დამატება

თუბა ბუიუქუსთუნი / Tuba Buyukustun

28.07.2016 - 10:43
ბიოგაფია: თუბა ბუიუქუსთუნი / Tuba Buyukustun

დაბადების სახელი: ჰათიჯე თუბა
დაბადების თარიღი: 1982 წლის 5 ივლისი
დაბადების ადგილი: სტამბული
პროფესია: მსახიობი, მოდელი
კარიერა: 2003 წლიდან
ზოდიაქო: კირჩხიბი
სიმაღლე: 173 სმ

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: თურქული კინოსა და ტელესერიალების ვარსკვლავი, თუბა ბუიუქუსთუნი 1982 წლის 5 ივლისს დაიბადა სტამბულში. თავდაპირველად, მან Doğus-ის სკოლა დაამთავრა. შემდეგ კი - დეკორატორისა და კოსტიუმების მხატვრის განათლება მიიღო ხელოვნების უნივერსიტეტში. თუბა სტუდენტობაშივე იყო გატაცებული რეკლამებით და ყოველ-თვის უკეთებდა რეკლამირებას ცნობილ ბრენდებს, ისეთებს, როგორიცაა: Maximum Cart, Pan-tene-სა დაMolped-ს. ერთხელაც, ლამაზი გოგონა რეჟისორმა თომრის გირითლიოღ-ლუმ შეამჩნია და კინოში გადაღება შესთავაზა.

ეს მოხდა 2003 წელს, გოგონა სერიალში „Sultan Makami“ მიიწვიეს ნესრინის როლის შესასრულებლად. მომდევნო წელს, მას მთავარი როლი შესთავაზეს ტელეფილმში „Gülizar“, რასაც ბრწყინვალედ გაართვა თავი. ამავე წელს, მსახიობი გადაიღეს სერიალში „Çemberimde gül oya“, სადაც მან ზარიფეს როლი ითამაშა. 2005 წელს მსახიობს იღებენ მხატვრულ ფილმში „Babam ve Oğlum“, სადაც ის აისუნის როლს ასრულებს. იმავე წელს, მსახიობი ბიულენთ ინალთან ერთად, რომელიც იმ დროისთვის თურქულ კინემატო-გრაფში ცნობილ სახეს წარმოადგენდა, გადაიღეს სერიალში, რომელიც ქართულად ასე დაასათაურეს - „ლამაზი სიზმარი“. სერიალი ერთმანეთზე სიგიჟემდე შეყვარებულ წყვი-ლზე მოგვითხრობს, რომლებსაც სასწრაფოდ სურთ დაქორწინება, მაგრამ ბედისწერა მათ მკაცრ განაჩენს უმზადებს. ეს სერიალი მსახიობის ცხოვრებაში გადამწყვეტი აღმოჩ-ნდა შემდგომი პოპულარობის თვალსაზრისით. მას ბევრი თაყვანისმცემელიი გამოუჩ-ნდა მაყურებლის სახით და თურქეთის ცნობილი კინემატოგრაფების ყურადღება მიიპ-ყრო. მის მიმართ დადებითად განეწყო კინოკრიტიკაც.

2007 წელს მსახიობი კვლავ მოგვევლინა მთავარ როლში, ასევე ყველასთვის კარგად ცნობილ მსახიობ მურათ ილდირიმთან ერთად სერიალში „Asi“, სადაც მსახიობმა ასიე ქოზჩიოღლუს როლი შეასრულა. ამ სერიალის წყალობით, თუბა ცნობადი სახე გახდა არა მარტო თურქეთში, არამედ უცხოეთის მრავალ ქვეყანაშიც.

2010 წელს თუბას ისევ მთავარ როლს სთავაზობენ სერიალში „Gönülçelen“, სადაც ის მეყვავილე ბოშა გოგონას, ჰასრეთის როლს თამაშობს. ამავე პერიოდში, გოგონა ცნობილი ფირმის Pantene სარეკლამო სახე გახდა.

2013 წელს ეკრანებზე გამოდის კრიმინალური მელოდრამა „20 Dakika“. სერიალში თუბა კვლავ მთავარ, მელექ ჰალასქარის როლს თამაშობს. იმავე წლის მიწურულს, მსა-ხიობი კიდევ ერთ ახალ კრიმინალურ სერიალში „Kara Para Aşk“ მოგვევლინა ელიფის მთავარი როლით. ეს სერიალი მაღალ ბიუჯეტიანი ნამუშევრის შთაბეჭდილებას ტოვე-ბდა. აქ თუბა მთავარ როლს, კარგად ცნობილ მსახიობ ენგინ აქიურექთან ერთად თამა-შობს.

2015 წელს მსახიობი რეჟისორების: ონურ საილაკისა და დოქუ აკალის დრამის ჟანრის მოკლემეტრაჟიან ფილმის „The Jungle“ მთავარ როლში მსახიობ მუჰამეთ უზუნერთან ერთად გადაიღეს.

პ ი რ ა დ ი: რაც შეეხება თუბას პირადს, სერიალის „ლამაზი სიზმარი“, გადაღე-ბისას, მსახიობს სასიყვარულო რომანი ჰქონდა თავის პარტნიორ ბიულენთ ინალთან, რომელიც ორ წლამდეც ვერ გაგრძელდა. ვნებათა ღელვის ჩაცხრომის შემდეგ, წყვილი ერთმანეთს მშვიდობიანად დაშორდა.

2008 წელს მსახიობს მჭიდრო რომანული ურთიერთობა ჰქონდა ოპერატორ სამი საიდ-ანთან, რომელიც ამ დროს სერიალს „ასი“ იღებდა. აქაც პირველი რომანის ისტორია გან-მეორდა. წყვილმა სიყვარულით გული იჯერა და მერე თავიანთი გზებით წავიდნენ.

2011 წელს თუბას სასიყვარულო მახეში მორიგი მსხვერპლი, მსახიობი ონურ საილაქი გაება. ეს მოხდა პარიზში, სერიალის „Gönülçelen“ გადაღებისას. ეს ურთიერთობა ამჯე-რად უფრო წარმატებული შეიქნა და წყვილი დაქორწინდა.

2012 წელს მათ ტყუპები: მაია და თოფრაქი შეეძინათ. 

ამჟამად, თუბას სასიყვარულო თავგადასავლების შესახებ, ყვითელ პრესაში რაიმე ინფორმაცია არ მოიპოვება.
ვაჟა ჩომახიძე.

ფ ი ლ მ ე ბ ი:

2004 - Gülizar 
2005 - Aşk 
2005 - Babam ve Oğlum
2005 - Sınav 
2010 - Yüreğine Sor 
2015 - The Jungle 

ს ე რ ი ა ლ ე ბ ი:

2003 - Sultan Makamı
2004 - Çemberimde Gül 
2005 - 2007 - Ihlamurlar Altında
2007 - 2009 -Asi
2009 - Beni w Benak 
2010 - 2011 - Gönülçelen
2013 - 20 Dakika
2014 - 2015 -Kara Para Aşк 

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.