიწვიეს სერიალში "შავი ვარდი" - ქადრიე შენვერდის როლში. 
შერიფ სეზერი დაიბადა 1943 წელს მუდანიაში, თურქეთი. ის ოჯახში ერთადერთ და უფროსი შვილად დარჩა მას შემდეგ, რაც  ტყუპისცალები დიფტერიით დაეღუპა. 8 წლის იყო შერიფი, როცა მისი მსობლები გაიყარნენ. დედა და გოგონა საცხოვრებლად ანკარაში ბიძის ზედამხედველობის ქვეშ გადავიდა. შერიფი ცელქი და მყვირალა გოგონა ყოფილა, რის გამოც, მეზობლები ვერ იტანდნენ. როცა მან დაწყებითი სკოლა დაასრულა, ბიძა მას გასათხოვრად ამზადებდა და ამიტომ, სასწავლებლად სამკერვალო კურსებზე გაგზავნა. მაგრამ, გოგონამ საშუალო განათლების მიღება გადაწყვიტა საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლაში და ბიძის ნების წინააღმდეგ წავიდა, რისთვისაც სამაგალითოდ დაისაჯა კიდეც.
ერთი პერიოდი, შერიფს ეზიზღებოდა თავისი სახელი, რის გამოც მას მუდმივად დასცინოდნენ  ბავშვები. ამას კი - გოგონა ძლიერ განიცდიდა. სკოლა სახვითი ხელოვნების სპეციალობით, მან 18 წლის ასაკში დაასრულა და აქედან პირდაპირ ანკარის თესტრის დასს მიაშურა. მალე მას ერთ სერიოზულ სპექტაკლში მთავარი როლი მისცეს. შერიფი ახალგაზრდა ხელმოკლე პოლიტიკოსს გაჰყვა ცოლად, ნაცვლად ბიძის შერჩეული კაცისა. მალე წყვილი საცხოვრებლად პარიზსს გადავიდა, მაგრამ 6 წლის შემდეგ, ისინი დაშორდნენ. შერიფი სტამბულში ჩამოდის საცხოვრებლად, სადაც 2 წლის შემდეგ, ექიმს მიჰყვება ცოლად. ამ დღიდან, მსახიობი თავის ძველ თეატრს დაუბრუნდა.
მისი პირველი დებიუტი კინოში 1980 წელს შედგა. 1988 წელს რამდენიმე წარმატებულ ფილმში მონაწილეობის შემდეგ, მსახიობი ტელევიზიაში მიიწვიეს სხვადასხვა პროექტებში. 2003 წლიდან შერიფის საქვეყნო აღიარება იწყება.
2013 წელს მიიწვიეს სერიალში "შავი ვარდი" - ქადრიე შენვერდის როლში.

ითამაშა ფილმებსა და სერიალებში: 

2013 -karagül 
2011 -Devrimden Sonr, Yol (Şerif Gören), Hakkâri'de Bir Mevsim (Erden Kıral), Av Zamanı (Erden Kıral), Her Şeye Rağmen (Orhan Oğuz), Mustafa Hakkında Her Şey (Çağan Irmak), 
1997- Hamam - Il bagno turco (Ferzan Özpetek), 
2006 - Babam ve Oğlum (Çağan Irmak/) 
2009 -Güneşi Gördüm (Mahsun kırmızıgül/), Deli deli olma (Murat Saracoglu) 
2010 -Ateşe Yürümek (Nimet Hanım) 
2004 -Çemberimde Gül Oya (Sultan)

Sezer, შერიფ, სეზერი, Serif
სულ კომენტარი: 0
avatar