დამატება

ბედნიერების დირექტორი (სერიალი) Директор по счастью (2021)

17.10.2021 - 10:23
ბავშვთა ფსიქოლოგი ლიზა იძულებულია საბავშვო ბაღი დატოვოს და სამსახური ოფისში მიიღოს. მისი ახალი თანამდებობა არ არის ჩვეულებრივი - "ბედნიერების დირექტორი". ამიერიდან მან ყველას ბედნიერი ადამიანის მაგალითი უნდა აჩვენოს: სახლი, ოჯახი, სამსახური - ყველაფერი სრულყოფილი უნდა იყოს. მაგრამ არის ერთი "მაგრამ" - ლიზას ქმარი, წარმატებული ბიზნესმენი სერგეი, მას ღალატობს. ამიტომ ლიზამ თავისი ახალი უფროსი ალა, უნდა მოატყუოს, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა. კოლეგების პრობლემების გადაჭრისას და მათთან დაახლოებისას, ლიზა უცებ ხვდება, რამდენად უბედურია თავად. თუმცა, საკუთარი თავის დახმარება ბევრად უფრო რთული აღმოჩნდება, ვიდრე სხვების დახმარება... და უპირველეს ყოვლისა, სიმართლის სათქმელად მან ძალა უნდა იპოვოს.
ორიგინალური სათაური: Директор по счастью
ჟანრი: მელოდრამა
რეჟისორი: ილია კაზანკოვი
როლებში: სვეტლანა სმირნოვა-მარცინკევიჩი, ალექსეი კომაშკო, ევგენია დმიტრიევა, პაველ ბარშაკი, ეკატერინა დოროგინა, არტიომ ფადეევი, ანასტასია სავიცკაია, იგორ კლიუჩნიკოვი

ბედნიერების დირექტორი (სერიალი) Директор по счастью (2021)
კომენტარები (0)
avatar
კომენტარები
movie777 04.05.2020 - 20:13
ქუმსალი მამისგან უჩინრად, უნივერსიტეტში მოეწყო და ახლა სტამბულში მიემგზავრება. ბათუს დახმარების წყალობით, გოგონამ შესძლო მშობლის კლანჭებისგან თავდახსნა - ის ტოვებს მამის სახლს და საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად მზად არის ბრძოლა გამოუცხადოს მთელ სამყაროს, როგორც ეს ადრე დედამისმა გააკეთა. მაგრამ რა გამოვიდა აქედან?...
☆Ådmin☆ 08.11.2019 - 20:56
ქალური, მაგრამ მოკლე ემოციური გამოცდილების მქონე შაჰერეზადა, გაიგებს, რომ რომ მისი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ბავშვი მძიმედ არის ავად.
☆Ådmin☆ 01.02.2020 - 20:41

სიუჟეტის ცენტრში რომან შიროკოვია, რომელიც სამხარეო კლინიკის სამშობიარო სახლში ექიმ-ორდინატორად მუშაობს. რომანი ნიჭიერი ექიმია და მან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით, უცხოეთში სპეციალური კურსები გაიარა.

☆Ådmin☆ 08.12.2019 - 21:36
სერიალის ახალგაზრდა გმირები - სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვაგვარად აღიზარდნენ, რის გამოც მათი შეხედულებები ცხოვრებაზე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...
☆Ådmin☆ 25.02.2020 - 17:20

ტერორიზმი. ეს ის პრობლემაა, რომელმაც შეძრა მთელი ინდოეთი. 2001 წელს პარლამენტზე შეტევა ნიუ-დელიში, 2006 წელს აფეთქებები მუმბაიში, აფეთქებები ჰაიდერებადეში 2007 წელს. შემდეგ, 2008 წელს ისევ აფეთქებები მუმბაიში. ეს იმ ტერორიზმის დასაწყისია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია... სახელმწიფო გადაუდებელ ღონისძიებებს მიმართავს და ჯაი სინგჰ რათჰორის ხელმძღვანელობით, ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებს.