თურქული სერიალები -

აკრძალული ხილი (სერიალი) Yasak Elma / Akrdzaluli Xili (2018)

12.11.2020 თურქული სერიალები 0 3.5

სერიალი ორი დის ზეინეპისა და ილდიზის ამბავს მოგვითხრობს, რომლებიც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულები არიან. მათ ცხოვრებაზე სხვადასხვაგვარი შეხედულებები აქვთ და სხვადასხვა მიზნები ამოძრავებთ. ილდიზი მაღალი საზოგადოებიდან გამოსულ ენდერ არღუნს გაიცნობს და მისი დახმარებით ცდილობს საკუთარ ქმარს თავი დააღწიოს. ის ვაჟს საოცარ წინადადებას შეთავაზებს. ამ დროს, ფირმას, რომელშიც ზეინეპი მუშაობს, ალიჰან თაშდემირი შეისყიდის, რომელიც ძალიან ამაყი, ამპარტავანი და მდიდარი ბიზნესმენია. მოკლე დროში, ზეინეპისა და ალიჰანის დაპირისპირება, სულ სხვა რამედ გადაიქცა. მაგრამ - გოგონამ არ იცის, რომ ალიჰანი ჰალითის კომპანიონი და მისი ცოლის ენდერის ძმაა... და ილდიზის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მგრძნობიარე აღმოჩნდა, არა მხოლოდ მისთვის, არამედ ზეინეპისთვისაც...
ორიგინალური სათაური: Yasak Elma
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: ნესლიჰან იეშილიურთი
როლებში: ონურ თუნა, სევდა ერგინჯიბი, ედა ეჯე, შევალ შამი, თალათ ბულუთი, შაფაქ ფექდემირა, ბარიშ აითანი

Yasak, ცხოვრება, სრულიად, არიან, აქვთ, ამბავ, ზეინეპი, სერიალი, ხილი, ილდიზი, ამოძრავებთ, სხვადასხვაგვარი, Xili, სხვადასხვა, მიზნები, ერთმანეთი, akrdzaluli, elma, შეხედულებები, განსხვავებულები, აკრძალული, 2018
კომენტარები: 0
avatar
ძებნა