ბამბის ველი (თურქული სერიალი) ქართულად / Beyaz Gelincik (2005)

02.09.2019 თურქული სერიალები 0 0.0
Загрузка...

სერიალში სიუჟეტები, ადანისა და დასავლეთ თურქეთის ნაყოფიერ მიწებზე ვითარდება. ასლანბასის კლანი ადანის ყველაზე მდიდარი კლანია. მართალია, ისინი ათასობით აკრი ბამბის ველის მფლობელები არიან, მაგრამ სიმდიდრე სხვა საქმიანი წყაროებითაც მოაგროვეს. ოჯახს ბამბის ველებზე ათასობით დაქირავებული მუშახელი და სახლში აურაცხელი მოსამსახურე ჰყავს. ასევე გააჩნიათ საკუთარი, მსხვილი ჰოლდინგი თავისი პერსონალით... ასლანბასების ოჯახში 4 ძმის ირგვლივ ვითარდება. ყოველ მათგანი დაოჯახებულია, ზოგი კი - მის შესაქმნელად ემზადება... ომერი ერთი მათგანია. იგი ბამბის ველზე მომუშავე ლამაზმანს - „ფიფქია“ ჩერენს შეხვდება, რომელსაც მეტსახელად „ბამბის ველის პრინცესას“ ეძახიან. სერიალში სიუჟეტების განვითარების კვალდაკვალ, ასლანბასების დიდი ოჯახის საიდუმლოებებს აეხდება ფარდა, რომელიც ამ ხნის მანძილზე, სიყვარულისა და ძლევამოსილების საფარველით, სიცრუისა და ტყუილების მორევში იყო ჩაძირული.
ორიგინალური სათაური: Beyaz Gelincik
ქვეყანა: თურქეთი
წელი: 2005
ჟანრი: დრამა, მელოდრამა
რეჟისორი: გუზიდე ბაილჩი
როლებში: ერქან პეთექაია, სეზინ აქბასიღულარი, ისმაილ ჰაჯიოღლუ, თულინ ოზენი, ბეთულ საჰინი, სევდა სამსმაზი

ველი, Veli, seriali, Bambis, სერიალი, თურქული, ბამბის
კომენტარები: 0
avatar