ბაში-აჩუკი

11.11.2016 ქართული ფილმები 0 0.0
Загрузка...
XVII საუკუნეში კახეთში ბიძინა ჩოლოყაშვილის მეთაურობით დაწყებული აჯანყება მთელს საქართველოს მოედო. იმერელი ჭაბუკი, მეტსახელად "ბაში-აჩუკი", მუსრს ავლებს ყიზილბაშებს. იგი ტყვეობიდან ათავისუფლებს შაჰის ჰარამხანისთვის სპარსეთისკენ გარეკილ ქალიშვილებს, რომელთა შორის მისი ტყუპი დებიც არიან. ბაში-აჩუკის მიერ ორთაბრძოლაში დამარცხებულ სპარს ფალავანს, მოსისხლე მტერს, აბდუშაჰილს, ერთი მათგანი, მზისა, შეუყვარდება. მის სიყვარულში დარწმუნებული მზისა აბდუშაჰილს აჯანყებულ ქართველთა ბანაკში მიიყვანს, სადაც გაირკვევა, რომ ისიც ქართველია – ბავშვობაში სამშობლოდან გატაცებული და მტრის კარზე გაზრდილი. აბდუშაჰილის ლაშქარი იარაღს დაყრის. ბრძოლის ბედი ქართველთა სასარგებლოდ გადაწყდება

ორიგინალური სათაური: ბაში-აჩუკი
ქვეყანა: საქართველო
წელი: 1956
ჟანრი: ისტორიული, სათავგადასავლო
რეჟისორი: ლეო ესაკია
როლებში: ოთარ კობერიძე, დოდო აბაშიძე, ლია ელიავა, მედეა ჩახავა, დოდო ჭიჭინაძე, კოტე დაუშვილი, იუსუფ (იოსებ) კობალაძე, მერი დავითაშვილი, გურამ საღარაძე, თამარ ციციშვილი, გიორგი შავგულიძე, მიხეილ მგელაძე, ალექსანდრე ეძგვერაძე, გივი თოხაძე, გიორგი ტატიშვილი, შალვა ბეჟუაშვილი, ირაკლი ქოქრაშვილი, გიორგი ჟუჟუნაშვილი, გრიგოლ კოსტავა, მიხეილ ჩიხლაძე
IMDb:
პლეიერი

ბაში, აჩუკი
კომენტარები: 0
avatar

Загрузка...