დამატება

ზეინეპ ოზდერი / Zeynep Özder

03.09.2016 - 14:06
ბიოგაფია: ზეინეპ ოზდერი / Zeynep Özder

დაბადების სახელი: ზეინეპ ოზდერი
დაბადების თარიღი: 1985 წ
დაბადების ადგილი: ანკარა, თურქეთი
პროფესია: მუსიკოსი, მსახიობი
კარიერა: 2009 წლიდან

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა: ზეინეპ ოზდერი დაიბადა 1985 წელს თურქეთში, ქალაქ ანკარაში. დაამთავრა ანტალიის სახვითი ხელოვნების საშუალო სკოლა. 2004 წელს დაამთავრა ბილკენტის უნივერსიტეტი, მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების სპეციალობით. ღაზის უნივერსიტეტში მუსიკის დარგში მიიღო მაგისტრის წოდება. 

მსახიობმა, რომელიც 2001 წლიდან სცენაზე  მოღვაწეობს, ასევე  ტელევიზიაშიც დიდ წარმატებას მიაღწია. ლალეს როლი ითამაშა სერიალში,"ივნისის ღამე",  რომელიც Kanal D- ზე  2004-2006 წლებში გავიდა. ამ სერიალში ასევე მონაწილეობდნენ: ოზჯან დენიზი, ნაზ ელმასი, ნებაჰატ ჩეჰრე.
ჯავიდანი, ფოლადის პრინცესა, რომელიც მან სერიალში "სიყვარულის სიმფონია" განასახიერა, მისი სატელევიზიო კარიერის მთავარი მოვლენა იყო. მასში მთავარ როლებს ასრულებენ ბურაქ ჰაქი და ასლი თანდოგანი.

ტელევიზიისა და კინოს წარმატებულ მსახიობს, რომელმაც პუბლიკის ყურადღება მიიპყრო და დღითიდღე უფრო პოპულარული გახდა, არასდროს უთქვამს უარი და დღემდე  ქალაქის თეატრებში მუშაობს, სადაც ის 2005 წლიდან არის სცენაზე.

მოგვიანებით მან სერიალში "ქარვა" ადილ იარიჯალის როლი ითამაშა , მაგრამ სერიალმა 15 სერია გასტანა.
სერიალში „სასოწარკვეთილი დიასახლისები“  იგი 2 წლის განმავლობაში თამაშობდა პერიჰანის როლს.
2019 წელს მსახიობი კივილიჯმის როლით გამოჩნდა სერიალში "სასწაულმოქმედი ექიმი", მაგრამ აქაც მე -2 სეზონამდე ვერ მმიაღწია. პროდიუსერებმა მსახიობის თვითნებურად წასვლის შესახებ გააკეთეს განცხადება. თავად ოზგე ოზდერმა კი - თქვა, რომ პროექტი საკუთარი ნებით არ დაუტოვება.
მან ასევე, სემას როლი ითამაშა სერიალში"მაღალი საზოგადოება".
2020 წლის შემოდგომაზე მსახიობი გადაღებებს იწყებს სერიალიში"ღალატი", რომელიც პოპულარული სერიალის "ექიმი ფოსტერი" რიმეიკია.

პირადი:
ოზგე ოზდერს შვილი არ ჰყავს.
მან ორჯერ იქორწინა. პირველად - 2007 წელს მსახიობ თანზელ ონგელზე. ქორწინება ორი წლის შემდეგ განქორწინებით დასრულდა..
2018 წელს მსახიობმა მეორედ იქორწინა - მომღერალ სინან გიულერიუზზე, რომელიც მასზე 8 წლით უმცროსია. 

ვაჟა ჩომახიძე.

კომენტარი (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.