დაბადების სახელი: თოლგაჰან საიშმანი
დაბადების თარიღი: 1981 წლის 17 დეკემბერს
დაბადების ადგილი: სტამბული, თურქეთი
პროფესია: მსახიობი, მოდელი, ფოტო მოდელი.
კარიერა: 2006 დღემდე
ბიოგრაფია: დაიბადა 1981 წლის 17 დეკემბერს, ქალაქ სტამბულში. მამამისი სალონიკიდანაა, დედა კი- ტრაპზონიდან. ბავშვობაში თოლგა დიდ დროს უთმობდა მეცადინეობას. დაამთავრა დოგუშ სტამბულის უნივერსიტეტი ბიზნესის მართვის სპეციალობით.
სწავლის პერიოდში პარალელურად მუშაობდა პოდიუმში. 2001 წელს მან მოიპოვა ნომინაცია "მომავლის მოდელი", რის შემდეგაც გადაწყვიტა მომავალი სამოდელო კარიერაში ეძებნა. მოდელის რანგში იგი პირველი თურქი მამაკაცი იყო, რომელიც პარიზის ჩვენებებში მონაწილეობდა.
2005 წელს მან გაიმარჯვა ერთ-ერთ ყველაზე ცმობილ სამოდელო კონკურსში, რის შემდეგაც განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს თავის სამშობლოში.
თოლგაჰანით რეჟისორები დაინტერესდნენ. მას იღებენ სხვადასხვა ფილმებში. ტოლგაჰანს განსაკუთრებული აღიარება მოუტანა ტელესერიალმა - "მიწასა და ცას შუა". ამ სერიალმა მის ცხოვრებაში არსებით ცვლილებები გამოიწვია. ა სერიალის შემდეგ მიაქცია მას ყურადღება ცნობილმა თურქმა მსახიობმა და მოდელმა, სერენა სანქაიამ. წყვილს შორის რომანი გაჩაღდა. 2012 წელს ისინი ერთმანეთს დასცილდნენ მას შემდეგ, რაც სელენამ უარი თქვა სერიალში მონაწილეობაზე. მის მაგიერ აიყვანეს სილამაზის მრავალ კონკურსში გამარჯვებული, 2007 წლის მის მსოფლიო - სელენ სოიდერი. წყვილს შორის, როგორც ფილმში, ისე ცხოვრებაშიც წარმოიშვა ნამდვილი სასიყვარულო გრძნობები.
თოლგაჰანი სამუშაოს გარდა ფეხბურთითაც არის გატაცებული. იგი "ფენერბახჩეს" თავგამოდებული გულშემატკივარია.
გადაღებულია ფილმებში: "ტიტების დრო"- 2010-2013, "ცასა და მიწას შუა"- 2010-2013, "თამაში სიყვარულში"- 2009, "ჩემი გულის ტკივილი"- 2008, "ნახვამდის რუმელია"- 2007-2009, "Picle"- 2007, "Macolar"- 2006, "Esirkalpler"- 2006.
ვაჟა ჩომახიძე